Google-ისა და StrategEast-ის ორგანიზებით, GITA-თან თანამშრომლობით, ჰაკათონი "მდგრადი განვითარებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება" გაიმართება
2024 წლის 15 სექტემბერს, ასტანაში, Google-ისა და StrategEast-ის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, ჰაკათონი "მდგრადი განვითარებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება" გაიმართება. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეველოპერებისა და მეწარმეებისთვის უმაღლესი AI უნარების შეძენას, რათა მათ შეძლონ სოციალური და მდგრადობის კრიტიკული საკითხების გადაწყვეტა Google-ის უახლესი AI მოდელის, Gemini-ის გამოყენებით. ჰაკათონზე იდეების წარდგენა შესაძლებელია 15 აგვისტომდე აღნიშნული ბმულის [აპლიკაციის ბმული]საშუალებით. ჰაკათონის გამარჯვებული დაჯილდოვდება 5000 დოლარით, მეორე ადგილზე 2500-ს, ხოლო მესამე ადგილზე გასული 500 დოლარს მიიღებს. ასევე, შერჩეულ კანდიდატებს დაუფინანსდებათ ასტანაში მგზავრობის ღირებულება.
2024 წლის მარტიდან Google-მა ჩაატარა 27 ვორქშოფი 6 ქვეყანაში, რომელშიც მონაწილეობდა 900-მდე დეველოპერი. „ხელოვნური ინტელექტი მდგრადი განვითარებისთვის“ პროგრამა მოიცავს ჰაკათონებსა და ვორქშოფებს, რაც მონაწილეებს ეხმარება განავითარონ AI უნარები, შექმნან რეალური პროექტების პორტფოლიო და გაიმჯობესონ კონტაქტები. ინიციატივა მიზნად ისახავს რეგიონის ყველაზე კრიტიკული სოციალური და მდგრადობის საკითხების გადაწყვეტის ძიებას. მონაწილეებს, ასევე, შეეძლებათ დაეუფლონ AI-ს ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირების უნარებს და ითანამშრომლებენ გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომლებიც პასუხობს ქვეყნის ეკონომიკურ და მდგრადობის პრიორიტეტებს.
ჰაკათონის ფინალური ღონისძიება ჩატარდება ასტანაში 2024 წლის შემოდგომაზე. მონაწილე გუნდები წარადგენენ თავიანთ ინოვაციურ იდეებს, რომლებიც ორიენტირებულია მდგრადი განვითარების ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესება, დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების შემცირება, მიწის დეგრადაცია, წყლის რესურსების მართვა, სოფლის მეურნეობა და საკვების უსაფრთხოება.
აპლიკაციის ბმული:
https://rsvp.withgoogle.com/events/bw-ai-central-asia-2024/home
სხვა სიახლეები
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
20.08.2026.18:57
საქართველოს ბანკის მიერ პარასპორტსმენების მხარდასაჭერად შექმნილ კამპანიას Dressup-ი შეუერთდა.
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან დაიწყო თანამშრომლობა.
"ჩვენთვის სპორტი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ახალ-ახალი შესაძლებლობებით საზრდოობს. ამ კამპანიაში მონაწილეობით კი იმ ამბის თხრობას შემოვუერთდით, რომელსაც, გვჯერა, უსაზღვრო სიყვარული სდევს თან,” - აღნიშნავს ლევან ლეკიშვილი, Dressup-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.