მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

„გორი ინნ“-ი სამდღიან ვაშლის ფესტივალს უმასპინძლებს

news image
mbc image

გორში, „გორი ინნ“-ის ეზოში, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ვაშლის სამდღიანი ფესტივალი „ვაშლი ფესტი“ გაიმართება. როგორც სასტუმროს მფლობელი ერეკლე კოკაია Business Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ფესტივალი წელს პირველად ჩატარდება და, წარმატების შემთხვევაში, ყოველწლიურ ღონისძიებად იქცევა.

„წელს პირველად ვახორციელებთ ახალ ღონისძიებას, რომელიც, იმედია, სამომავლოდ ყოველწლიურ ტრადიციად გადაიქცევა. ფესტივალს „ვაშლი ფესტი“ ერქმევა და ის გორში, „გორი ინნ“-ის ეზოში გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და ფერმერები.

საშუალებას ვაძლევთ ადგილობრივ ბიზნესებს, წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია და ცნობადობის ამაღლებაშიც ვუწყობთ ხელს. ამავე დროს, გვექნება სხვადასხვა გასართობი ღონისძიება როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის. ბავშვებისთვის ცალკე ანიმატორები გვეყოლება მთელი დღის განმავლობაში.

ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება - 30 და 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს. მისი ძირითადი მიზანია როგორც ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა, ისე ტურიზმის განვითარება. ამასთან, ჩატარდება კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც გართობასთან, შემოდგომასა და ვაშლთან იქნება დაკავშირებული. გორი ისედაც ასოცირდებოდა ვაშლთან და ახლა გვინდა, ეს ასოციაცია უფრო დადებითად გამოვიყენოთ.

გარდა ამისა, სიახლე ის იქნება, რომ გვინდა, საქართველოში ვაშლის გამოყენების ისეთი კულტურა დავნერგოთ, რომელიც აქამდე ფართოდ გავრცელებული არ ყოფილა. მაგალითად, გვინდა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით შევქმნათ მენიუ, რომელშიც ვაშლი მთავარი ინგრედიენტი იქნება. ეს იქნება ვაშლის ღვეზელები, ვაშლის შტრუდელი, ვაშლის ფრიტერი თუ ვაშლის სიდრი. ამით ადგილობრივ კულინარიაშიც ნელ-ნელა მეტ მრავალფეროვნებას შევიტანთ.

წელს ჩვენთვის საპილოტო ფესტივალია, რადგან, სრულიად ახალ ტრადიციას არაფრიდან ვიწყებთ. თუ ღონისძიება წარმატებით ჩაივლის, რა თქმა უნდა, მას ყოველწლიურად გავმართავთ. ჩვენი მიზანიც ეს არის - გვინდა, რომ ეს ყოველწლიურ ფესტივალად იქცეს. როგორც, მაგალითად, რთველი ასოცირდება კახეთთან, ისე გვინდა, რომ შემოდგომა „ვაშლი ფესტთან“ ასოცირდებოდეს. ვეცდებით, ყოველწლიურად რაღაც ახალი შევთავაზოთ სტუმრებს.

აქვე აღვნიშნავ, რომ ფესტივალი ყველასთვის ღიაა და აბსოლუტურად უფასოა“, - აცხადებს ერეკლე კოკაია.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის დღეები გაიმართება

16.10.2026.15:57

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია.

წელს ღონისძიება 30 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, კვლავ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ: გაეცნონ ახალ გამოცემებს; დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს; შეხვდნენ ავტორებს და რაც მთავარია, შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.

ამასთან, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით, მათ შორის:

• სტუდენტური ბარათითა და sCool Card-ით გადახდისას იმოქმედებს 20%- იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი);

• PLUS ბარათით გადახდისას კი დაგერიცხებათ ათჯერ მეტი PLUS ქულა.

გახსოვდეთ, Student Card-ის და PLUS Card-ის შეთავაზება უნდა გაიაქტიუროთ მობილბანკში. sCool Card-ის შეთავაზება კი sCoolApp-ში.

შეთავაზებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  ბმულს.

ღონისძიების ორგანიზატორია ექსპოჯორჯია

საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერია

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა