„ამბასადორ აილენდ ბათუმი" 50%-ით დასრულებულია - კუნძულზე 500-ზე მეტი დამოუკიდებელი ბიზნესი დაიწყებს ოპერირებას l გოჩა კამკია
პროექტის მშენებლობის ნახევარი დასრულებულია, 26 და 21 ჰექტარი უკვე ექსპლუატაციაშია. „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის თქმით, კუნძული ბიზნეს-პროცესებისთვის სრულად მზადაა.
Colliers-ის საერთაშორისო კვლევის მონაცემებით, პროექტის განხორციელების შედეგად 20 000 ადამიანი დასაქმდება, ყოველწლიურად ბიუჯეტში 64 მილიონი დოლარი შევა, ხოლო კუნძულზე 500-ზე მეტი დამოუკიდებელი ბიზნესი ოპერირებას დაიწყებს.
„მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ამბასადორის კუნძულზე ინვესტორ კომპანიებს ექნებათ პირდაპირი შემხებლობა „ამბასადორის" ჯგუფთან - ისინი დამოუკიდებელ გზას იპოვიან და საკუთარ ბიზნესს ისტორიას შექმნიან," - განმარტავს კამკია.
კუნძულზე ამჟამად ოთხი დამოუკიდებელი პროექტი მიმდინარეობს: IG Development-ის 120 000 კვ.მ სავაჭრო ცენტრი, Tonino Lamborghini-ს კომპლექსი - რომელიც მსოფლიო ბაზარზე კოლექციურ უძრავ ქონებად პოზიციონირდება - კომპანიის საკუთარი მულტიფუნქციური კომპლექსი და კიდევ ერთი ქართული კომპანია, რომლის სახელი მალე გამოცხადდება.
„ამბასადორ აილენდ ბათუმი" აღარ არის მხოლოდ ინსპირაცია - ეს კონკრეტული შედეგებით წარმოდგენილი პროექტია," - დასძენს კამკია.
სხვა სიახლეები
ArchiveHub - ქართული ციფრული პლატფორმა Ideahub-ისგან დოკუმენტების უსაფრთხო და ეფექტიანი მართვისთვის
07.08.2026.12:00
ბიზნესის განვითარებასთან ერთად იზრდება ინფორმაცია, დოკუმენტების რაოდენობა და მათი სწორად მართვის მნიშვნელობა. თუმცა, საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მნიშვნელოვან ნაწილში დოკუმენტების არქივი ჯერ კიდევ ქაღალდზე, სხვადასხვა საქაღალდესა თუ საცავში ინახება. შედეგად, წლების შემდეგ კონკრეტული ხელშეკრულების, ინვოისის, აქტის თუ სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტის მოძიება ხშირად საათებს, ზოგჯერ კი დღეებსაც მოითხოვს.
სწორედ ასეთი რეალური გამოცდილება გახდა Ideahub-ის ახალი ციფრული გადაწყვეტის – ArchiveHub-ის შექმნის საფუძველი.

როგორც Ideahub-ში აღნიშნავენ, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში რამდენიმე კომპანიის ბიზნესპროცესებისა და ფინანსური ინფორმაციის ისტორიული ანალიზი გახდა საჭირო. ინფორმაციის დასადასტურებლად კომპანიებს წლების განმავლობაში დაგროვებული ქაღალდის არქივის გადახედვა მოუწიათ. ამ პროცესმა ნათლად წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც ბევრ ორგანიზაციას აერთიანებს – მნიშვნელოვანი ინფორმაცია არსებობს, თუმცა მისი სწრაფად მოძიება და ეფექტურად გამოყენება რთულია.
სწორედ ამ გამოცდილებამ გააჩინა კითხვა – რატომ უნდა იყოს კომპანიის ისტორია დამოკიდებული ქაღალდის არქივზე ან კონკრეტული თანამშრომლის მეხსიერებაზე?
ამ კითხვაზე პასუხად შეიქმნა ArchiveHub – პლატფორმა, რომელიც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დოკუმენტები ერთიან, სტრუქტურირებულ და უსაფრთხო ციფრულ სივრცეში მართონ.
ArchiveHub-ის მთავარი მიზანი მხოლოდ დოკუმენტების ელექტრონულად შენახვა არ არის. მისი დანიშნულებაა კომპანიის ცოდნის, ისტორიისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვაა, რათა წლების შემდეგაც ნებისმიერი საჭირო დოკუმენტი რამდენიმე წამში იყოს ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, შეიცვალა თუ არა თანამშრომლები ან ორგანიზაციული სტრუქტურა.
პლატფორმა სრულად ითვალისწინებს თანამედროვე ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკას. სისტემა უზრუნველყოფს როლებისა და განყოფილებების მიხედვით წვდომების მართვას, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ თანამშრომელს მხოლოდ იმ დოკუმენტებზე აქვს წვდომა, რომელიც მისი საქმიანობისთვის არის განსაზღვრული. ეს მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ინფორმაციის უსაფრთხოებას, ისე შიდა პროცესების გამჭვირვალობას.
Ideahub-ის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული განვითარებაა. სწორედ ამიტომ ArchiveHub შეიქმნა ისეთი კომპანიებისთვის, სადაც დოკუმენტების მოძრაობა ყოველდღიური პროცესია, თუმცა მათი მართვა ხშირად ჯერ კიდევ არასტრუქტურირებული და ქაოტურია. ასეთ პირობებში თანამშრომლები მნიშვნელოვან დროს ხარჯავენ ინფორმაციის მოძიებაზე, იზრდება შეცდომების რისკი და რთულდება ეფექტური მენეჯმენტი.
ArchiveHub ამ პრობლემას მარტივი პრინციპით აგვარებს - ყველა დოკუმენტი ერთ სივრცეშია და მარტივად ხელმისაწვდომია.
პლატფორმა საშუალებას აძლევს კომპანიებს შექმნან არა მხოლოდ ციფრული არქივი, არამედ ორგანიზაციული მეხსიერება, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს კომპანიის საქმიანობის სრულ ისტორიას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხო შენახვას.
ციფრული ტრანსფორმაცია დღეს აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე - ის ეფექტური მართვის აუცილებელი ნაწილია. სწორედ ამ ხედვით აგრძელებს Ideahub ისეთი გადაწყვეტილებების შექმნას, რომლებიც ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს პროცესების გამარტივებაში, დროის დაზოგვასა და ინფორმაციის უსაფრთხოდ მართვაში ეხმარება.