მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Google, Nike, Meta, Monday.com, Dolce & Gabbana: ბრენდები და მათი სპიკერები, რომლებსაც გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026-ზე ნახავთ

news image
mbc image

რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური მოძრაობა გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი წელს კიდევ უფრო გავლენიანი სახელებით ბრუნდება. Google, Nike, Dolce & Gabbana, Amazon, Amber, Fuckup Nights – ეს სია გრძელდება და საბოლოო ჯამში 200-ზე მეტ სპიკერს აერთაინებს. GTWT 2026-ის მოწვეულ სტუმრებს თბილისი 20 ივნისს, მთავარ ღონისძიებაზე, Factory Tbilisi-ს ხუთ სხვადასხვა სცენაზე ნახავს.

გიფიქრიათ, როგორი ხერხებით აკეთებს ბიზნეს ანალიტიკას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მოდის სახლი? ან როგორია ყოველდღიურობა იმ  მენეჯერული ციფრული პლატფორმის ოფისში, რომლითაც თქვენს სამუშაო გუნდში დავალებებს ანაწილებთ? გაინტერესებთ როგორ აღიქვამენ საქართველოს სტარტაპ პოტენციალს საერთაშორისოდ სახელგანთქმული ანგელოზი ინვესტორები? ან გსურთ დაესწროთ სტემფორდის უნივერსიტეტის ლექტორის მოხსენებას და მოისმინოთ მისი პირადი ისტორიები ცნობილი ,,სილიკონ ველიდან?” ამ ყველაფერს და მეტს თქვენ წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე – გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026-ზე შეძლებთ.

,,ჩვენ წელს ორჯერ გავზარდეთ მოწვეული სპიკერების რაოდენობა. ეს სია დაკომპლექტებულია როგორც გამორჩეული ადგილობრივი პროფესიონალებით, რომლებიც წლებია უკვე საქართველოში ინოვაციასა და ახალ ცოდნას ქმნიან, ისე მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდების წარმომადგენლობით, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ გლობალურად ბიზნეს და კულტურული ტრენდების შექმნაში. ვგეგმავთ, რომ ამ ადამიანებს სცენა მივცეთ როგორც ტრადიციულ საკონფერენციო გარემოში, ისე გავაერთიანოთ ისინი არაფორმალურ ნეთვორქინგ ზონებში, რათა გლობალ ტექ ვიქენდის სტუმრებს მათი პირადი გაცნობის საშუალება მიეცეთ.” – გვეუბნება ნია რესულიძე, სპიკერებისა და ოპერაციების ხელმძღვანელი.

ვის, სად და როდის ვნახავთ გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026-ზე?

ღონისძიებები სამ დღეზეა განაწილებული და GTWT 2026 მოწვეულ სტუმრებს თბილისში, პარტნიორი კომპანიების სხვადასხვა ლოკაციებზე გაუმასპინძლდება.
პირველ დღეს, 19 ივნისს, 80-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი ვორქშოფების, კონფერენციების, დახურული სამუშაო შეხვედრებისა და ლექციების ფორმატში. სრული პროგრამა ხელმისაწვდომია:luma.page-ზე.

მთავარი ღონისძიება 20 ივნისს, შაბათს, ,,კოკა-კოლას” საწარმოს ყოფილ შენობაში გაიმართება. Factory Tbilisi-ს ხუთ სხვადასხვა სცენაზე თქვენ საშუალება გექნებათ ნახოთ:

მონიკა ბიელსკიტე

Protopia Futures-ის დამფუძნებელი და Nike-ის პირველი "Futurist in Residence". როგორც პროგნოზირების პრაქტიკოსი, ის ქმნის მომავლის მდგრად სტრატეგიებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ადამიანური გამოცდილების გათვალისწინებით. მონიკა მუშაობდა ისეთ კლიენტებთან, როგორებიცაა Disney/Marvel, Google, Microsoft და BBC, ასევე კითხულობს ლექციებს CERN-სა და როკფელერის უნივერსიტეტში.

დოტ ლანგი

გლობალური სოციალური მედიის სტრატეგი, რომელიც ერთმანეთთან ადამიანურ ქცევასა და ციფრულ კულტურას აკავშირებს. მან მარკეტინგული კარიერა ჯერ კიდევ MySpace-ზე დაიწყო, დღეს კი ქმნის კამპანიებს Meta-ს, Adobe-სა და Wix-ისთვის. დოტი ციფრული მარკეტინგის წრეებში ცნობილია როგორც Mother of Dragons, რადგან სოციალური მედიის ევოლუციის პროცესში შეიმუშავა ე.წ. „Dragon Strategy“.

ლუჩიანო ფრეიტასი

Aftermoon-ის ხელმძღვანელი და ინოვაციური მეწარმე, რომელიც კომპანიის ზრდისთვის სტრატეგიასა და მარკეტინგს მათემატიკური სიზუსტით იყენებს. როგორც გლობალური მარკეტინგის ექსპერტი 10 მილიარდ დოლარზე მეტი გავლენით, მას ეკავა მენეჯერული პოზიციები Airbnb-ში, Uber-სა და Hotmart-ში. ლუჩიანო არის ნეირომეცნიერი და ლიდერშიფის სპეციალისტი. ის კონსულტაციას უწევს ისეთ მსოფლიო გიგანტებს, როგორებიცაა Pfizer, Deloitte და Danone.

პეპე ვილატორო

სერიული ანტერპრენერი და Fuckup Nights-ის თანადამფუძნებელი. მისი შექმნილი ორგანიზაცია გლობალური გაერთიანებაა, რომელიც ადამიანებს ასწავლის მარცხის ინოვაციის ინსტრუმენტად გარდაქმნას. Fuckup Nights ამ დროისთვის 70-ზე მეტ ქვეყანას ესტუმრა თავისი უნიკალური ისტორიებით. პეპემ ასევე წარმატებით მართა ისეთი "უნიკორნი" კომპანიების სწრაფი ზრდა, როგორებიცაა WeWork და Deel.

მაიკ ფიშერი

ინტერაქციული გართობის სფეროს ლეგენდარული ხელმძღვანელი, რომელსაც Amazon-ში, Microsoft-სა და Square Enix America-ს C დონის მენეჯერული პოზიციები ეკავა. მან შექმნა ისეთი საკულტო ფრენჩაიზების საგამომცემლო სტრატეგია, როგორებიცაა Fortnite, Final Fantasy, Tomb Raider და Halo. ამჟამად მაიკი არის გეიმინგ ინდუსტრიის venture ფონდის, Firstpoint VC-ის გენერალური პარტნიორი.

თომას კოლსტერი

მარკეტინგისა და მდგრადი ბიზნესის სფეროში გლობალური ავტორიტეტი, რომელსაც Forbes-მა „კლიმატის ცვლილების აგენტი“ უწოდა. მან შემოიღო ტერმინი Goodvertising და წიგნში "The Hero Trap" აღწერა მეთოდოლოგია, რომელიც ბრენდებს რეალური გავლენის მოხდენაში ეხმარება. თომასი კონსულტაციას უწევდა ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Meta, Adidas, IKEA და P&G.

საერთაშორისო სპიკერებთან ერთად სტუმრები გამორჩეული ქართული ბრენდების წარმომადგენლების გამომსვლელებსაც იხილავენ. ასე, ლოკალური გამოწვევების გადაჭრაზე ფიქრი საერთაშორისო გამოცდილებების გათვალისწინებით ხდება შესაძლებელი, რაც მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მისიაა.

მესამე დღე კულტურულ გამოცდილებებს და არაფორმალურ ბიზნეს შეხვედრებს გააერთიანებს გააერთიანებს, საბოლოოდ კი გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 21 ივნისის საღამოს, დახურვის ცერემონიით და კოქტეილ წვეულებით დასრულდება.

თუ გსურთ დაესწროთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტექ. ღონისძიებას, შეიძინეთ ბილეთები სასურველ პლატფორმაზე: gtwt.ge და TKT.GE | Biletebi.ge  |whatabout.live 

ღონისძიებებისა და სპიკერების შესახებ ინფორმაცია განახლებადია. სიახლეებისთვის ეწვიეთ GTWT 2026-ის ოფიციალურ სოციალურ მედია არხებს: 

Instagram, Facebook, LinkedIn

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა