მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა

news image
mbc image

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით რეგიონალური გამარჯვებულები გამოავლინა, რომლის მიხედვითაც  საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად  დაასახელა.

 

Global Finance-ის რედაქტორებმა გამარჯვებული ბანკები აფრიკის, აზია-წყნარი ოკეანის, კარიბის ზღვის, ცენტრალური ამერიკის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის თითქმის 150 ქვეყნიდან შეარჩიეს. გამარჯვებულები მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციულ ფინანსურ აღმასრულებლებთან, ბანკირებთან, საბანკო კონსულტანტებთან და ანალიტიკოსებთან კონსულტაციის საფუძველზე შეირჩნენ.

 

„საბანკო საქმემ ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციით კიდევ ერთ წყალგამყოფ მომენტს მიაღწია, რომელიც ჩანს რომ გადაწერს და შეცვლის საბანკო საქმიანობის, როგორც ინდუსტრიის  მიდგომებს. ამ მუდმივად ცვალებად გარემოში, საუკეთესო ბანკის ჯილდოები გადაეცემათ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც გვთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს, გრძელვადიან სანდოობას  და ტექნოლოგიურ ინოვაციებს”, - განაცხადა ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა.

 

„საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელება ნიშნავს კიდევ ერთხელ იმის აღიარებას, რომ ბანკი სწორი გზით ვითარდება, როცა ცდილობს ხელი შეუწყოს მომხმარებელს და პერსონალიზებული, მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული საბანკო პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს; ისე განავითაროს დიჯიტალური არხები, რომ ყოველდღიურად მისწვდეს 1 400 000-მდე მომხმარებელს; ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, მოახდინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება; მისცეს ბიზნესებს ახალი შესაძლებლობები, რომ არ გაჩერდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან საქართველოში საუკეთესო ბანკს. მადლობა მომხმარებელს, რომელიც გვირჩევს ჩვენ და ჩვენთან ერთად ქმნის საუკეთესო საბანკო გამოცდილებას", - აცხადეს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

 

წამყვანი ბანკების შერჩევისას, Global Finance-მა განიხილა სხვადასხვა ფაქტორები და კრიტერიუმები, რაც  მოიცავდა: აქტივების ზრდას, მოგებიანობას, გეოგრაფიულ მოცვას, სტრატეგიულ ურთიერთობებს, ახალი ბიზნესის ხელშეწყობასა და  პროდუქტის ინოვაციურობას. სუბიექტური კრიტერიუმები კი მოიცავდა კაპიტალისა და საკრედიტო რეიტინგის ანალიტიკოსების, საბანკო კონსულტანტებისა და ინდუსტრიაში მომუშავე ექსპერტების მოსაზრებებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა