მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„გორგიას“ მენეჯმენტი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა - რას სთავაზობს კომპანია ბიზნესს

news image
mbc image

„გორგიამ“ ბიზნეს შეხვედრა გამართა, რომელსაც წამყვანი სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე „გორგიამ“ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც კომპანიის კორპორაციული შეთავაზებებისა და თანამშრომლობის უპირატესობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „გორგიას“ მიერ გამართული ბიზნეს შეხვედრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომლის მთავარი მიზანია იმ შესაძლებლობების გაზიარება, რომელიც „გორგიასთან“ თანამშრომლობით არის შესაძლებელი.  

„გორგიასთვის“, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა, წამყვან სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობა, ახალი პარტნიორების მოძიება. ჩვენთვის, როგორც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით ბაზრის ლიდერებისთვის, მნიშვნელოვანია სამშენებლო კომპანიებისთვის კორპორაციული შეთავაზებების გაზიარება. ბიზნეს შეხვედრის გამართვა ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ შესაძლებლობა გვქონოდა არსებულ და პოტენციურ პარტნიორ სამშენებლო კომპანიებთან  სამომავლო გეგმები დაგვესახა“. - აცხადებს „გორგიას“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გურული.

„რვა წელია რაც „გორგიასთან“ ვთანამშრომლობთ და მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვქონდა ამ გუნდის კორპორაციულ კლიენტებს შევხვედროდით. საქართველოში უკვე არაერთ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და გვიხარია, რომ მომავალში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „კოსტერი“ გერმანული ბრენდია და დასავლეთ ევროპის ბაზარზე ჰიდრო იზოლაციის მიმართულებით ოპერირებს“, - აღნიშნა კომპანია „კოსტერის“ წარმომადგენელმა მაზლუმ ბუდაკმა. 

„სამშენებლო კომპანია „ანაგს“ უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს „გორგიასთან“. მათთან ვთანამშრომლობთ როგორც სხვადასხვა სამშენებლო მასალებზე, ისე მოსაპირკეთებელ მასალაზე და ბევრ სხვა წვრილმანზე. დღევანდელ შეხვედრაზეც გავეცანით ბევრ სიახლეს და მომავალ წლებშიც ვაპირებთ მათთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას“, - განმარტა კომპანია „ანაგის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნინო სამხარაძემ.

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, სტამბოლში, ერევანსა და სოფიაში. „გორგია“  პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა