„გორგია“ - უკვე ვაკეშიც
სამშენებლო ჰიპერმარკეტ „გორგიას“ პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გახდა. კომპანიამ ახალი ტიპის სუპერმარკეტი ვაკეში, „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრში გახსნა, სადაც მომხმარებელს ყველა იმ ბრენდის პროდუქციას სთავაზობს, რაც „გორგიაშია“ წარმოდგენილი: IKEA, CELLFAST, EMTOP, ARTEL FERRO, GENC, MONO.
„აქსის თაუერსში“ განთავსებულ „გორგიაში“ მომხმარებელს სარემონტო, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მასალები საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი ელოდება.
მიუხედავად იმისა, რომ „გორგია“ ვაკეში რამდენიმე დღის უკან გაიხსნა მომხმარებლების რაოდენობა დღიდან დღემდე მზარდია. მსგავსი ტიპი ბრენდული ობიექტი ვაკეში ამ დრომდე არ არსებობდა და ცხადია, რომ მომხმარებლებიც მარტივად შეიძინა.
„გორგია“ ჭავჭავაძის 37მ, „აქსის თაუერსის“ -1 სართულზე გაიხსნა. კომპანიის გაფართოება და ახალი ფილიალის გახსნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ ეტაპზე ფილიალში 50-მდე ადამიანი არის დასაქმებული.
„გორგია“ ყველაზე დიდი DIY ჰიპერმარკეტების ქსელია ამიერკავკასიაში. ის 9 ქალაქში 13 ფილიალითაა წარმოდგენილი და არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.