მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Gorgia.ge-მ TRUST MARK-ის ჯილდო მიიღო

news image
mbc image

საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ონლაინ ჰიპერმარკეტ  GORGIA.GE- ს Trust Mark  - სანდროობის ნიშანი მიენიჭა. ჯილდო ხაზს უსვამს, რომ GORGIA.GE  რეგიონში  ერთ-ერთი ყველაზე სანდო პლატფორმაა ონლაინ შოპინგისათვის.
ჯილდო GORGIA.GE-ის საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციამ USID-თან ერთად  მიანიჭა. Trust Mark მიზნად ისახავს ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით ნდობისა და უსაფრთხოების სტანდარტების ხელახლა განსაზღვრას. სანდოობის ნიშანი მომხმარებელს აძლევს ერთგვარ გარანტიას, რომ მისი ინტერესები და უფლებები აუცილებლად იქნება ბიზნესის მიერ დაცული.
სანდოობის ნიშანი (Trust Mark) აღნიშნავს ბიზნესის ერთგულებას მაღალი სტანდარტების, სამართლებრივი დაცვის მიმართ. ის, როგორც წესი, ენიჭებათ ისეთ კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკრეტულ კრიტერიუმებს. ეს ნიშანი  ბიზნესს ანიჭებს უპირატესობას მისი სანდოობის ხაზგასმით. Trust Mark სულ სამმა ტოპ ონლაინ მაღაზიამ მიიღო და GORGIA.GE-ც მათ შორისაა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სანდოობის ნიშნის (Trust Mark) შექმნის პროცესში “გორგიას” ელექტრონული კომერციის გუნდიც აქტიურად იყო ჩართული. 
„გორგიას“ მიერ სანდოობის ნიშნის მიღება ნიშნავს, რომ კომპანია იცავს მომხმარებლის მიმართ  კანონით დაკისრებულ მოვალეობებს, ასევე ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილების მოპოვებასა და შენარჩუნებაზე. სანდოობის ნიშნის მიღებით „გორგია“ მომხმარებლებს ასევე აძლევს გარანტიას, რომ ონლაინ შოპინგისას მათი პირადი მონაცემები და ტრანზაქციები  უსაფრთხო და დაცულ გარემოში მუშავდება.
 „გორგიას“ ელექტრონული კომერცია  2020 წელს შეიქმნა. პლატფორმა ზუსტად პასუხობს მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებს.  GORGIA.GE-ზე წარმოდგენილია 60 0000-მდე დასახელების სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  „გორგიას“ ელექტრონული კომერცია იცავს მომხმარებლის ინტერესებს და მათ სთავაზობს როგორც  გადახდის მარტივ მეთოდებს, ასევე უსაფრთხოების მაღალ გარანტიებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა