Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
საქართველოს ბანკი Global Finance-ის 2027 წლის SME Bank Awards-ის გამარჯვებულია. ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დასახელდა.
Global Finance-ის ყოველწლიური SME Bank Awards მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურე ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით აჯილდოებს. 2027 წლის დაჯილდოების პროგრამამ 80-ზე მეტ ქვეყანასა და 9 რეგიონში მოქმედი ბანკები გამოავლინა.
Global Finance-ის შეფასებისას ისეთ კრიტერიუმებს ითვალისწინებდა, როგორებიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების ცოდნა, პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება და შესაბამისობა, ინოვაცია, მომხმარებლის გამოცდილება, ასევე განხორციელებული ინიციატივებისა და მიღწეული შედეგების ხარისხი.
“მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დასახელება ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რადგან ეს აღიარება იმ მიდგომას ასახავს, რომლითაც 124 ათასზე მეტ აქტიურ მცირე და საშუალო ბიზნეს ვემსახურებით. ჩვენი მიზანია, მეწარმეებს არა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტებზე, არამედ ბიზნესის მართვისა და ზრდისთვის საჭირო სრულ ციფრულ ეკოსისტემაზე ჰქონდეთ წვდომა.
დღეს, საქარველოს ბანკში მეწარმეს შეუძლია დაფინანსების მისაღებად განაცხადი სრულად ციფრულად შეავსოს და ფინანსური რესურსი რამდენიმე წუთში მიიღოს. ციფრული სატენდერო გარანტიის მიღებაც უკვე 1 საათშია შესაძლებელი. ამასთან, ბაზარზე უნიკალური პლატფორმა, ბიზნეს მენეჯერი მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მართონ გადახდები, მიწვდნენ ახალ მომხმარებლებს და დაიწყონ საბანკო სერვისების ინტეგრაცია, ხოლო Business 360-ისა და სხვა ინიციატივების საშუალებით მათ ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ცოდნასა და შესაძლებლობებზე ვაძლევთ წვდომას. მადლობა ჩვენს გუნდს ამ შედეგებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ისეთი სერვისების შექმნას, რომლებიც მეწარმეებს დროს უზოგავს და ბიზნესის ზრდაში ეხმარება“, — აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის ბიზნესპროდუქტებისა და ინიციატივების შესახებ ეწვიეთ ბმულს. https://bankofgeorgia.ge/ka/business
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.