„გორგია“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ერ-რიადში, Big 5 Construct Saudi-ის სამშენებლო-სარემონტო გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო
„გორგიამ“ საუდის არაბეთის “BIG 5 Construct Saudi“-ის სამშენებლო-სარემონტო გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ღონისძიებაა.
„BIG 5 Construct Saudi 2025“ წლის გამოფენამ გააერთიანა 60 ქვეყნის 2000-ზე მეტი კომპანია, რომლებმაც წარადგინეს 20 000-ზე მეტი სამშენებლო-სარემონტო პროდუქტი. „გორგიას“ მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში წარმოადგენს გლობალურ ასპარეზზე გაფართოების სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს.
“ჩვენთვის, როგორც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით ბაზრის ლიდერებისთვის, სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოება. გასულ წლებში მუშაობა დავიწყეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე, ასევე ავითვისეთ ამიერკავკასიის რეგიონიც. აღნიშნული გამოფენა კი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოური კაპიტალის მოზიდვას საქართველოში. ამასთანავე, ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რის ფარგლებშიც "BIG 5 Construct Saudi”-ის გამოფენაზე წარვადგინეთ ქართულ ბაზარზე წარმოებული პროდუქციაც, რაც მნიშვნელოვან დაინტერესებას იწვევდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ვიზიტორებში," – აღნიშნა „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გურულმა.
გამოფენაზე „გორგიას“ სტენდმა დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც ადასტურებს საერთაშორისო ბაზრის ინტერესს კომპანიის პროდუქციის მიმართ.
ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, სტამბოლში, ერევანსა და სოფიაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.