Golden Tulip Design Tbilisi ნომინირებულია მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოებაზე - World Travel awards
კიდევ ერთხელ Golden Tulip Design Tbilisi ნომინირებულია მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოებაზე - World Travel awards, ნომინაციაში "Leading Design Hotel".
,,თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მიზნად გვაქვს, შევინარჩუნოთ უმაღლესი აღიარება და ტიტული 2023 წლის გამარჯვების შემდეგ " - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
▪ გადადით ბმულზე www.worldtravelawards.com
▪ დააკლიკეთ VOTE-ს და დარეგისტრირდით.
▪ მეილზე მოსულ ბმულზე დაადასტურეთ ელ. ფოსტა
▪ საიტზე Vote განყოფილებაში აირჩიეთ Europe და შემდეგ Georgia
▪ Georgia's Leading Design Hotel - კატეგორიაში ხმა მიეცით Golden Tulip Design Tbilisi-ს
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.