გორგია Adore-ს ექსკლუზიური იმპორტიორია
ადორე ავეჯის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია 30 წლიანი გამოცდილებით. წლების განმავლობაში ბრენდი გაიზარდა, გააფართოვა წარმოება და ავეჯის ინდუსტრიაში იქცა წამყვან მწარმოებლად არა მარტო თურქეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ადორე ინოვაციური კომპანიაა ავეჯის სფეროში, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ექსპორტს. კომპანიის მთავარი მიზანია, მომხმარებელს პროდუქცია შესთავაზოს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და გაზარდოს თავისი წარმოების შესაძლებლობები. ადორეს პროდუქცია მოიცავს კარადებს, საწოლებს, სასწავლო მერხებს, მრავალფუნქციურ სამზარეულოებს, კომოდებსა და საოფისე კომპლექტებს.
აღნიშნული ბრენდის შეძენა საქართველოში ექსკლუზიურად გორგიაში არის შესაძლებელი. გორგია უკვე 5 წელია რაც Adore Furniture-ს იმპორტს ახორციელებს.
გორგია მუდმივად ცდილობს ასორტიმენტის გაზრდასა და ბაზარზე ახალი ბრენდების შემოყვანას, ახალი პარტნიორების მოძიებას. სწორედ ადორეს პროდუქციის მაღალმა ხარისხმა და ხელმისაწვდომმა ფასებმა განაპირობა გორგიასა და აღნიშნული ბრენდის თანამშრომლობა.
Adore Furniture თანამედრვე და ინოვაციური მიდგომებითა გამოირჩევა. ის დიდ რესურსს დებს განვითარებაში. ადორე პროდუქციის დასამზადებლად მხოლოდ საუკეთესო მასალებს იყენებს, რაც უზრუნველყოფს უკვე დამზადებული ავეჯის ხარისხსა და გამძლეობას. პროდუქცია არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი. ის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მზადდება, რადგან კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მომხმარებლის კმაყოფილება. ბრენდს აქვს TUV Cert ISO 9001 სერტიფიკატი (რეგისტრირებული გერმანიაში), რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სანდოობას.
Adore Furniture-ის შეძენა შეგიძლიათ როგორც გორგიას ცამეტივე ფილიალში, ასევე ონლაინაც: https://gorgia.ge/ka/aveji/?features_hash=32-135989
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.