მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

,,გნომო" საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

საბავშვო, სადღესასწაულო და საკანრნავალო ფორმების მწარმოებელი კომპანია Gnomo • გნომო, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, გამორჩეულია მაღალი ხარისხის პროდუქციით. ბრენდი, სხვადასხვა სიახლის შეთავაზებას გეგმავს საკუთარი მომხმარებლისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელი სალომე სუხიშვილი ესაუბრა.  

„კომპანიის შექმნის იდეა გაგვიჩნდა 2020 წელს, კოლექცია კი ჩავუშვით 2021 წელს. მომხმარებლებს ვთავაზობთ,  მაღალი ხარისხის საბავშვო, საკარნავალო, სადღესასწაულო ფორმებს.  კომპანიას სხვადასხვა უპირატესობა გააჩნია. კერძოდ, ფორმები მაღალი ხარისხის და არა ერთჯერადი გამოყენებისაა, ასევე დამახასიათებელია განსხვავებული დიზაინი. წელიწადში ოთხი კოლექცია იქმნება და ჯერ-ჯერობით არაფერი გაგვიმეორებია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი სალომე სუხიშვილი.

პროდუქციაზე მოთხოვნა და დაინტერესება მზარდია.

„დაინტერესება არის. ერთხელ თუ შეიძენენ ჩვენთან პროდუქციას შემდეგ აუცილებლად ბრუნდებიან. იმიტომ რომ ხარისხით ძალიან კმაყოფილები არიან. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნაა ჰელოუინის, ასევე ახალი წლის პერიოდში. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია საჩუქრად იძენს ბევრი და მიაქვს დაბადების დღეებზე. ადგილობრივად, ერთ-ერთ მაღაზიაში გვაქვს შეტანილი მხოლოდ. ჩვენი კოლექცია MON CHOU-ში იყიდება. უცხოეთში გამოფენებზე ხშირად დავდივართ, სადაც ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს ჩვენი პროდუქცია. ძირითადად, არის  ჩინური კოსტიუმები - მათი ხარისხი ბევრად დაბალია, ვიდრე ჩვენი. ამიტომ ჩვენი ფასიც შედარებით მაღალია. ჩვენ არ ვაწარმოებთ 300-400 ცალს. არის კაფსულა კოლექციები, სადაც შეიძლება ათი ფორმა იყოს და მეტი აღარ დამზადდეს “, - აცხადებს სალომე სუხიშვილი.

კომპანია საექსპორტო ბაზარების გაფართოებას გეგმავს. 

„უცხოეთში, კორეაში გავიტანეთ და ინგლისში. ეხლახანს, გავუშვით ესპანეთში ბარსელონაში. მოხდება პროდუქციის მაღაზიაში განთავსება საცდელად და მოთხოვნის შესაბამისად გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ამასთან, გერმანიიდან ჩამოვედით.  მოლაპარაკება გვაქვს სხვა ქვეყნებთანაც და ველოდებით მათგან გამოხმაურებას“, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი სალომე სუხიშვილი.

სამომავლოდ, იგეგმება საკუთარი შოურუმის გახსნა, რომელსაც თავისი სამკერვალოც უნდა ჰქონდეს.

„სამომავლოდ, ყველაზე მეტად გვინდა რომ ჩვენი შოურუმი გავაკეთოთ, რომელსაც თავისი სამკერვალო ექნება. ადგილზე, როცა მოდიან მომხმარებლები ნახულობენ ხარისხსაც, ბავშვებიც რომ შემოდიან და ბრჭყვიალებს ხედავენ ბევრად უფრო აღსაქმელია, ვიდრე ფოტოში. ასევე ძალიან გვინდა, რომ დავამატოთ გაქირავების სერვისი, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. უბრალოდ, ჯერ ამის რესურსი არ გვაქვს. ვფიქრობთ, გასაქირავებელი პროდუქცია უფრო სხვა ნაჭრებისგან უნდა იკერებოდეს, ვიდრე გასაყიდი და ამასთანავე, უნდა იყოს უფრო გამძლე და ძალიან მრავალფეროვანი. თუ დავიწყებთ აუცილებლად უნდა გვქონდეს დიდი არჩევანი. სწორედ ამ საკითხებზე გვინდა მუშაობა და ნელ-ნელა დავიწყებთ“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი სალომე სუხიშვილი.

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა