მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

Global Finance - მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით

news image
mbc image

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების (Trade Finance) მიმართულებით.

აღნიშნული ჯილდო ბანკის მიერ ბიზნესებისთვის საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით შექმნილ შესაძლებლობებსა და ინოვაციურ მიდგომებს უსვამს ხაზს.
ვაჭრობის დაფინანსება ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების მართვას, ლიკვიდობის უზრუნველყოფასა და პარტნიორებთან სანდოობის გაძლიერებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციებს ახორციელებენ ან საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობის გაფართოებას გეგმავენ.

„ციფრული ბანკინგი ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციისა და მონაცემთა ანალიტიკის განვითარებასთან ერთად, მომხმარებლების მოლოდინებიც იზრდება - მათ სურთ უფრო სწრაფი, პერსონალიზებული და შეუფერხებელი ციფრული გამოცდილების მიღება. ამასთან, ბანკებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, მდგრადობისა და რეგულაციებთან შესაბამისობის გაძლიერება. Global Finance-ის 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება იმ ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს, რომლებიც ციფრულ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტებს ქმნიან“, - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

„მოხარული ვართ, რომ Global Finance-ისგან ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მივიღეთ. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის მიდგომებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც პარტნიორ ბიზნესებს საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით ვთავაზობთ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტების განვითარებასა და გაციფრულებას, რათა საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები ბიზნესებისთვის კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და მოქნილი გავხადოთ“ , - განაცხადა საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა, ელენე ცხადაიამ.

ინფორმაციისთვის, Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება ფინანსურ ინსტიტუტებს ციფრული სტრატეგიის, ინოვაციების, პროდუქტებისა და მომხმარებლებისთვის შექმნილი შესაძლებლობების მიხედვით აფასებს. საქართველოს ბანკმა 2026 წლის დაჯილდოებაზე ჯამში 33 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის როგორც საქართველოში, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა შედეგებით დაბრუნდა „ანიგოზი“ SIAL Paris 2026-დან და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები

29.10.2026.18:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, SIAL Paris 2026-ზე საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, ახალი ბიზნესკავშირების დამყარებასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას ემსახურება.

მონაწილე კომპანიებს შორის ქართული კაკლის მწარმოებელი კომპანია „ანიგოზიც“ იყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანა ქევხიშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამჟამად რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პარალელურად კი კომპანია საახალწლო სეზონისთვის ემზადება, რომელიც პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.

როგორ შეაფასებდით SIAL Paris 2026-ის გამოფენას და კომპანიისთვის რამდენად შედეგიანი იყო მასში მონაწილეობა?

SIAL Paris 2026 ჩვენი კომპანიისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ღონისძიება იყო. ყველა საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდაში და ახალი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა SIAL Paris, რომელიც ევროპაში საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა.

ჩვენი კომპანია რეგულარულად მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში და ყოველწლიურად ვიღებთ დადებით უკუკავშირსა და მნიშვნელოვან ბიზნესშედეგებს.

წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან, რომლებსაც გამოფენის ფარგლებში ჩვენი პროდუქცია გავაცანით - ახალი მოსავლის ქართული კაკალი. იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დასრულდება და საფუძველს ჩაუყრის ახალ, გრძელვადიან ბიზნესთანამშრომლობას.

აწარმოებთ თუ არა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს რომელიმე ქვეყანასთან ექსპორტის მიმართულებით?

დიახ, მოლაპარაკებები გვაქვს. როგორც არსებულ ძველ პარტნიორებთან, ასევე ახლებთან რომლებიც გამოფენის ფარგლებში გავიცანით.

⁠როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

ახლოვდება ჩვენთვის ყველაზე მაღალ მოთხოვნადი წინა საახალწლო პერიოდი და ვემზადებით გაორმაგებული ძალისხმევით მუშაობისთვის როგორც ადგილობრივბაზარზე რეალიზაციის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ბაზარზე საექსპორტო აქტივობებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა