გორგია 28 წლისაა - სენსაციური ფასდაკლებები 2 ივლისიდან იწყება
ბაზარზე წარმატებული ოპერირების 28 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით, „გორგიას“ ჰიპერმარკეტებსა და ონლაინ პლატფორმებზე მომხმარებლებს 78%-მდე ფასდაკლებები დახვდებათ. საიუბილეო შეთავაზებები ვრცელდება „გორგიას“ ყველა ფილიალში, 50 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე.
საიუბილეო კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ განსაკუთრებული ფასდაკლებებითა და სპეციალური შეთავაზებებით. „გორგიაში“ აცხადებენ, რომ დაბადების დღის კამპანია მომხმარებლების მიმართ მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. მათი თქმით, კომპანიის განვითარებასა და გაფართოებას წლების განმავლობაში სწორედ მომხმარებელთა ნდობა და ერთგულება განაპირობებდა.
ფასდაკლებები კატეგორიების მიხედვით:
საყოფაცხოვრებო პროდუქცია — 75%-მდე;
განათება — 47%-მდე;
გათბობა/გაგრილება — 72%-მდე;
ავეჯი — 59%-მდე;
ტექნიკა — 78%-მდე;
ხელსაწყოები — 59%-მდე;
IKEA-ს პროდუქტები — 78%-მდე;
დეკორი — 69%-მდე;
აბაზანის კატეგორია — 59%-მდე;
კარები — 72%-მდე;
ფილები — 78%-მდე;
სამშენებლო მასალები — 78%-მდე;
სასახურავე მასალები — 38%-მდე.
28 წლის წინ, როდესაც „გორგია“ ბაზარზე გამოჩნდა, მისი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ყველაფრის ერთ სივრცეში შეთავაზება იყო. ეს ღირებულება დღესაც უცვლელია, თუმცა კომპანიის მასშტაბები და შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბაზარზე ოპერირების 28-ე წელს „გორგია“ არა მხოლოდ ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას, არამედ აქტიურად აფართოებს გეოგრაფიულ არეალს და ზრდის ფილიალების რაოდენობას.
სენსაციური ფასდაკლებები მოქმედებს როგორც „გორგიას“ ყველა ფილიალში, ასევე ონლაინ მაღაზიაში - GORGIA.GE-ზე და „გორგიას“ მობილურ აპლიკაციაში, სადაც მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი შეთავაზება, ფასდაკლება და სიახლე დახვდებათ. გარდა ამისა, მხოლოდ აპლიკაციაში, 100 ლარზე ან მეტის შენაძენზე თბილისში, ბათუმსა და ყველა იმ ქალაქში, სადაც „გორგიას“ ფილიალია, ისარგებლეთ უფასო მიწოდებით.
სხვა სიახლეები
m² თბილისში ექვსი ახალი კომპლექსის განვითარებისთვის დაახლოებით ₾2 მილიარდის ინვესტიციას გეგმავს - დიმიტრი ადამია
27.11.2026.10:58
m² თბილისში ექვსი ახალი კომპლექსის განვითარებისთვის დაახლოებით ₾2 მილიარდის ინვესტიციას გეგმავს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას m²-ის გენერალურმა დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა დიმიტრი ადამიამ განაცხადა
„ეს არის დაახლოებით 10 000 ბინა, ჯამურად არის 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთები, ინვესტიციადაახლოებით 2 მილიარდია. ამას ვთავაზობთ ერთდროულად ჩვენს მომხმარებელს და ახალგეგმებზე, რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველა პროექტი. ეს ის პროექტებია, რაც ჩვენ ამ ხუთ თვეშიმოვასწარით, რომ მოგვემზადებინა გასაყიდად. ამის იქით კიდევ გვაქვს რამდენიმე პროექტი,რომელზეც უკვე მუშაობს გუნდი და ამას მომავალ წელს წარმოგიდგენთ. დასაწყისშივე,გაზაფხულზე, იქნება კიდევ ანონსები და იქნება ძალიან საინტერესო ლოკაციები, უფროსაბურთალოზე. ასევე ვფიქრობთ ძალიან პრემიუმ სეგმენტშიც შესვლას. ისედაც m²-ს აქვს პრემიუმპროექტები, ძალიან თვალსაჩინო, ამის გაგრძელებასაც ვაპირებთ და ძალიან მალე დავაანონსებთცენტრალურ უბნებში. უკვე ამხელა კომპლექსებს ვეღარ ავაშენებთ ვაკესა და საბურთალოზე, ძალიანგამორჩეულ ლოკაციებზე შევთავაზებთ მომხმარებელს, ვისაც აინტერესებს ეს ლოკაციები,განსაკუთრებულ საცხოვრებელ კორპუსებს. პრემიუმის ერთი პროექტი არის განსაკუთრებული, ასევეძალიან მალე დავაანონსებთ კიდევ პრემიუმ პროექტებს.
5-ში იქნება ბინების შერჩევა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, 19-20-ში იქნება გაყიდვები და, როგორცდაგპირდით, იქნება ექსკლუზიური შეთავაზება, რომელიც არ ყოფილა ბაზარზე. ვისაც ბინის შეძენასურს, აუცილებლად უნდა მოვიდეს, გვეწვიოს და დარეგისტრირდეს“, - აცხადებს დიმიტრი ადამია.