მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

ინფრასტრუქტურის გაფართოება, ციფრული სერვისები და პარტნიორული ქსელი - როგორია Gold Way-ს ზრდის სტრატეგია

news image
mbc image

Gold Way-სთვის გასული წელი სტაბილური ზრდისა და სტრატეგიული გარდაქმნის ეტაპი აღმოჩნდა - კომპანიამ გააფართოვა ბაზრის წილი, განავითარა პარტნიორული ქსელი, დანერგა ციფრული სერვისები და ინფრასტრუქტურული რესურსები, რაც ლოგისტიკური პროცესების უწყვეტობას გლობალური რყევების პირობებშიც უზრუნველყოფდა. თუმცა მიღწეული შედეგები მხოლოდ საფუძველია უფრო მასშტაბური განვითარებისათვის - 2026 წელს Gold Way გეგმავს ლოგისტიკური არეალის გაფართოებას, ახალი A კლასის სასაწყობე ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავს. დეტალებზე Business Insider Georgia შპს "გოლდ ვეი გრუპ"-ის დირექტორს გიორგი ლოლუას ესაუბრა. 

- Gold Way წლების განმავლობაში სტაბილურ ზრდას აჩვენებდა, როგორ შეაფასებდით 2025 წელს - მოახერხა თუ არა კომპანიამ ზრდის ტემპის შენარჩუნება და რა იყო გასული წლის მთავარი ფინანსური თუ ოპერაციული მიღწევა?

- 2025 წელი Gold Way-სთვის იყო არა მხოლოდ ზრდის, არამედ სტრატეგიული პოზიციონირების წელი. ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ სტაბილური ტემპი, არამედ მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ბაზრის წილი. დავნერგეთ და წარმატებით განვახორციელეთ მომხმარებელზე მორგებული ახალი, სხვადასხვა ტიპის ლოიალობის პროგრამები, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით. მოვახერხეთ სერვისების იმგვარი პოზიციონირება, რომ პროცესი მომხმარებლისთვის ერთობ დასამახსოვრებელი, საინტერესო, შემეცნებითი და რაც საგულისხმოა — გამორჩეული გამხდარიყო.

განსაკუთრებით საამაყოა, რომ გასულ წელს შევქმენით კომპანიის ავატარი, რომელიც სრულად აირეკლავს Gold Way-ს ღირებულებებს და ციფრულ სამყაროში ჩვენი ბრენდის სახე გახდა. კომპანიის მასშტაბების ზრდამ მოითხოვა რესურსების გაფართოებაც: შევიძინეთ ახალი ოფისი და ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ ახალი, მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რამაც ახალი ენერგია შემოიტანა სამუშაო პროცესში.

გასულ წელს ჩვენს პორტფოლიოს არაერთი მსხვილი პარტნიორი კომპანია შეემატა, რაც ჩვენი სანდოობის დასტურია. მთავარი ოპერაციული მიღწევა სწორედ პარტნიორული ქსელის გაფართოება და მომსახურების ხარისხის იმგვარი სტანდარტიზაციაა, რამაც ტვირთბრუნვის ზრდა სრულიად შეუფერხებლად გახადა შესაძლებელი. ფინანსური თვალსაზრისით, კომპანიამ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებლებს, რაც პირდაპირ აისახა ჩვენს საინვესტიციო შესაძლებლობებში.

ჩვენი ზრდა გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ საზოგადოებისთვის. Gold Way-სთვის პრიორიტეტულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ ტრადიციულად, ყოველწლიურად ვახორციელებთ საქველმოქმედო პროექტებს — ვეხმარებით მათ, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. გვჯერა, რომ მეტი ახალი პარტნიორი ნიშნავს მეტ შესაძლებლობას, რათა უფრო მასშტაბური გახდეს ჩვენი წვლილი ქვეყნის კეთილდღეობაში.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომის გარეშე — თითოეული თანამშრომელი Gold Way-ს დიდი ოჯახის განუყოფელი ნაწილია. ასევე, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ კომპანიებს ნდობისთვის; ჩვენი ზრდა მათი წარმატების თანმდევია და ეს სიმბიოზი არის სწორედ ის ძალა, რაც გვანვითარებს.

- კომპანია ფლობთ საკუთარ ავტოპარკს და საბაჟო კონტროლის ზონას. 2025 წლის განმავლობაში, რამდენად დაგეხმარათ ეს ინფრასტრუქტურა გლობალური ლოგისტიკური კრიზისების (მაგ. ფასების მერყეობა, შეფერხებები საზღვრებზე) დაძლევაში?

- საკუთარი ინფრასტრუქტურა ჩვენი კონკურენტული უპირატესობის ქვაკუთხედია. 2025 წლის გლობალური რყევების ფონზე, შევძელით ვყოფილიყავით დამოუკიდებლები და ჩვენი დამკვეთებისთვის შეგვენარჩუნებინა სტაბილური ტარიფები. საკუთარი საბაჟო კონტროლის ზონა აღმოჩნდა გადამწყვეტი მიწოდების ჯაჭვის თვალსაზრისით - ჩვენ შევძელით ტვირთების ოპერატიული დამუშავება და კომპანიებისთვის დროული მიწოდება მაშინაც კი, როცა ბაზარზე საერთო შეფერხებები შეინიშნებოდა.

- გასულ წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩინეთიდან საზღვაო გადაზიდვებსა და ევროპულ სასაწყობე ქსელზე. რომელი მიმართულება აღმოჩნდა ყველაზე მოთხოვნადი ქართველი იმპორტიორებისთვის და ასევე ექსპორტიორებისთვის?

- 2026 წელს იმპორტიორებისთვის ჩინეთიდან საზღვაო გადაზიდვები კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად დარჩა. ჩვენი ოპტიმიზებული საზღვაო ხაზების წყალობით, 2025-ში მოვახერხეთ დიდი მოცულობის ტვირთების ეფექტური მართვა კონკურენტულ ფასად. რაც შეეხება ექსპორტს, აქ ლიდერობს ევროპული მიმართულება. ჩვენმა ევროპულმა სასაწყობე ქსელმა ქართველ ექსპორტიორებს გაუხსნა გზა ევროკავშირის ბაზრისკენ, რაც მათ პროდუქციის უსაფრთხო შენახვისა და დისტრიბუციის საშუალებას აძლევს.

- Gold Way აქტიურად ნერგავდა ონლაინ პლატფორმასა და ტვირთის მონიტორინგის სისტემებს. რამდენად გაიზარდა მომხმარებელთა კმაყოფილება ამ ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ და რა ისწავლეთ მათი ქცევიდან გასულ წელს?

- ციფრულმა ტრანსფორმაციამ მომხმარებლის ნდობა ახალ საფეხურზე აიყვანა. ტვირთის მონიტორინგის სისტემამ მოხსნა გაურკვევლობის ფაქტორი — დამკვეთმა ნებისმიერ დროს იცის, სად არის მისი ტვირთი. მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვებამ დაგვანახა, რომ სისწრაფესთან ერთად მათთვის პრიორიტეტული ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა. ამან გვიბიძგა, პლატფორმა კიდევ უფრო ინტუიციური გაგვეხადა, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის საერთო ჯამში ლოგისტიკურ სისტემას.

- რა არის Gold Way-ს მთავარი მიზანი 2026 წლისთვის? გეგმავთ თუ არა ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაფართოებას ან ახალი წარმომადგენლობითი საწყობების გახსნას იმ ქვეყნებში, სადაც აქამდე არ იყავით წარმოდგენილი?

- 2026 წელი ჩვენთვის მასშტაბირების წელია. მთავარი მიზანია ლოგისტიკური არეალისა და სასაწყობე ინფრასტურქტურის გაფართოებაა. მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს დაგეგმილია 10 000 კვ.მ,  A კლასის საწყობის მშენებლობა.  

- თქვენს შეთავაზებას წარმოადგენდა უფასო საბროკერო მომსახურება პირველ შეკვეთაზე, გეგმავთ თუ არა 2026 წელს სხვა მსგავსი ლოიალობის პროგრამების დანერგვას მუდმივი პარტნიორებისთვის?

- დიახ, 2026 წელს ჩვენს მთავარ სიახლეს "Gold Way Business Club" წარმოადგენს. ეს არის ექსკლუზიური ლოიალობის პროგრამა მუდმივი პარტნიორებისთვის, რომელიც სცდება სტანდარტული ფასდაკლებების ჩარჩოებს. კლუბის წევრები ისარგებლებენ პრიორიტეტული მომსახურებით, უფასო საკონსულტაციო მხარდაჭერითა და სპეციალური ტარიფებით სეზონური პიკების დროსაც კი, რაც მათ ბიზნესის გრძელვადიან და სტაბილურ დაგეგმარებაში დაეხმარება.

რაც შეეხება ახალ მომხმარებლებს, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ მათთვის თანამშრომლობის დაწყების ბარიერი. ამ სტიმულირებისთვის ვაგრძელებთ პოპულარულ აქციას: საჩუქრად უფასო საბაჟო-საბროკერო მომსახურება პირველ გადაზიდვაზე. ეს მათ საშუალებას აძლევს, პირველივე ნაბიჯიდან დაზოგონ ფინანსური რესურსი და თავი აარიდონ ბიუროკრატიულ სირთულეებს.

გარდა ამისა, თითოეულ ახალ პარტნიორს ექნება პერსონალური მენეჯერის სრული მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს ტვირთის მოძრაობისა და დოკუმენტაციის სრულ მართვას. ვფიქრობთ, ჩვენი სპეციალური ტარიფები და ინდივიდუალური მიდგომა მათთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება. GOLD WAY-ს სურვილია, პირველივე გადაზიდვისას დავანახოთ მათ, რომ ჩვენთან ერთად ლოგისტიკა არა მხოლოდ მარტივი და უსაფრთხოა, არამედ გამჭვირვალე პროცესია, რომელიც მათ ზრდაზეა ორიენტირებული.

- ლოგისტიკის სექტორი სულ უფრო მეტად გადადის მწვანე ენერგიასა და AI-ზე დაფუძნებულ დაგეგმარებაზე. რა ნაბიჯებს გადადგამს Gold Way 2026 წელს პროცესების კიდევ უფრო მეტი ავტომატიზაციისთვის?

- ჩვენ უკვე ვმუშაობთ AI ალგორითმების დანერგვაზე. 2026 წელს აქცენტს გავაკეთებთ "ჭკვიან საწყობებზე", სადაც მართვა მაქსიმალურად ავტომატიზებული იქნება. მწვანე ლოგისტიკა ჩვენთვის ნიშნავს ნაკლებ დანაკარგს, გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას და მეტ ეფექტურობას.

- როგორ ხედავთ საქართველოსა და თქვენი კომპანიის როლს შუა დერეფნის (Middle Corridor) განვითარებაში 2026 წლის ჭრილში?

- საქართველო არის "შუა დერეფნის" გული, ხოლო Gold Way მისი ერთ-ერთი მთავარი არტერია. ჩვენი ფილიალები მეზობელ ქვეყნებში გვაძლევს საშუალებას, ტვირთს გავყვეთ მთელ რეგიონში ერთიანი სტანდარტით. 2026 წელს ჩვენი როლი იქნება ტრანზიტული პროცესების გამარტივება და საქართველოს პოზიციონირება, როგორც ყველაზე საიმედო და სწრაფი ლოგისტიკური კვანძის.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - გვანცა ზადიშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია

15.08.2026.20:45

ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. 

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.

ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია

გვანცა ზადიშვილის ისტორია არ გაჩერების ნათელი მაგალითია, რომელიც გვაჩვენებს, რომ თავდაუზოგავი შრომა და მიზნისკენ მუდმივი სწრაფვა აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე. 

დღეს გვანცა მსოფლიო თასის გამარჯვებული და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის მედალოსანია.

გვანცასთვის ფარიკაობა მალევე იქცა იმ საქმედ, რომლის დათმობაც აღარ უნდოდა. ვარჯიშმა და შეჯიბრებებმა თანდათან მისი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა და სპორტულმა შედეგებმაც არ დააყოვნა.

მის კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება 2023 წელს, პიზაში მოვიდა. საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში, ირმა ხეცურიანთან და ნინა თიბილაშვილთან ერთად, გვანცამ მსოფლიო თასის გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ეს გამარჯვება გვანცას კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა, მას შემდეგ მან კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწია - გვანცამ ინდივიდუალურ ასპარეზზეც არაერთხელ შეძლო საერთაშორისო ტურნირებზე მედლის მოპოვება და საკუთარი შედეგების გაუმჯობესება.

2026 წლის ივნისში, მერსინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, გვანცამ ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიან სპორტსმენად ჩამოყალიბდა.

გვანცასთვის ეს შედეგები მხოლოდ სტატისტიკა არ არის. თითოეული მედლის უკან დიდი შრომა, ძალისხმევა და მონდომება დგას. თითოეული გამარჯვება კი იმ გზის გაგრძელებაა, რომელიც გვანცამ სპორტში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად გაიარა.

მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?

ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, საქართველოს ბანკის მიერ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

გვანცას ისტორია კი აჩვენებს, რომ ჩემპიონობა ერთი კონკრეტული მედლით ან ერთი შეჯიბრებით არ განისაზღვრება. ის იქმნება წლების განმავლობაში მიღწეული შედეგებით, მუდმივი განვითარებით და მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ გაჩერებით.

გვანცა უკვე მზად არის შემდეგი გამარჯვებისთვის.

ჩემპიონები უკვე მზად არიან,

ახლა ბრენდების ჯერია.

რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა