მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Glovo-ს პორტფელში საქართველო TOP-10 ქვეყანაშია

news image
mbc image

Glovo საქართველოში 2023 წელს შემოსავლების ზრდის ორნიშნა მაჩვენებელზე გასვლას გეგმავს. როგორც Glovo-ს თანადამფუძნებელი საშა მიშო აცხადებს, კომპანია, როგორც საქართველოში ისე გლობალურ ბაზარზე მომხმარებელთა რაოდენობითა და შემოსავლების თვალსაზრისით ბაზრის ლიდერია. 

საქართველოში Glovo უკვე 5 წელია ოპერირებს და მიუხედავად ბაზრის ზომისა, საქართველო მათთვის TOP-10-ში შემავალი მიმართულებაა.

როგორც Glovo-ს თანადამფუძნებელი აცხადებს, ამ ეტაპზე ლოკალურ დონეზე კომპანია 50 თანამშრომელს ასაქმებს, რომელთა ზრდაც 200-მდეა დაგეგმილი. კურიერების ოდენობა 5000-ს უტოლდება, ხოლო პარტნიორი მაღაზიების, რესტორნებისა და სხვა დაწესებულებების რიცხვი კი 2500-მდე ადის.

საქართველოში Glovo-ს გეგმები მომხმარებლების ზრდას უკავშირდება, რაც Glovo-ს აპლიკაციაში ახალი მომსახურებებისა და სერვისების  დამატებას და გაფართოებას ისახავს მიზნად. მათ შორის, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მასტერქარდთან, თიბისისთან და ციფრული სერვისების შეძენა აპლიკაციაში უკვე შესაძლებელია.

Glovo-ს თანადამფუძნებლის საშა მიშოს განცხადებით, იგეგმება ასევე მიტანის სერვისის კიდევ უფრო დახვეწა და ამ გზით პარტნიორების და კურიერების მოზიდვა. მათ შორის, კურიერების ნაწილში, აქცენტი  გამჭვირვალობაზე, სამუშაო პირობებსა და თითო შეკვეთიდან გამომუშავებაზე კეთდება.

Glovo- საქართველოს რეგიონებშიც ოპერირებს, თუმცა აქცენტი მაინც თბილისზეა, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონებში მოსახლეობის რაოდენობა მცირეა და შეკვეთებიც შედარებით ნაკლები.

რაც შეეხება რეგიონის მიმოხილვას, სომხეთი Glovo-სთვის საქართველოზე პატარა, მაგრამ მზარდი ბაზარია. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი საინტერესო ბაზარია, კომპანია ჯერ ამ მიმართულებით გაფართოებას არ გეგმავს და აქცენტს არსებულ ბაზრებზე მაჩვენებლების ზრდაზე აკეთებს. 

ერთ-ერთი მთავარი ბაზარი Glovo-სთვის იყო უკრაინა, რომელიც მათ პორტფელში top-5 ქვეყანაში შედის. კომპანია უკრაინაში თანამშრომლებს (280 ადამიანი) 3 თვის განმავლობაში მაინც უხდიდა კუთვნილ ანაზღაურებას, შემდგომ კი უსაფრთხო რეგიონებში განაგრძო ოპერირება, რომლის ხარჯზეც ომამდელი მაჩვენებლები 100%-ით აღდგა და გადააჭარბა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ  Glovo საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან უკვე 5 წელია რაც ოპერირებს. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა