მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

GOLDWAY-ის საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვები ხუთჯერ გაიზარდა - გიორგი ლოლუა წლის პირველი ნახევრის შედეგებზე

news image
mbc image

საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების, სატრანზიტო მარშრუტების ტრანსფორმაციისა და მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნების ფონზე, GOLDWAY-მ 2026 წლის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის ბრუნვა 26%-ით, ხოლო შეკვეთების რაოდენობა 19.7%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით მაღალი დინამიკა დაფიქსირდა საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებებზე, სადაც გადაზიდვების მოცულობა ხუთჯერ გაიზარდა.

GOLDWAY საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბიზნესებს სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებს, საბაჟო-საბროკერო მომსახურებას, ტვირთისა და პასუხისმგებლობის დაზღვევას, სასაწყობე მომსახურებასა და შიდა დისტრიბუციას.

როგორია კომპანიის მიმდინარე წლის პირველი ნახევრის შედეგები, რა გავლენა მოახდინა ახალი ERP სისტემის დანერგვამ სამუშაო პროცესებზე და განვითარების რა გეგმები აქვს GOLDWAY-ს - დეტალებზე Business Insider Georgia GOLDWAY-ის CEO-ს, გიორგი ლოლუას ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით GOLDWAY-ისთვის 2026 წლის პირველ ექვს თვეს?

მიმდინარე წლის პირველი ნახევარი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ზრდის და, ამავდროულად, სტრუქტურული განვითარების პერიოდი იყო. ბრუნვა 26%-ით გაიზარდა, შეკვეთების რაოდენობის ზრდამ კი 19.7% შეადგინა.

ამ ორი მაჩვენებლის ერთდროული ზრდა მნიშვნელოვანია. ის მიუთითებს, რომ კომპანია არა მხოლოდ მეტ შეკვეთას იღებს, არამედ უფრო მასშტაბურ და კომპლექსურ ლოგისტიკურ ოპერაციებსაც ახორციელებს.

შედეგები გუნდის თანმიმდევრული მუშაობის, პარტნიორული ქსელის განვითარებისა და მომხმარებლების ნდობის დამსახურებაა. მიღწეულ ზრდას არ განვიხილავთ როგორც ერთჯერად წარმატებას - ის ჩვენი გრძელვადიანი განვითარების საფუძველი და, ამავდროულად, დამატებითი პასუხისმგებლობაა.

ყველაზე მაღალი ზრდა რომელ მიმართულებებზე დაფიქსირდა?

განსაკუთრებით მაღალი დინამიკა საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებებზე გვქონდა, სადაც გადაზიდვების მოცულობა ხუთჯერ გაიზარდა. ეს ჩვენი პირველი ნახევრის ერთ-ერთი მთავარი შედეგია და ბაზარზე მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებსაც ასახავს.

დღეს ბიზნესი მხოლოდ ერთი ტიპის ტრანსპორტირებაზე აღარ არის დამოკიდებული. მომხმარებლისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია დროის, ღირებულების, უსაფრთხოებისა და მარშრუტთან დაკავშირებული რისკების ოპტიმალური დაბალანსება. შესაბამისად, იზრდება ალტერნატიული და ერთმანეთის შემავსებელი ლოგისტიკური გადაწყვეტილებების მნიშვნელობაც.

ბაზრის ცვლილება კომპანიის ზრდად მხოლოდ მაშინ გარდაიქმნება, როდესაც მას შესაბამისი ოპერაციული გამოცდილება, საერთაშორისო პარტნიორული ქსელი და პროცესების ეფექტიანად მართვის უნარი აქვს. ჩვენ ამ შესაძლებლობების განვითარებაზე წლების განმავლობაში ვმუშაობთ.

GOLDWAY-ის მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ ტვირთის ერთი წერტილიდან მეორეში გადაზიდვა, არამედ მის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული სრული ლოგისტიკური გადაწყვეტა.

რას უკავშირებთ შეკვეთების რაოდენობის 19.7%-იან ზრდას?

ლოგისტიკა ნდობის ბიზნესია. ტვირთი, რომელსაც მომხმარებელი გვანდობს, ხშირად მისი გაყიდვების, წარმოების ან კონკრეტული ბიზნესგეგმის შესრულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის დროული მიწოდება, პასუხისმგებლობა, შეთანხმებული პირობების დაცვა და შესაძლო ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება.

ჩვენი მომხმარებლები განსხვავებული მასშტაბისა და პროფილის კომპანიები არიან. ზოგისთვის პრიორიტეტულია მიწოდების სისწრაფე, ზოგისთვის - ხარჯების ოპტიმიზაცია, მოქნილი გრაფიკი ან რამდენიმე დაკავშირებული მომსახურების ერთ სივრცეში მიღება. ამიტომ თითოეულ მათგანს მის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტას ვთავაზობთ.

მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ არსებული პარტნიორები და პარალელურად მოვიზიდოთ ახალი კომპანიები. შეკვეთების 19.7%-იანი ზრდა ჩვენთვის ბაზრის მხრიდან მიღებული ნდობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

რა იყო წლის პირველი ნახევრის მთავარი გამოწვევები?

ლოგისტიკა გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე განსაკუთრებით მგრძნობიარე სფეროა. საერთაშორისო მარშრუტების ცვლილება, ტრანსპორტირების ღირებულება, მიწოდების ვადები და სხვადასხვა ბაზარზე მოქმედი რეგულაციები კომპანიებისგან მუდმივ ყურადღებასა და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

შეკვეთების თითქმის 20%-იანი ზრდა შიდა პროცესებისთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. როდესაც ოპერაციების რაოდენობა იზრდება, საჭიროა მათი მართვის სისტემაც შესაბამისი ტემპით განვითარდეს. სწორედ ამიტომ წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პროცესების ოპტიმიზაციას, ავტომატიზაციასა და მონაცემების ცენტრალიზებულ მართვას.

გამოწვევებს მხოლოდ რისკებად არ განვიხილავთ. ხშირ შემთხვევაში ისინი ახალი მიმართულებების ათვისებისა და მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობასაც ქმნის. საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების ხუთმაგი ზრდა სწორედ იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ბაზრის ცვლილებებს სწორი ოპერაციული გადაწყვეტილებებით ვუპასუხოთ.

კომპანიაში ახალი ERP სისტემა დაინერგა. როგორ აისახა ეს სამუშაო პროცესებზე?

ახალი ERP სისტემის დანერგვა ჩვენი ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. სისტემამ მოგვცა შესაძლებლობა, მონაცემები ცენტრალიზებულად ვმართოთ, გავაუმჯობესოთ კოორდინაცია სხვადასხვა ოპერაციულ რგოლს შორის და სრულ სამუშაო პროცესზე უფრო ეფექტიანი კონტროლი გვქონდეს.

დანერგვის შედეგად ოპერაციების შესრულების სისწრაფე 35%-ით, ხოლო სამუშაო პროცესების ეფექტიანობა 28%-ით გაიზარდა. შემცირდა ინფორმაციის დამუშავებისთვის საჭირო დრო და გუნდს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად, ზუსტ და განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს.

რა იქნება GOLDWAY-ის ტექნოლოგიური განვითარების შემდეგი ეტაპი?

უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას კომპანიის შიდა სისტემაში. AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტები დაგვეხმარება დიდი მოცულობის მონაცემების უფრო სწრაფად დამუშავებაში, განმეორებადი ოპერაციების ავტომატიზაციასა და დაგეგმვის პროცესის გაუმჯობესებაში.

ERP სისტემის დანერგვით უკვე შეიქმნა შესაბამისი ტექნოლოგიური საფუძველი. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ამ პროცესის შემდეგი ეტაპი იქნება, რომელიც შიდა ეფექტიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფის შემდგომ ზრდაში დაგვეხმარება.

რა ეტაპზეა ახალი A კლასის სასაწყობე-ლოგისტიკური ცენტრის პროექტი?

ახალი A კლასის სასაწყობე-ლოგისტიკური ცენტრი GOLDWAY-ის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. თანამედროვე ლოგისტიკა მხოლოდ ტრანსპორტირებას აღარ გულისხმობს. ბიზნესს სჭირდება ერთიანი სივრცე, სადაც შესაძლებელია ტვირთის მიღება, განთავსება, დამუშავება, შესაბამისი პროცედურების მართვა და შემდგომი დისტრიბუცია.

პირველი, საპროექტო-სანებართვო ეტაპის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. ამის შემდეგ გადავალთ მეორე ფაზაზე, რომელიც უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს.

ახალი ცენტრი საშუალებას მოგვცემს, გავაფართოოთ ჩვენი ოპერაციული შესაძლებლობები და მომხმარებლებს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული, უფრო სრულყოფილი და ინტეგრირებული ლოგისტიკური მომსახურება შევთავაზოთ.

რას უნდა ელოდოს ბაზარი GOLDWAY-ისგან წლის მეორე ნახევარში?

ჩვენი მთავარი ამოცანა მიღწეული ზრდის შენარჩუნება და მისი მდგრად განვითარებად გარდაქმნა იქნება. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების გაძლიერებას, საერთაშორისო პარტნიორული ქსელის განვითარებას, ციფრული შესაძლებლობების გაფართოებასა და მომსახურების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას.

წლის ბოლომდე ვგეგმავთ A კლასის სასაწყობე-ლოგისტიკური ცენტრის საპროექტო-სანებართვო ეტაპის დასრულებას, რის შემდეგაც პროექტი სამშენებლო ფაზაში გადავა. პარალელურად, გავაგრძელებთ ERP სისტემის შესაძლებლობების განვითარებას და შიდა სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას.

ჩვენი მიზანია, GOLDWAY იყოს არა მხოლოდ გადამზიდავი კომპანია, არამედ პარტნიორი, რომელსაც მომხმარებელი საკუთარი ლოგისტიკური პროცესების მართვას ანდობს.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს, მომხმარებლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. ბრუნვის 26%-იანი, შეკვეთების 19.7%-იანი და საზღვაო-სარკინიგზო გადაზიდვების ხუთმაგი ზრდა საერთო ძალისხმევის შედეგია.

თითოეული ახალი შეკვეთა ჩვენთვის ახალი პასუხისმგებლობაა. ამიტომ მომავალშიც თანმიმდევრულად გავაგრძელებთ მომსახურების განვითარებას, თანამედროვე გადაწყვეტილებების დანერგვასა და მომხმარებელთა ბიზნესისთვის რეალური ღირებულების შექმნას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „გაატარე მეტი ფასდაკლებით“ - ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო

15.09.2026.15:06

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა და ვისოლმა მასშტაბური სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს და მომხმარებლებისთვის ერთობლივი შეთავაზებები წარადგინეს. “გაატარე მეტი ფასდაკლებით” - კამპანიის მთავარი მიზანი ავტომფლობელებისთვის ყოველდღიური ხარჯების ოპტიმიზაცია და მაქსიმალური კომფორტის შექმნაა.

ინიციატივის ფარგლებში, ალდაგის როგორც არსებული, ისე ახალი მომხმარებლები, რომლებიც ფლობენ ავტოდაზღვევას, ვისოლის ავტოგასამართ სადგურებში, ყოველ ლიტრ საწვავზე 20 თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზების გასააქტიურებლად, მომხმარებლები სმს-ით მიღებული ბმულით გაივლიან რეგისტრაციას ვისოლის ვებ-გვერდზე, ხოლო საწვავის ჩასხმისას ვისოლის აპლიკაციაში ინტეგრირებულ ალდაგის ბარათს წარადგენენ. 

ამავდროულად, დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით, მომხმარებლები, რომლებიც ალდაგის ავტოდაზღვევას ვისოლის მობილური აპლიკაციის საშუალებით შეიძენენ, საჩუქრად ერთი თვის სადაზღვევო პრემიას მიიღებენ.

“მსგავსი ტიპის მასშტაბური კამპანია, რომელსაც ვისოლთან ერთად ვახორციელებთ ჩვენი სტრატეგიული ხედვის ლოგიკური გაგრძელებაა. ჩვენი მიზანია, ავტოდაზღვევის მფლობელებს შევთავაზოთ არა მხოლოდ საიმედო ფინანსური დაცვა გაუთვალისწინებელი რისკებისგან, არამედ ინტეგრირებული მომსახურება, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს. ვისოლთან პარტნიორობა სწორედ ამ ღირებულების მატარებელია: ის აერთიანებს პრემიუმ კლასის ავტოდაზღვევასა და მატერიალურ შეღავათებს, სადაც თითოეული დეტალი მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული.” - აცხადებენ ალდაგში;

ალდაგის ავტოდაზღვევა მძღოლებს ფინანსურ სიმშვიდეს უზრუნველყოფს და ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევები, გარეგანი დაზიანებები, სტიქიური მოვლენები (მათ შორის სეტყვა და მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და აფეთქება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა