გორგიას სააქციო ნაკრები
ისტორია დაწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთის ყველა მოყვარულისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ისტორიული მატჩებისთვის გორგიაც ემზადება, ჰიპერმარკეტში საფეხბურთო ციებ-ცხელება უკვე დაიწყო.
ევროპის ჩემპიონატის პერიოდში გორგია სააქციო ნაკრებს გთავაზობს, რომელიც ისეთი პროდუქტებისაგან არის დაკომპლექტებული, როგორებიცაა- ტელევიზორი, დივანი, კარი, კონდიციონერი, ვენტილატორი. გორგია დაგეხმარება, რომ ერთ სივრცეში შეიძინო ყველა ის ნივთი, რაც ფეხბურთის ყურების პროცესს შენთვის კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სახლიდან უნდა უგულშემატკივრო, ჩვენ შევეცდებით თავი ისე იგრძნო, როგორც სტადიონზე. ამისთვის სულ რამდენიმე ნივთიც კი საკმარისია. ასეთია მაგალითად არტელის სმარტ ტელევიზორები, რომელიც სააქციო ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია. გორგიაში 32-ინჩიან სმარტ ტელევიზორს 299 ლარად შეიძენთ, 43-ინჩიანს - 599 ლარად, 50-ინჩიანს- 899 ლარად, ხოლო 55- ინჩიანს 1099 ლარად შეიძენ.
რკო ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.