მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Global Finance-მა თიბისი 2024 წელს საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

news image
mbc image

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, 24-ე დაჯილდოებაზე, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

“ბოლო დროს, Global Finance-ის დაჯილდოება და ზოგადად, საერთაშორისო ბაზარი აქცენტს თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე აკეთებს, რადგან ტექნოლოგიების ეპოქაში, მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას სწორედ ციფრული შესაძლებლობები და ავტომატიზებული სერვისები ქმნის. თიბისი ამ ჯილდოს წლებია ზედიზედ იღებს, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ტექნოლოგიური კომპანია ვართ, რომელიც ბიზნესებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და გამარტივებულ პროცესებს სთავაზობს. 2024 წელს განვაგრძნობთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების საერთაშორისო ვაჭრობაში მხარდაჭერას, რაშიც  ჩვენი გუნდის წევრების ექსპერტული გამოცდილება, თიბისის ციფრული შესაძლებლობები და მსოფლიოს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა გვეხმარება“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, პროცესების გაციფრულებისა და ამ პროცესებში ტექნოლოგიების ინტეგრირების აუცილებლობას ზრდის. სწრაფად ცვალებად და გარდამავალ ეპოქაში, ბანკების კორპორაციული კლიენტები სანდო პარტნიორს და საყრდენს, სიმარტივეს და სიზუსტეს ეძებენ. თავის მხრივ ბანკები, რომლებიც ვაჭრობის დაფინანსებას უჭერენ მხარს, მიწოდების ჯაჭვში მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფით ცდილობენ, რომ გაუმკლავდნენ ეკოსისტემების დაზიანებას და ეფექტურად უპასუხონ გარემოს დაცვით, სოციალურ და კორპორაციული მართვის (ESG) მზარდ ტენდენციას“, - ჯოზეფ _ჯიარაპუტო,_ Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის გამოცემისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. წელს, რიგით 24-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლები მსოფლიოს 100 ქვეყანაში დაასახელა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა