მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება | მთაწმინდის პანორამული ბორბლის აქტივობა გლობალურ მედია ეპიცენტრში

news image
mbc image

Global Tech Weekend-ის ინიციატივა გლობალური მედიის ყურადღების ცენტრშია. GTW 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნის მედიაში გამოეხმაურნენ. „Pitch in a Ferris Wheel“-ში მონაწილეობისთვის კი სტარტაპებისგან 100-ზე მეტი განაცხადი შევიდა.

Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება 5 დეკემბერს, Mtatsminda Hall-ში გაიმართება. ღონისძიების მთავარი აქტივობა „Pitch in a Ferris Wheel“ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ღონისძიების ფორმატი უკვე გააშუქეს აშშ-ის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, აფრიკის და ავსტრალიის გამოცემებმა. Global Tech Weekend-ის მედია მონიტორინგის მიხედვით, თბილისის ღონისძიების შესახებ მასალები 15-ზე მეტი ქვეყნის მედიაში გამოქვეყნდა.

საქართველო გლობალური ტექნოლოგიური დღის წესრიგის ეპიცენტრში

მთაწმინდის პანორამული ბორბალი, რომელიც ისტორიაში პირველად მთლიანად სტარტაპებსა და ინვესტორებს დაეთმობა, გლობალური მედიის ინტერესის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. საერთაშორისო გამოცემებმა ფორმატი ინოვაციურ მიდგომად შეაფასეს, რომელიც დამფუძნებელსა და ინვესტორს შორის პირდაპირ დიალოგს ეფუძნება და ტრადიციული ბიზნეს შეხვედრების ჩარჩოს სცდება.

საერთაშორისო გაშუქების ეს მოკლე ჩამონათვალი აერთიანებს გამოცემებს, რომლებმაც Global Tech Weekend-ის „Pitch in a Ferris Wheel“ საკუთარ აუდიტორიას გააცნეს და სტარტაპებსა და ინვესტორებს მონაწილეობისკენ მოუწოდეს. მათ შორისაა საფრანგეთის Planet Fintech, გერმანიის Startbase და რუმინეთის Business Catalog. ფორმატს გამოეხმაურა My Startup World-იც. აშშ-ში ღონისძიების ანონსი EIN Presswire-ის მეშვეობით Lohud / The Journal News-ისა და IndyStar-ის ვებგვერდებზე გავრცელდა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში, ესპანეთსა და სამხრეთ აფრიკაში გამოქვეყნებული მასალები ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ ქმნის Global Tech Weekend თბილისში სტარტაპებისა და საერთაშორისო ინვესტორების პირდაპირი შეხვედრის შესაძლებლობას.

100-ზე მეტი განაცხადი და ათი ფინალისტი

საერთაშორისო ინტერესი აისახა განაცხადების რაოდენობაშიც. სტარტაპების აპლიკაციების მიღება დასრულდა, ჯამში კი 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა.„Pitch in a Ferris Wheel“-ის მონაწილეთა შერჩევა მეორე ეტაპზე გადავიდა. პირველი ეტაპი 30-მა სტარტაპმა წარმატებით გაიარა. მათგან 10 ფინალისტი შეირჩევა, რომლებიც 5 დეკემბერს საკუთარ ბიზნესს საერთაშორისო ინვესტორებს წარუდგენენ.

მედეა ჯანჯღავა: „მსოფლიოს ყურადღება ეკოსისტემაზე გვაძლევს ახალ პასუხისმგებლობასაც და ახალ შესაძლებლობასაც“

“Global Tech Weekend-ის ინიციატივას 15-ზე მეტი ქვეყნის მედია აშუქებს, ხოლო სტარტაპებისგან 100-ზე მეტი განაცხადი მივიღეთ. ეს გამოხმაურება აჩვენებს, რომ ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემა საერთაშორისო ყურადღებას სულ უფრო მეტად იპყრობს. სტარტაპებისთვის ეს საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი საუბრისა და ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობაა, ინვესტორებისთვის კი ახალი გუნდებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენის გზა. ჩვენი მიზანია, თბილისში გამართული ეს ღონისძიება საინვესტიციო მოლაპარაკებებსა და გრძელვადიან პარტნიორობაში გადაიზარდოს“ - აცხადებს Global Tech Weekend-ის CEO მედეა ჯანჯღავა.

6 წუთი, ერთი ბრუნი, ერთი შანსი

ისტორიაში პირველად, მთაწმინდის პანორამული ბორბალი მთლიანად სტარტაპებსა და ინვესტორებს დაეთმობა. თითოეულ დამფუძნებელს სტარტაპის წარსადგენად ბორბლის ერთი სრული ბრუნი, 6 წუთი ექნება. კაბინაში მხოლოდ დამფუძნებელი და ინვესტორები იქნებიან, სცენისა და აუდიტორიის გარეშე. გამარჯვებული სტარტაპი იმავე საღამოს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება. ფორმატის მიზანი სტარტაპებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაკავშირება და გრძელვადიანი შედეგების შექმნაა.

ფორმატი განკუთვნილია ვენჩურული ფონდების, ანგელოზი ინვესტორებისა და კორპორატიული ინვესტორებისთვის, რომლებიც ახალ ბაზრებსა და შესაძლებლობებს ეძებენ.

Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა

ღონისძიების პროგრამა მოიცავს Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალურ პრეზენტაციას, მომავალი წლის გეგმებისა და თარიღების, ასევე სტრატეგიული პარტნიორობების დაანონსებას, ექსკლუზიურ ნეთვორქინგს, საერთაშორისო სტუმრებთან შეხვედრებსა და მუსიკალურ პროგრამას. ორგანიზატორები წარადგენენ 2027 წლის ძირითად ინიციატივებს, კონცეფციას და საერთაშორისო გაფართოების გეგმებს.

ღონისძიება დახურულ ფორმატში ჩატარდება. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით Global Tech Weekend-ის ოფიციალურ Luma-ს გვერდზე.

Global Tech Weekend-ის შესახებ

Global Tech Weekend გლობალური ტექნოლოგიური მოძრაობაა. 2026 წელს მოძრაობა სან-ფრანცისკოში, ტაშკენტსა და თბილისში გაფართოვდა. Global Tech Weekend Tbilisi 2026-მა 10,000-ზე მეტი დამსწრე, 250-ზე მეტი სპიკერი, 300-ზე მეტი ინვესტორი, 150-ზე მეტი პარტნიორი და 12-ზე მეტი სექტორი გააერთიანა.

ვებგვერდი: https://gtwt.ge/

სოციალური ქსელები: Instagram, Facebook, LinkedIn

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გალტ & თაგარტი: საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლებით უკვე საინვესტიციო რეიტინგის დონეზეა

27.11.2026.18:51

გალტ & თაგარტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდით, ინფლაციით, საჯარო ფინანსებითა და მმართველობის ხარისხით უკვე უსწრებს საინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნებს, თუმცა მისი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ამას ჯერ არ ასახავს. საქართველოს ეკონომიკა მათზე თითქმის ოთხჯერ სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია.

საგარეო სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში რეიტინგის ზრდას აფერხებდა, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: 2026 წელს საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების მიმართ მდგრადობა აჩვენა.

S&P-მა და Fitch-მა 2026 წელს საქართველოს რეიტინგი BB დონეზე შეინარჩუნეს, პერსპექტივა კი პოზიტიურით შეცვალეს. ვინაიდან, რეიტინგის გაუმჯობესების პირობები უკვე დიდწილად შესრულებულია, გალტ & თაგარტი მოელის, რომ ორივე სააგენტო საქართველოს რეიტინგს 2027 წელს გააუმჯობესებს.

რეიტინგის გაუმჯობესება შეამცირებს დაფინანსების ხარჯებს მთავრობისთვის, ბანკებისა და კომპანიებისთვის და ქართულ ობლიგაციებში მეტ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს. სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო სწრაფად მიაღწიოს.

სრული ანგარიშის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: 

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა