მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

news image
mbc image

Global Tech Weekend 2027 წელს ახალი, მასშტაბური გეგმებითა და უნიკალური ფორმატით იწყებს. 2026 წლის 5 დეკემბერს, მთაწმინდის პარკში, Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მომავალი წლის კონცეფცია, ხედვა, საერთაშორისო გაფართოების გეგმები და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობები ოფიციალურად დაანონსდება.

მთავარი სიახლე მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე გამართული აქტივობა იქნება: სტარტაპები საკუთარ ბიზნესიდეებს საერთაშორისო ინვესტორებს ბორბლის კაბინებში წარუდგენენ.

“Pitch in a Ferris Wheel”: 6 წუთი, ერთი ბრუნი, მრავალი შესაძლებლობა

ორგანიზატორები ეძებდნენ ფორმატს, რომელიც სტარტაპის პრეზენტაციას სტანდარტული ბიზნესშეხვედრის ჩარჩოებიდან გამოიყვანდა და, ამავდროულად, რეალურ ბიზნესშესაძლებლობად აქცევდა. პანორამული ბორბლის იდეა სწორედ ამ ძიების შედეგად გაჩნდა. ისტორიაში პირველად, მთაწმინდის პანორამული ბორბალი მთლიანად სტარტაპებსა და საერთაშორისო ინვესტორებს დაეთმობა, რომლებიც ღონისძიებისთვის სპეციალურად Global Tech Weekend-ის გლობალური ქსელიდან ჩამოვლენ.

თითოეულ დამფუძნებელს საკუთარი სტარტაპის წარსადგენად ბორბლის ერთი სრული ბრუნი, 6 წუთი ექნება. კაბინაში მხოლოდ დამფუძნებელი და ინვესტორები იქნებიან, სცენისა და აუდიტორიის გარეშე. 

მთელი პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ამიტომ თითოეული გამოსვლა ხილული იქნება არა მხოლოდ კაბინაში მყოფი ინვესტორებისთვის, არამედ ფართო აუდიტორიისთვისაც. გამარჯვებული სტარტაპი იმავე საღამოს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება. ორგანიზატორების თქმით, ეს მხოლოდ დასამახსოვრებელი სანახაობა არ არის: ფორმატის მიზანი სტარტაპებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაკავშირებაა, რომელიც გრძელვადიან შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

პანორამულ ბორბალზე გამართულ სესიაში მონაწილეობისთვის სტარტაპებისა და ინვესტორების განაცხადების მიღება მალე დაიწყება. დეტალური ინფორმაცია Global Tech Weekend-ის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდება.

Global Tech Weekend 2027: ახალი ეტაპი

პანორამული ბორბლის სესიის შემდეგ Mtatsminda Hall-ში გაიმართება Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური პრეზენტაცია. ორგანიზატორები წარადგენენ მომავალი წლის სრულ კალენდარს, კონცეფციასა და განვითარების ხედვას, მოძრაობის საერთაშორისო გაფართოების გეგმებსა და ახალ სტრატეგიულ პარტნიორობებს.

ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს 10-ზე მეტი სექტორის წარმომადგენლებს: ტექნოლოგიურ კომპანიებს, ინვესტორებსა და ვენჩურულ ფონდებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კორპორატიულ ლიდერებს, სტარტაპების დამფუძნებლებს, კრეატიულ ინდუსტრიებსა და მედიას.

„Global Tech Weekend-ის მისია ყოველთვის იყო ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემის მსოფლიოსთან დაკავშირება. 5 დეკემბერს ამ მისიას სრულიად ახალ განზომილებას შევძენთ. 2026 წელს სან-ფრანცისკოდან ტაშკენტამდე და თბილისამდე სხვადასხვა ტექნოლოგიური ეკოსისტემა დავაკავშირეთ. 2027 წელს გვინდა, საერთაშორისო მასშტაბი კიდევ უფრო გავზარდოთ, გავაფართოოთ პარტნიორთა ქსელი და გავაძლიეროთ კავშირები ქალაქებსა და ეკოსისტემებს შორის. ახალ სტრატეგიულ პარტნიორობებს ამ ხედვაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან ჩვენ მხოლოდ ღონისძიებების მასშტაბს არ ვზრდით. ჩვენ ვაშენებთ საერთაშორისო ქსელს, რომლის ღირებულებაც პარტნიორებს შორის უწყვეტ კავშირში, ცოდნის გაცვლასა და ახალ ბაზრებზე წვდომაშია", აცხადებს Global Tech Weekend-ის CEO მედეა ჯანჯღავა.

Global Tech Weekend 2026: სამი ქალაქი, ერთი გლობალური მოძრაობა

2026 წელი Global Tech Weekend-ისთვის საერთაშორისო გაფართოების წელი იყო. მოძრაობამ წელი მარტში San Francisco Business Week-ით დაიწყო, 15-17 მაისს Global Tech Weekend Tashkent გამართა, ხოლო 19-21 ივნისს თბილისში სამდღიან გლობალურ ტექნოლოგიურ ფესტივალს უმასპინძლა.

Global Tech Weekend  Tbilisi 2026 ციფრებში:

  • 10,000+ დამსწრე

  • 250+ სპიკერი

  • 300+ ინვესტორი

  • 150+ პარტნიორი

  • 12+ სექტორი

Global Tech Weekend 2027-ის გახსნა: დასწრება და რეგისტრაცია

Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება 2026 წლის 5 დეკემბერს,  Mtatsminda Hall-ში, დახურულ ფორმატში გაიმართება. მონაწილეობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით, Global Tech Weekend-ის ოფიციალურ Luma კალენდარში.

რეგისტრაცია: Luma-ს ბმული

დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეებისთვის ეწვიეთ Global Tech Weekend-ის ოფიციალურ ვებგვერდს: https://gtwt.ge/

სოციალური ქსელები: Instagram, Facebook, LinkedIn 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა