მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე - გადაცემა, რომელიც არ გაჩერდა

news image
mbc image

მაშინ, როცა თითქოს ყველაფერი გაჩერდა და სატელევიზიო ეთერში მისი ადგილი ვეღარ მოიძებნა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დათო გორგილაძის საავტორო გადაცემა – „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქემ“ ერთგული მაყურებლისთვის ახალი სივრცე – იუთუბი  აითვისა.  რამდენიმე წლის წინ დაწყებულმა პროექტმა  ახალი  სიცოცხლე ახალ პლატფორმაზე იპოვა. თანაც ისე, რომ არც ჩვეული ხელწერა დაკარგა და არც გადაცემის ფორმატი. 

გადაცემა, რომელიც პორტრეტის, უშუალო დიალოგისა და “ჰარდ თოქის“ ნაზავია, უნიკალურია იმით, რომ თითქოს კარგად ნაცნობ ადამიანებს ხელახლა აღმოგვაჩენინებს. გორგილაძის ფრთხილად და ოსტატურად დასმული კითხვები სტუმრებს გულწრფელობისკენ უბიძგებთ. შესაბამისად, თამამად გვიყვებიან საკუთარ ისტორიებს წარსულზე, დღევანდელობაზე და იმ მომავალზე, რომელიც ჯერ  მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს.

ახალი სივრცის ათვისებამ გადაცემას განსხვავებული მიზნები გაუჩინა. ავტორმა გადაწყვიტა, გასცდენოდა ქვეყნის საზღვრებს და მაყურებლისთვის გაეცნო ის ადამიანები, რომლებიც  ევროპაში, საკუთარ თავთან ახლოს და სამშობლოსგან შორს ცხოვრობენ. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით  ადგა და ჩაალაგა ბარგი, ჩაჯდა თვითმფრინავში და წავიდა. რაც მთავარია, რესპონდენტებთან გაიყოლა ორი მთავარი კითხვა: პირველი -  როგორ აღიქვამენ საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს და მეორე, როგორ მივიდნენ მიზნამდე. 

“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ევროპული მოგზაურობა ექვს ეპიზოდს აერთიანებს. გადაცემის სტუმრები, ერთ დროს სხვადასხვა მიზეზით სამსახურის, სპორტული კარიერის, სწავლის თუ უბრალოდ ახალი თავგადასავლების საძიებლად საზღვარგარეთ გადაბარგდნენ. წამყვანთან პასუხობენ კითხვებს, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ სინამდვილეში ღრმა და დამაფიქრებელია. ეს კითხვები შთააგონებთ ხელახლა გადააფასონ რა დაკარგეს, რა აღმოაჩინეს და როგორ შეიცვალნენ სამშობლოდან შორს ყოფნისას.

ევროპული თავგადასავალი სტამბოლში იწყება. სწორედ აქ ხვდება გორგილაძე მათ, ვინც საკუთარ სათქმელს სიტყვებით გადმოსცემს  - მწერალ სალომე ბენიძესა და პოეტ ირაკლი კაკაბაძეს, იგივე იაკიკაბეს. ეს არის ორი განსხვავებული ხმა და სტილი, თუმცა ერთი განწყობა: არ გაჩერდნენ, ილაპარაკონ, წერონ და რაც მთავარია, იფიქრონ ქართულად. 

“ძალიან ხშირად ვუყურებ საკუთარ თავს, როგორც პერსონაჟს“, - ამ სიტყვების ავტორი გორგილაძის პირველი სტუმარი, სალომე ბენიძეა. სტამბოლში მცხოვრები სალომე ერთ-ერთია, ვინც სამშობლოსთან შინაგან დიალოგს მისგან მოშორებითაც ინარჩუნებს და ქართული ისტორიის შტრიხებს თავის შემოქმედებაშიც ყოველთვის ასახავს. მისი მთავარი შთაგონების წყარო, დღემდე, მარო მაყაშვილია. ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ არ შეიძლებოდა დუმილი მაშინ, როცა ქვეყანას მოქმედება სჭირდებოდა. მისთვის მარო მაყაშვილის იდეა და ნიკო ნიკოლაძის საქართველო ის ღირებულებებია, რომლისთვისაც თავგანწირვა ღირს. სალომეს თქმით, აუცილებელია, ვიცნობდეთ იმ ქართველებს, რომლებსაც თავისუფლებისა და უკეთესი მომავლის შექმნის უშრეტი სურვილი ამოძრავებდათ. ხოლო გორგილაძის მთავარ კითხვაზე, რა არის მისი ცხოვრების წესი, პასუხობს: ყველაზე წარმოუდგენელი რამეებიც კი შეიძლება გახდეს რეალობა, თუკი მოინდომებ და იბრძოლებ“.

მოგზაურობის მეორე ეპიზოდში, გორგილაძეს იაკი კაბე მასპინძლობს. ადამიანი, რომელიც პროფესიული საქმიანობის მიღმა აქტივიზმითაა დაკავებული და ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელობს. იაკი ღიად საუბრობს აფხაზეთის ომისა და ემიგრაციის გამოცდილებაზე. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისთვის ამ თემების საჯაროდ განხილვა მარტივი არასდროს ყოფილა:“ვერ ვყვები, რა მაქვს ნანახი და რა გამოვიარე. არასდროს მქონია ძალა, მესაუბრა ამ ამბავზე”, - ამბობს ის.

სიუჟეტში იაკი მხოლოდ წარსულს არ იხსენებს, უფრო მეტ დროს იმაზე საუბარს უთმობს, როგორია ცხოვრება სამშობლოდან შორს. ამბობს იმასაც, რომ მისი პერსპექტივით დანახული საქართველო ნათელია, რადგან ქართველი ყოველთვის ახერხებდა გველეშაპის დამარცხებას და არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი.

გორგილაძის სტამბოლში მოგზაურობა პოეტის ქართულ კუთხეში სრულდება. “გალაქტიონი“ - ასე ჰქვია ადგილს, რომელიც ერთდროულად რესტორანიცაა და კულტურული სივრცეც.  აქ, პერიოდულად, ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები და დისკუსიები იმართება. მოკლედ, ყველაფერია, რაც ქართველ ემიგრანტებს სამშობლოსთან კავშირს აგრძნობინებს, ხოლო უცხოელ სტუმრებს განსხვავებულ კულტურაში ამოგზაურებს.

შემდეგი გაჩერება - გერმანია, ქალაქი ულმი. ამჯერად, “აუტანელი სიმსუბუქის” მასპინძელი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძეა. ის ამჟამად გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ “ჰაიდენჰაიმსში“ თამაშობს. სხვა ეპიზოდებისგან განსხვავებით, ბუდუსთან ინტერვიუ გვაჩვენებს, როგორია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც ჯიუტად იცავს რუტინულ, თუნდაც მოსაწყენ რეჟიმს და საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების სჯერა. “სახალხო ფეხბურთელმა“ ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რომელსაც მოედნის მიღმა ყოველდღიურად აწყდება. მაგალითად, ფიქრები იმის შესახებ, ღირს თუ არა ბრძოლა, ან კარიერის გაგრძელება მის ასაკში. გამოტყდა იმაშიც, რომ ჰქონია მომენტები, როცა უბრალოდ გაჩერება სურდა, თუმცა სისუსტეები დაძლია და მიზნიდან არ გადაუხვევია.  მისი შეფასებით, შრომა, თვითრწმენა და დისციპლინა ის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს შთაგონებული.

ევროპული თავგადასავლის ბოლო გაჩერება ბერლინია. ქალაქი, სადაც განსხვავებული ადამიანები ერთ სივრცეში თანაარსებობენ და ქმნიან ხელოვნებას, რომელიც საზღვრებს სცდება. მეოთხე ეპიზოდი მწერალ ზაზა ბურჭულაძეს გვაცნობს. სხვა რესპონდენტებისგან განსხვავებით, ზაზა ბურჭულაძის განწყობა შედარებითმელანქოლიურია. კითხვაზე თუ როგორ გრძნობს თავს, მოკლედ პასუხობს: “როგორც საქართველო, მძიმედ. “ მაყურებლისთვის არ დაუმალავს, რომ დიდად წერის ხალისი არ აქვს. მისი თქმით: “ვერ წარმოუდგენია როგორ უნდა დაწერო ადამიანმა, თუ ღვიძლის ნაცვლად, ღვარძლი არ გაქვს”.

ბურჭულაძე იხსენებს, რომ წარმატებასთან ერთად არაერთი მარცხი ჰქონია და ამაზე ღიად საუბარი არ აშინებს. 

წარმატებულ მწერალთან დამაფიქრებელი და ცოტა სევდიანი ინტერვიუ იმედიანად  სრულდება, რადგან ბურჭულაძე მთავარ მამოძრავებელ ძალად ასახელებს იმედს, რომელიც, მისი თქმით,  ყველა ადამიანში უნდა ცოცხლობდეს.

მწერლებისა და სპორტსმენის შემდეგ გორგილაძის ევროპული მოგზაურობა არტისტებთან სრულდება. ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს ახალგაზრდა ქართველი არტისტი ივა ქიმერიძე, რომელიც ხელოვნებაში საკუთარ გზას სწრაფი ნაბიჯით მიიკვლევს. ივა ქიმერიძე საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის 2024 წლის გამარჯვებულიცაა. ივასთვის ბერლინი მხოლოდ დიდი ხელოვნების ქალაქი არ არის, ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება ყველაზე თამამი შეკითხვებიც დასვა და პასუხი ხელოვნების ენით გასცე. 

გორგილაძე ევროპულ თავგადასავალს DJ და პროდიუსერ “სექტასთან“ ასრულებს. ახალგაზრდა, ენერგიულ და მრავალფეროვან ხელოვანთან, რომელიც ბერლინის ელექტრონულ სცენაზე გამორჩეულად უყვართ. ის ინტერვიუში საკუთარი გამოცდილების, მუსიკის მნიშვნელობისა და რეფლექსიების შესახებ საუბრობს. კითხვაზე თუ როგორ ინარჩუნებს კავშირს სამშობლოსთან, მისი პასუხი შემდეგია: “ყველაფერი რასაც ვაკეთებ ქართული პროდუქტია, რადგან ეს არის ჩემი წარმომავლობა“.  

საბოლოო ეპიზოდი ხაზს უსვამს იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობს ადამიანი - სტამბოლში, მიუნხენში თუ ბერლინში.  ქართული გენი, გამოცდილება და კულტურა ყველგან სუნთქავს.

ევროპული მოგზაურობიდან დაბრუნებული გორგილაძე არც შემდეგ გაჩერებულა. სეზონის ბოლო ეპიზოდის მთავარი გმირი, მუსიკოსი გიორგი ცაგარელია. ადამიანი, რომელიც ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ სცენაზე ბრუნდება. თანაც ისე, რომ სრულიად ახალი სიტყვა აქვს სათქმელი - ახალი სტილით და გზავნილებით. მნიშვნელოვანია, რომ გადაცემაში ის საუბრობს იმაზე, თუ რატომ გაჩერდა, როდის და რატომ გადაწყვიტა დაბრუნება და რას ნიშნავს მისთვის მუსიკა ახლა, როცა მონატრებული სცენა ელოდება. ცნობისთვის, Comeback- ასე ჰქვია გიორგი ცაგარელის პროექტს, რომელიც დღის შუქს სულ მალე იხილავს. 

„აუტანელი სიმსუბუქის“ ბოლო სეზონი ნათლად გვაჩვენებს, რომ განსხვავებული ბიოგრაფიების მიუხედავად, კარიერის გზაზე არც დავით გორგილაძე და არც მისი გმირები გაჩერებულან. სწორედ ამ  საერთო  არგაჩერებამ გააერთიანა საქართველოს ბანკი და “აუტანელი სიმსუბუქე” რამდენიმე თვის წინ.  გადაცემის გმირებიც ხომ  მუდმივად ცდილობენ არ შეეგუონ რეალობას, იბრძოლონ, განვითარდნენ და საკუთარი  კვალი დატოვონ.  ჩვენ კი, ამ ისტორიების მოსმენით, უნდა ვიპოვოთ რწმენა იმისა, რომ ჩვენც შეგვიძლია. 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა