Global Finance-მა საქართველოს ბანკი წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის საუკეთესო კასტოდიანი ბანკები წელს 21-ედ გამოავლინა. საქართველოს ბანკი კი 2023 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
გამოცემამ ფინანსური ინსტიტუტების მიერ ლოკალურ და რეგიონულ ბაზარზე 2022 წელს შექმნილი და გაუმჯობესებული სერვისები შეაფასა, საბაზრო კვლევებსა და საექსპერტო წყაროებზე დაყრდნობით კი გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა.
„დღეს ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ფინანსური სექტორის მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. Global Finance-ის მიერ საუკეთესო კასტოდიანი ბანკის ჯილდო კი ისეთი ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც ქმნიან ინოვაციურ და ეფექტურ გადაწყვეტებს მომხმარებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - აღნიშნავს Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელი, ჯოზეფ გირაპუტო.
„საქართველოს ბანკი, როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს, შექმნას ისეთი ტექნოლოგიური და პროცედურული გადაწყვეტები, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მომხმარებლის კომფორტსა და საჭიროებებზე. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ არსებული პროდუქტებისა და სერვისების განახლებასა და გაუმჯობესებაზე, პარალელურად კი ვახდენთ ახალი ინიციატივების იმპლემენტაციას, რომლებიც ზრდიან ეფექტურობას და შესაბამისობაში მოდიან თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებთან. ჩვენს წარმატებას მოწმობს ის ფაქტი, რომ ჩვენი ციფრული სერვისების ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა (Digital MAU) ყოველწლიურად საშუალოდ 33.3%-ით იზრდებოდა და 2022 წელს 1.1 მილიონი შეადგინა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიერ მოპოვებული აღიარება კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენთვის, რომელიც მიგვანიშნებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ესგვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური საბანკო პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და შენახვის პროცედურებს უფრო მეტად გაუმარტივებს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ცხადაია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.