მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„გორგიას ხელოსანთა აკადემიის“ მეორე ნაკადის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

news image
mbc image

„გორგიას ხელოსანთა აკადემიის“ მეორე ნაკადის კურსდამთავრებულებს ოფიციალურად გადაეცათ  სერტიფიკატები, რომლებიც მათ სამშენებლო სექტორში დასაქმების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. ჯამში, უკვე 101-მა კურსდამთავრებული წარმატებით დაასრულა სწავლა როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.

აკადემიის მთავარი მიზანია პროფესიული განათლების მხარდაჭერა და კვალიფიციური კადრების მომზადება. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც თანამედროვე ევროპული და ამერიკული სტანდარტების შესაბამისად წარიმართა. სტუდენტებმა შეისწავლეს სხვადასხვა სამშენებლო სპეციალობები, მათ შორის: სანტექნიკა, კაფელ-მეტლახისა და იატაკის დაგება, კარ-ფანჯრებისა და სახურავის მონტაჟი, ასევე თაბაშირ-მუყაოს სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „გორგიას აკადემიის“ ყველა პროგრამას აკრედიტაცია მიანიჭა.

„ჩვენი მიზანია სამშენებლო სექტორის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადება, რომლებიც ინოვაციურ და ხარისხიან პროექტებში ჩაერთვებიან. მადლობას ვუხდით ყველა მხარეს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებაში წვლილი შეიტანა.“ – განაცხადა „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გურულმა.

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, სტამბოლში, ერევანსა და სოფიაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა