Gonio Riviera Estates - საკოლექციო ვილები გონიოს რივიერაზე „ალიანს ჯგუფისგან“
ალიანს ჯგუფმა კურორტ გონიოში ახალი, პრივატული ვილების დასახლება Gonio Riviera Estates წარადგინა.
სანაპიროს პირველ ზოლში, სადაც პრემიალური სივრცე დეფიციტური პრივილეგიაა, შეიქმნა გარემო, რომელიც პერსონალურად შერჩეული ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი.
Gonio Riviera Estates-ის კონცეფცია სცდება სტანდარტული დასახლების ფარგლებს. ეს არის შესაძლებლობა იყოთ განვითარების ეპიცენტრში და იმავდროულად, იცხოვროთ სიმშვიდეში, ბუნებასთან ახლოს.
21 ვილისგან შემდგარ პროექტში, მხოლოდ 8 ვილაა ხელმისაწვდომი.

ინფრასტრუქტურა და ცხოვრების სტილი
Gonio Riviera Estates-ის მესაკუთრეები ისარგებლებენ განსაკუთრებული უპირატესობით.
პერსონალური საცურაო აუზის, კერძო პორტ-კოშერისა და ბულვარის ხეივნების გარდა, ისინი იღებენ ექსკლუზიურ წვდომას ალიანს ჯგუფის კურორტული ტიპის პროექტის, Alliance Palmaris-ის სპა და ველნეს სივრცეებზე, fine-dining რესტორნებსა და სარეკრეაციო ზონებზე.
ზოგიერთ სივრცეს პოვნა არ სჭირდება.
მასში უნდა აღმოჩნდე.
https://gonioriviera.estate/?lang=ge


სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.