მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.9
-0.0084
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.884
0.003
flag
EUR 2.9128
-0.0146
flag
GBP 3.4633
-0.0043
flag
KZT 57.46
0.0005
flag
TRY 0.0524
-0.0001
flag
USD 2.5979
-0.0003
news banner

Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა

news image
mbc image

ეს სიახლე კომპანიის გაფართოების ნაწილია ხუთ ახალ ბაზარზე.

2026 წლის 1 ივლისიდან, Coob Ads გახდა Official Google Ads sales representative საქართველოში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უზბეკეთში.

ეს კომპანიის საერთაშორისო ზრდის გაგრძელებაა. ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, Coob Ads (Admixer Media) Google Ads sales representative-ის სტატუსით ოპერირებდა ყაზახეთში, სერბეთში, სლოვენიაში და ხორვატიაში, სადაც ედვერთაიზერებსა და სააგენტოებს ლოკალიზებულ მხარდაჭერას სთავაზობდა.

ახალ ბაზრებზე გაფართოება ასახავს როგორც Google Ads sales representative-ის პროგრამის უწყვეტ ზრდას, ასევე ედვერთაიზერების მზარდ მოთხოვნას ლოკალურ ექსპერტიზაზე, სტრატეგიულ კონსულტაციებზე, საგანმანათლებლო ინიციატივებსა და შედეგებზე ორიენტირებულ მხარდაჭერაზე განვითარებად ციფრულ ბაზრებზე.

საქართველო - განვითარებადი ციფრული ბაზარი ზრდის მაღალი პოტენციალით

საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი სტაბილურად განვითარებადი ციფრული ბაზარია. DataReportal-ის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაახლოებით 3 მილიონი ინტერნეტმომხმარებელი იყო, ხოლო ინტერნეტის გავრცელების მაჩვენებელი 80%-ს აღემატებოდა.

ციფრული ეკონომიკა ქვეყანაში ზრდას აგრძელებს, რასაც ონლაინ სერვისების გამოყენების ზრდა და ელ.კომერციის სტაბილური გაფართოება განაპირობებს.

„Google-მა Coob Ads საქართველოში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთში და უზბეკეთში მიანიჭა official sales representative-ის სტატუსი, რათა ნებისმიერი ზომის კომპანიებს პირდაპირი ექსპერტიზა მიაწოდოს. ეს პარტნიორობა ხელს უწყობს ციფრულ ტრანსფორმაციასა და მნიშვნელოვან ზრდას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში. ლოკალიზებული მხარდაჭერის საშუალებით კომპანიები იღებენ მასშტაბურ წვდომას ციფრულ ინსტრუმენტებზე, სპეციალიზებულ ტრენინგებს ციფრული მარკეტინგისა და იქომერსის მიმართულებით, ასევე AI-ზე დაფუძნებულ წამყვან სარეკლამო გადაწყვეტებზე. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ გავლენას იქონიებს და ამ დინამიურ ბაზრებზე გრძელვადიან ციფრულ ინოვაციას შეუწყობს ხელს,“ - Jake Norman, Director Central & Eastern Europe Agency, Google.

რას ნიშნავს ეს ბიზნესებისთვის

Coob Ads დაეხმარება საქართველოში მოქმედ ბიზნესებს Google Ads-ის კამპანიების ეფექტურობის გაუმჯობესებაში, ედვერთაიზერებისა და სააგენტოებისთვის უფასო პროფესიონალური მხარდაჭერის შეთავაზებით. ეს მოიცავს:

- სტრატეგიულ კონსულტაციას კამპანიების გაშვებასა და მასშტაბირებაზე;
- მხარდაჭერას Search, YouTube და Display არხებში;
- Google-ის AI-ზე დაფუძნებული კამპანიების დანერგვას (Performance Max, AI Max for Search, Smart Bidding);
- საგანმანათლებლო ვებინარებს, ვორქშოფებსა და ინდივიდუალურ შეხვედრებს.

მიზანი მარტივია: დაეხმაროს კომპანიებს მომხმარებლის მოზიდვის ხარჯების შემცირებაში, რეკლამიდან მიღებული უკუგების (ROAS) გაუმჯობესებაში და Google-ის სარეკლამო ინსტრუმენტების გამოყენებით უფრო ეფექტურ ზრდაში.

„Coob Ads-ში გვჯერა, რომ რეკლამა მხოლოდ ხარჯვის მექანიზმი კი არა, ზრდის ძლიერი ძრავა უნდა იყოს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ასობით სააგენტოსა და ედვერთაიზერს დავეხმარეთ სტანდარტული კამპანიებიდან AI-ზე დაფუძნებულ სტრატეგიებზე გადასვლაში, რომლებიც რეალურ ეფექტიანობასა და ბაზრის გაფართოებას უზრუნველყოფს. ამ მაღალი დონის საკონსულტაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას პარტნიორებს სრულიად უფასოდ ვთავაზობთ, რათა მათ ინვესტიციიდან მაქსიმალური შედეგი მიიღონ. მოხარულები ვართ, რომ ახლა ამ შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომას ახალ ბაზრებზეც დავამკვიდრებთ და ადგილობრივ ბიზნესებს Google Ads-ის დახმარებით ზრდაში დავეხმარებით,“ - Mojca Rozac, Global Program Director, Coob Ads.

კომპანიის შესახებ

Coob Ads არის CoobX ჯგუფის ნაწილი, რომელიც ადრე Admixer Advertising-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებდა. 2016 წლიდან კომპანია წარმოადგენს Google Marketing Platform-ის ოფიციალურ სეილსპარტნიორს და სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე სააგენტოებსა და ედვერთაიზერებს სთავაზობს წვდომას წამყვან ციფრულ ინსტრუმენტებზე და ტექნიკურ მხარდაჭერას ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა Display & Video 360, Campaign Manager 360 და Search Ads 360.

წლების განმავლობაში კომპანიამ საქმიანობა 10-ზე მეტ ქვეყანაში გააფართოვა, შექმნა ადგილობრივი გუნდები და მრავალფეროვან ციფრულ ბაზრებზე პრაქტიკული გამოცდილება დააგროვა.

2026 წელს კომპანიამ CoobX-ის სახელით განაგრძო ოპერირება, რაც ასახავს მის გაფართოებულ პოზიციონირებას, როგორც ინტეგრირებული ეკოსისტემისა მედიის, მარკეტინგის, მონაცემებისა და ტექნოლოგიების მიმართულებებით.

როგორ დავიწყოთ

საქართველოში მოქმედ სააგენტოებსა და ედვერთაიზერებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ Coob Ads-ს უფასო კონსულტაციის მისაღებად და მხარდაჭერისთვის Google Ads კამპანიების დაგეგმვის, გაშვებისა და ოპტიმიზაციის პროცესში.

საკონტაქტო ინფორმაცია პრესისთვის

Google – press@google.com
CoobX – press@coobx.net

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რატომ ვერ პოულობენ მომხმარებლები თქვენს ბიზნესს Google-ში?

20.10.2026.07:21

ინდექსაციის პრობლემები, ტექნიკური ხარვეზები, არასათანადო კონტენტი, არასწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები - იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რის გამოც თქვენი ბიზნესის გვერდი Google-ში „იკარგება“. თუ ამ საკითხებში სიღრმისეულად ვერ ერკვევით, დროა, პროფესიონალი სეო სააგენტო იპოვოთ.

შესაძლოა, ბიზნესის განვითარებაში დიდ დროსა და ფინანსებს დებთ, თუმცა შედეგი მაინც არ ჩანს. ამის მიზეზი ხშირად Google-ში დაბალი პოზიციებია, რაც პირდაპირ აზარალებს გაყიდვებს. სანამ თქვენი საიტი არ ჩანს, პოტენციური მომხმარებლები კონკურენტებთან მიდიან.

ეფექტური SEO მომსახურება ბიზნესის ზრდის რეალური ინსტრუმენტია, რომლის საჭიროებასაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები თანდათან უკეთ აცნობირებენ. ისინი რესურსს სწორი მიმართულებით ხარჯავენ და გრძელვადიან შედეგს იღებენ. 

რა უშლის ხელს საიტის Google-ში გამოჩენას?

ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება მრავალი იყოს, ზუსტი მიზეზის დასადგენად კი შესაბამისი ანალიზია საჭირო. შედეგზე ორიენტირებული სეო სააგენტო პროცესს საიტის სიღრმისეული შესწავლით იწყებს და არსებულ ხარვეზებს ზუსტად გამოკვეთს.

ეს შეიძლება იყოს: 

  • ინდექსაციის პრობლემები - თუ Google-ს საიტის გვერდები მონაცემთა ბაზაში (ინდექსში) არ აქვს დამატებული, მას მომხმარებლები საძიებო შედეგებში ვერ იპოვიან;

  • ტექნიკური ხარვეზები - არასწორმა ბმულებმა, ნელმა ჩატვირთვამ, რთულმა ნავიგაციამ  და საიტის სხვა ტექნიკურმა პრობლემებმა შეიძლება Google-ს გვერდების პოვნა და დამუშავება გაურთულოს;

  • მომხმარებლის მოთხოვნასთან შეუსაბამო კონტენტი - თუ ტექსტური მასალა მომხმარებლის კითხვას არ პასუხობს, მისი ძიების შედეგებში გამოჩენის შანსი მცირდება;

  • არასწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები - ბიზნესმა რესურსი შეიძლება ისეთი სიტყვების ოპტიმიზაციაზე დახარჯოს, რაც მისი აუდიტორიის რეალურ მოთხოვნებს არ შეესაბამება;

  • მაღალი კონკურენცია - კონკურენტებმა შეიძლება უფრო სრულყოფილი კონტენტი განათავსეს, საიტის სტრუქტურა გამართული აქვთ და ან Google-ში უფრო ძლიერი ავტორიტეტით სარგებლობენ;

  • ლოკალური SEO-ს უგულებელყოფა - თუ ბიზნესი კონკრეტულ ქალაქში ან უბანში მუშაობს, ადგილობრივი ძიებისთვის საიტის ოპტიმიზაცია არ უნდა გამორჩეს. 

სხვა მიზეზებიც არსებობს, რის გამოც შეიძლება მომხმარებლები Google-ის საშუალებით თქვენამდე ვერ მოდიოდნენ. მიზეზის დასადგენად საჭიროა საიტის ტექნიკური მდგომარეობის, კონტენტის, საკვანძო სიტყვებისა და კონკურენტების შეფასება. ეფექტური SEO მომსახურება სწორედ ამ საკითხების მოწესრიგებაზე ზრუნავს. 

როგორ ზრდის SEO ბიზნესის ხილვადობას? 

როგორ იქცევით, როდესაც კონკრეტული პროდუქტი, სერვისი ან ინფორმაცია გჭირდებათ? ალბათ, მობილურში ან კომპიუტერში საძიებო სისტემას ხსნით და შესაბამის ფრაზას წერთ. ზუსტად ასე იქცევა თანამედროვე მომხმარებლების დიდი ნაწილიც. ახლა წარმოიდგინეთ: ადამიანი ეძებს იმას, რასაც თქვენ ყიდით ან სთავაზობთ, თუმცა თქვენს საიტს ვერ პოულობს. ამ დროს თქვენ კარგავთ პოტენციურ მყიდველს და მას პირდაპირ კონკურენტთან უშვებთ.

SEO ბიზნესს ხილვადობის გაზრდაში ეხმარება და უზრუნველყოფს, რომ Google-მა მომხმარებელს სწორედ თქვენი ბიზნესის ვებგვერდი უჩვენოს. ამისთვის სხვადასხვა ტექნიკური თუ კონტენტ ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რასაც პროფესიონალი სეო სააგენტო თანმიმდევრულად ახორციელებს.

ეფექტური SEO მომსახურება მოიცავს: 

  • SEO აუდიტს; 

  • საიტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას;

  • საძიებო სიტყვების კვლევას;

  • კონკურენტების ანალიზს;

  • საიტის სტრუქტურისა და გვერდების ოპტიმიზაციას;

  • ახალი კონტენტის დაგეგმვასა და არსებული მასალის გაუმჯობესებას;

  • შიდა ლინკების მოწესრიგებას;

  • საიტის ავტორიტეტის გაძლიერებას;

  • AI პლატფორმებზე ხილვადობის გაზრდას;

  • შედეგების მონიტორინგსა და პერიოდულ რეპორტინგს. 

სწორედ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს თქვენს საიტზე მიზნობრივი მომხმარებლების მოზიდვას, რასაც რეალური გაყიდვები მოჰყვება. მთავარია, ვებგვერდზე მოსულ ადამიანებს ზუსტი ინფორმაცია დახვდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გვერდს მალევე დატოვებენ და არჩევანს კონკურენტზე შეაჩერებენ. 

როდის არის საჭირო სეო სააგენტო?

ოპტიმიზაციაში სეო სააგენტოს ჩართულობა ყველა ეტაპზე საჭიროა. შეგიძლიათ სეო მომსახურებით საიტის აწყობის ეტაპიდანვე ისარგებლოთ და შესაბამისი საკითხების მოწესრიგება გამოცდილ გუნდს ანდოთ. 

სეო სააგენტო საჭიროა მაშინაც, თუ ვებგვერდი წლებია ფუნქციონირებს, თუმცა საძიებო სისტემაში არ ჩანს. 

სააგენტოსთან თანამშრომლობა და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა განსაკუთრებით გამართლებული შემდეგ შემთხვევებშია:

  • თუ საიტი Google-ში სასურველ პოზიციებზე ვერ ჩნდება;

  • ორგანული ტრაფიკი არ იზრდება ან იკლებს;

  • კომპანიამ არ იცის, რა უშლის ხელს ხილვადობის გაუმჯობესებაში ან პოზიციების შენარჩუნებაში;

  • კონკურენტები თქვენზე ბევრად წინ არიან;

  • არ გაქვთ ცოდნა და გამოცდილება, რომ საიტის ტექნიკურ და კონტენტ ოპტიმიზაციაზე იზრუნოთ. 

ამასთან ერთად, ექსპერტების მომსახურება ყოველთვის მნიშვნელოვანია. დღეს შეიძლება ბაზრის ლიდერი იყოთ, მაგრამ სწორი სტრატეგიის შემუშავებით კონკურენტმა გადაგასწროთ. საჭიროა, რომ მომხმარებლის მაჯის ცემას გრძნობდეთ და იმას სთავაზობდეთ, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამაში SEO სააგენტოს გუნდი დაგეხმარებათ. 

როგორ უნდა დაიწყოს ბიზნესმა SEO-ზე მუშაობა?

საუკეთესო გამოსავალია, საქმე გამოცდილ ექსპერტებს მიანდოთ. თავდაპირველად განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ, კონკრეტულად რისი მიღწევა გსურთ, შემდეგ კი ისეთი პარტნიორი სააგენტო შეარჩიეთ, რომელიც შედეგებზე მხოლოდ კი არ საუბრობს, არამედ მათი რეალურად ჩვენებაც შეუძლია.

ყურადღება მიაქციეთ გუნდის კვალიფიკაციას, რეალურ მიღწევებს, მუშაობის პრინციპებსა და შედეგების გაზომვის მეთოდებს. ასევე, დააზუსტეთ, რა შედის კონკრეტულ პაკეტებში. 

SEO ოპტიმიზაცია გეხმარებათ, მომხმარებლებმა თქვენი საიტი Google-ის ორგანულ შედეგებში იპოვონ. გაითვალისწინეთ, რომ SEO გრძელვადიანი ინვესტიციაა და შედეგი მყისიერად არ დგება. თუმცა, ფასიანი რეკლამისგან განსხვავებით, ორგანული შედეგებიდან შემოსულ თითოეულ ვიზიტორში თანხას არ იხდით.

უკვე იცით, რატომ ვერ გპოულობენ მომხმარებლები Google-ში და როგორ ზრდის SEO საძიებო სისტემაში ხილვადობას. ახლა კი დროა, მოქმედებაზე გადახვიდეთ და თქვენი ბიზნესისთვის სანდო სეო სააგენტო აირჩიოთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა