მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გოჩა კამკიას ინტერვიუ პოლონურ ბიზნზესმედიასთან Strefa Nieruchomości - ამბასადორი აილენდის საინვესტიციო შესაძლებლობებზე

news image
mbc image

პოლონურმა ბიზნეს გამოცემა  Strefa Nieruchomości - Magazyn Inwestora-მ პროექტ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარია ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობის პოტენციალზე, ასევე პროექტის მნიშვნელობაზე როგორც შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის, ისე  პოლონელი ინვესტორებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში აქტიურად ინტერესდებიან უძრავი ქონების სექტორით საქართველოში. 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია ინტერვიუში ვრცლად საუბრობს პროექტის იდეის, მისი განვითარების გზებისა და ხელოვნური კუნძულის, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობის შესახებ, არამარტო საქართველოს, არამედო ზოგადად, შავი ზღვის რეგიონის ჭრილში. 

„ბათუმმა - როგორც  შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა ქალაქმა - მიაღწია გაფართოების ბუნებრივ ზღვარს. სანაპირო ზოლის ტერიტორია ფაქტობრივად აღარ არის ხელმისაწვდომი, თუმცა ინვესტიციებსა და პრემიუმ კლასის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ იზრდება. კუნძულის პროექტი არის, ერთდროულად, როგორც გამოსავალი, რადგან სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში ის ქმნის ახალ სივრცეს განვითარებისთვის, ასევე სიმბოლო, რადგან ის ასახავს საქართველოს ამბიციას, გახდეს თანამედროვე, გლობალურად ინტეგრირებული ეკონომიკა, სადაც ინოვაცია და ტრადიცია ჰარმონიულად თანაარსებობენ”.

პოლონურ გამოცემასთან ინტერვიუში, გოჩა კამკიამ საერთაშორისო კომპანიებთან პარტნიორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით მსგავსი თანამშრომლობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგან ტექნიკურ უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობას გლობალურად აღიარებული ინსტიტუციები უზრუნველყოფენ. კამკიას თქმით ხელოვნური კუნძულის საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესება დიდია, როგორც სპარსეთის ყურის, ისევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის პოლონეთიდან. 

„ჩვენ ვაღრმავებთ კავშირებს აღმოსავლეთ ევროპასთან, მათ შორის პოლონეთთან, სადაც ინვესტორები სულ უფრო მეტად ეძებენ ახალ ბაზრებს, რომლებიც აერთიანებს რეალურ ზრდის პოტენციალსა და ევროპულ ხელმისაწვდომობას. საქართველოს უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და ინოვაციებისადმი ღიაობა, მას უნიკალურად მიმზიდველ გარემოდ აქცევს. პოლონეთს აქვს სწრაფად მზარდი ეკონომიკა და გლობალური ამბიციები. ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტში მონაწილეობით, პოლონელ ინვესტორებს შეუძლიათ ადრეულ ეტაპზევე მოახდინონ პოზიციონირება შავი ზღვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ბაზარზე, ამასთან, გაამყარონ ორმხრივი კავშირები ჩვენს ორ ქვეყანას შორის.”

როგორც კამკიამ ინტერვიუს მიმდინარეობისას აღნიშნა, ინვესტორებითვის სწორედ ახლა არის იდეალური დრო შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე, რომელიც დაცულია, გააჩნია სტრატეგიული მდებარეობა და სრულად მზადაა გლობალურ ასპარეზზე გასვლისთვის. ეს ეხება პოლონელ ინვესტორებსაც, რომელთა მიერ  ბოლო წლებში, საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვები  7-8%-ს შეადგენს.

Strefa Nieruchomości - Magazyn Inwestora-ს მოცულობით სტატიაში, რომელიც მთლიანად საქართველოსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმს” მიეძღვნა, არაერთხელ არის აღნიშნული, რომ საქართველო დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დინამიური, ღია და შესაძლებლობებით სავსე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, „ამბასადორი აილენდ ბათუმი” კი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით ხორციელდება. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა