მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

GNS GEORGIA საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი GNS GEORGIA გახდა, რომელიც  2013 წლიდან საზღვაო ხაზის, Cosco Shipping Lines-ის ოფიციალური აგენტია კავკასიის რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, GNS GEORGIA  ფლობს საკონტეინერო ბაზრის 15%-იან წილს საქართველოსა და კავკასიაში. კომპანია წარმოდგენილია როგორც  თბილისში, ასევე,  ფოთსა და ბათუმში. შესაბამისად, კომპანია გამოირჩევა  ადგილობრივი რეალობის უნიკალური ცოდნითა და შესაბამისი ექსპერტიზით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „გამოცდილი მენეჯმენტით, პროფესიონალი და მოტივირებული პერსონალით GNS Georgia ყოველთვის შესანიშნავად ასრულებდა დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მათი, როგორც საზღვაო ხაზის აგენტის, ფუნქციები ყოველთვის დროულად და მაქსიმალურად ეფექტურად სრულდება".

 

ამჟამად, GNS GEORGIA-ს გუნდი აქტიურად მუშაობს ცენტრალური აზიის ტვირთების გადმომისამართებაზე საქართველოს დერეფანში, რაც თავის მხრივ ქვეყნის პორტებსა და რეგიონში ტვირთბრუნვას გაზრდის.

„მივესალმებით ახალ წევრს კომპანია GNS GEORGIA-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულება, რაც განსაკუთრებით აქტუალური ასოციაციაში ტრანსპორტისა და ლოჯიკისტიკის კომიტეტის დაფუძნების შემდგომ გახდა. ასეთი წევრებით, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმით ასოციაცია კიდევ უფრო ძლიერდება, რაც გვაძლევს საშუალებას ერთად დავიცვათ სექტორის საუკეთესო ინტერესები" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა