მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.2
-0.0047
flag
AZN 1.5236
-0.0013
flag
CNY 38.9
0.0073
flag
EUR 2.8444
0.0076
flag
GBP 3.3982
0.0098
flag
KZT 56.56
0
flag
TRY 0.0511
0
flag
USD 2.5917
-0.0002
news banner

გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

news image
mbc image

21 სექტემბერს, 14:00 საათზე, არკადია საქართველოს სასახლეში (მის. ბოჭორმის ქ 21) გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და გორგიას შორის ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კერძო ფონდსა და კომპანიას შორის პარტნიორობა მიზნად ისახავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობას და დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნასა და განვითარებას საქართველოში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გურულმა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.
ღონისძიებას დაესწრო განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე, პროფესიული განათლების დეპარტამენტის ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის კოორდინატორი ანა შენგელია, პარტნიორები და ბიზნეს ასოციაციის დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

ახალი თანამშრომლობა ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამის შემუშავებას, პრაქტიკული სწავლების კომპონენტის გაძლიერებას და სფეროში მოთხოვნადი პროფესიული უნარების განვითარებას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობასა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას დეკორატიული მებაღეობის მიმართულებით.

სასწავლო პროგრამა მოიცავს დეკორატიული მცენარეების სისტემატიკისა და კლასიფიკაციის საფუძვლებს, სამუშაო გარემოს სწორ ორგანიზებას შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მონაწილეები ასევე შეისწავლიან შიდა და გარე სივრცეებში დეკორატიული მცენარეების დარგვასა და მოვლას.

„გორგია აკადემიის“ მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრები, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სხვადასხვა სირთულისა და ტიპის სამუშაოების შესრულებას როგორც გარე, ისე შიდა სივრცეების დეკორატიული მცენარეების მიმართულებით.

სასწავლო პროგრამა მოიცავს 9-კვირიან კურსს. სწავლა დაფინანსდება 100%-იანი სტიპენდიით. პროგრამა განხორციელდება 2 სასწავლო ჯგუფად.

მიღება გამოცხადდება აპრილის ბოლოს, ხოლო სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის მაისში.

ინიციატივა წარმოადგენს განათლებისა და ბიზნესის ეფექტიანი პარტნიორობის მაგალითს და ხელს შეუწყობს დეკორატიული მებაღეობის სფეროს მდგრად განვითარებას საქართველოში.

გპფ ერთ-ერთი პირველი კერძო ფონდია საქართველოში, რომელიც 2017 წლიდან საგანმანათლებლო პროექტებს აფინანსებს. ფონდის ფილანთროპია 6,5 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო მისი ჩართულობით საქართველოში უკვე 65-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.

„გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელმაც 2024 წელს „გორგია აკადემია“ შექმნა. მას უკვე 300-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. აკადემიაში ხელმისაწვდომია 7 სასწავლო კურსი, საქართველოში სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმში და ზუგდიდში. კურსდამთავრებულს გადაეცემათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image m² თბილისში ექვსი ახალი კომპლექსის განვითარებისთვის დაახლოებით ₾2 მილიარდის ინვესტიციას გეგმავს - დიმიტრი ადამია

27.11.2026.10:58

m² თბილისში ექვსი ახალი კომპლექსის განვითარებისთვის დაახლოებით ₾2 მილიარდის ინვესტიციას გეგმავს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას m²-ის გენერალურმა დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა დიმიტრი ადამიამ განაცხადა

„ეს არის დაახლოებით 10 000 ბინა, ჯამურად არის 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთები, ინვესტიციადაახლოებით 2 მილიარდია. ამას ვთავაზობთ ერთდროულად ჩვენს მომხმარებელს და ახალგეგმებზე, რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველა პროექტი. ეს ის პროექტებია, რაც ჩვენ ამ ხუთ თვეშიმოვასწარით, რომ მოგვემზადებინა გასაყიდად. ამის იქით კიდევ გვაქვს რამდენიმე პროექტი,რომელზეც უკვე მუშაობს გუნდი და ამას მომავალ წელს წარმოგიდგენთ. დასაწყისშივე,გაზაფხულზე, იქნება კიდევ ანონსები და იქნება ძალიან საინტერესო ლოკაციები, უფროსაბურთალოზე. ასევე ვფიქრობთ ძალიან პრემიუმ სეგმენტშიც შესვლას. ისედაც m²-ს აქვს პრემიუმპროექტები, ძალიან თვალსაჩინო, ამის გაგრძელებასაც ვაპირებთ და ძალიან მალე დავაანონსებთცენტრალურ უბნებში. უკვე ამხელა კომპლექსებს ვეღარ ავაშენებთ ვაკესა და საბურთალოზე, ძალიანგამორჩეულ ლოკაციებზე შევთავაზებთ მომხმარებელს, ვისაც აინტერესებს ეს ლოკაციები,განსაკუთრებულ საცხოვრებელ კორპუსებს. პრემიუმის ერთი პროექტი არის განსაკუთრებული, ასევეძალიან მალე დავაანონსებთ კიდევ პრემიუმ პროექტებს.

5-ში იქნება ბინების შერჩევა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, 19-20-ში იქნება გაყიდვები და, როგორცდაგპირდით, იქნება ექსკლუზიური შეთავაზება, რომელიც არ ყოფილა ბაზარზე. ვისაც ბინის შეძენასურს, აუცილებლად უნდა მოვიდეს, გვეწვიოს და დარეგისტრირდეს“, - აცხადებს დიმიტრი ადამია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა