მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა

news image
mbc image

2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ დაჯილდოვდა. აღნიშნული ჯილდო კომპანიას სსიპ “დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ” გადასცა, რაც „გორგიას“ მიერ შრომის ბაზრის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღიარებაა.

 “გორგია” ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებში აქტიური ჩართულობით, ახალი სამუშაო ადგილების მუდმივი შექმნითა და სამუშაოს მაძიებლებისთვის სტაბილური  და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფით გამოირჩევა.

„გორგიას“ მთავარი ღირებულება ადამიანია და ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლებისთვის განვითარებისკენ ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ეს ჯილდო თითოეული ჩვენი თანამშრომლის შრომის, ერთგულებისა და პროფესიონალიზმის შედეგია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის შრომის ბაზრის განვითარებაში. მადლობას ვუხდით სააგენტოს ნდობისთვის და ყველა ჩვენს თანამშრომელს იმ საქმისთვის, რასაც ყოველდღიურად ერთგულად აკეთებენ“, - განაცხადა თორნიკე გურულმა,  ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, სტამბოლში, ერევანსა და სოფიაში.

ამ დროისათვის „გორგიას“ 3000-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.  

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა