გრძელვადიან პერსპექტივაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მიზანი საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა - ლევან ვეფხვაძე
შავი ზღვის კაბელი არის ის, რომელიც იაფ და მწვანე ელექტროენერგიას გაგვატანინებს ევროპაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. მისი თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველოსთვის ენერგოუსაფრთხოებისა და ევროპულ ბაზარზე გასვლის უნიკალური შესაძლებლობაა. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, პროექტმა უკვე მიიღო „ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტის“ სტატუსი, რაც მწვანე შუქს უნთებს საერთაშორისო საგრანტო მექანიზმებსა და ევროპელი ინვესტორების მოზიდვას.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს პროექტი სეზონური სიჭარბის პრობლემას გადაჭრის და ქვეყანას საშუალებას მისცემს, ევროპაში იაფი, განახლებადი ენერგია გაიტანოს.
„შავი ზღვის კაბელი არის სწორედ ის, რამაც სიჭარბეები, სეზონური განსხვავებები უნდა მოგვიხსნას. შავი ზღვის კაბელი არის ის, რომელიც ევროპასთან შედარებით იაფ და მწვანე ელექტროენერგიას გაგვატანინებს ევროპაში, იქ სადაც ბაზარი გაცილებით ძვირია და მეორეს მხრივ მოთხოვნა მწვანე ენერგიაზე არის ძალიან მაღალი.
მწვანე ენერგიაში ვგულისხმობ ქარი, მზე და ჰიდრო, რომელიც საბოლოო ჯამში განახლებადი ენერგიის წყაროებია და აქედან გამომდინარე ევროპაში მათზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.
დღესდღეობით ჩვენ არა გვაქვს მსგავსი ტიპის კავშირი, ამხელა სიმძლავრის კავშირი ჩვენ მეზობლებთან.
მეორეს მხრივ ეს კაბელი, რომელიც საკმაოდ რთული იქნება ასაგებად - სისტემის სტაბილურობისთვის იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. კაბელმა მიიღო ორმხრივი ინტერესის მქონე სტატუსი. შესაბამისად ეს უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ მას მწვანე შუქი აქვს მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ასპექტში და მეორეს მხრივ მას აქვს შანსი, რომ გრანტიც მიიღოს, ანუ საგრანტო მექანიზმებზეც წვდომა ექნება.
მესამეზე მხრივ, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ევროპელი ინვესტორი ჩავრთოთ პროექტში - როგორც ტექნოლოგიური პარტნიორი და სააქციო კაპიტალის ნაწილში თანამონაწილე. პროექტი წარმოუდგენელია სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე, ამიტომ ინვესტორის ჩართულობა აუცილებელია.
ამიტომ მე მგონია რომ მესამედი წილი შეიძლება კერძო ინვესტორი იყოს შემოვიდეს და მან მიიღოს მონაწილეობა მშენებლობაში იმის გათვალისწინებით რომ ამ კომპანიას მსგავსი კაბელების მშენებლობის გამოცდილება აქვს და მისი მონაწილეობა ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო.
მოკლედ, ეს პროექტი ქმნის სრულად კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელს, სადაც როგორც უცხოელი, ისე ქართული ინვესტორები, სახელმწიფოს ჩართულობით, ერთიანად ქმნიან პლატფორმას. მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა - იგივე ტერმინით, რომელიც ადრე ხშირად გამოიყენებოდა, ენერგოდამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბებაა“, - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.
სხვა სიახლეები
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
16.06.2026.19:19
„ექსპრეს ლომბარდში“ შეფასების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში შეფასების პროცესს მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები უძღვებიან, რაც მომხმარებლის ნივთის ზუსტ შეფასებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
კომპანიის თითოეული ექსპერტი გადის რამდენიმეთვიან ინტენსიურ მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ეუფლებიან შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რაც ნივთის ზედაპირის დაზიანებას ან გადაქლიბვას გამორიცხავს.
როგორ ხდება შეფასება?
პროცესი იწყება ნივთის ავთენტურობისა და სინჯის დადგენით. ექსპერტი ამას თანამედროვე, არაინვაზიური ხელსაწყოებით აკეთებს, რის შემდეგაც ნაკეთობა მაღალი სიზუსტის ელექტრონულ სასწორზე იწონება. საბოლოო ღირებულება ამ ზუსტი მონაცემებისა და მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით გამოითვლება.
ასეთი მიდგომა მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მისი ნივთი შეფასების შემდეგ პირვანდელ, უცვლელ სახეს შეინარჩუნებს.
ექსპრეს ლომბარდის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში შეუძლიათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939