როგორ პასუხობს Greenox Development მზარდ მოთხოვნას ეკოლოგიურ საცხოვრებელ სივრცეებზე და რა მიმართულებით გეგმავს გაფართოებას
GREENOX Development სამშენებლო კომპანიაა, რომლის საქმიანობაც ეფუძნება ეკოლოგიური პასუხისმგებლობის პრინციპებს, პრემიუმ ხარისხის მასალების გამოყენებასა და თბილისის ისტორიულ უბნებში თანამედროვე ინფრასტრუქტურის დანერგვას. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს ნინი თანდილაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებელს?
Greenox Development არის ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერი, რომელიც თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობა მიმართულია მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შექმნისკენ, თანამედროვე არქიტექტურული და ურბანული მიდგომების გათვალისწინებით.
Greenox-ის ძირითადი მიმართულებაა დედაქალაქის ისტორიულ უბნებში, ბუტიკური ტიპის საცხოვრებელი პროექტების შექმნა, სადაც დაცულია გარემოს ავთენტურობა და ამავდროულად დანერგილია თანამედროვე ცხოვრების სტანდარტები.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს გონივრულად დაგეგმარებულ საცხოვრებელ სივრცეებს, გამწვანებულ გარემოს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, კომერციულ ზონებსა და მიწისქვეშა პარკინგს, რაც სრულად პასუხობს კომფორტული და მაღალი ხარისხის ურბანული ცხოვრების მოთხოვნებს.
რამდენად მზარდია მოთხოვნა ეკოლოგიურ და ენერგოეფექტურ საცხოვრებელ პროექტებზე და როგორ პასუხობთ ამ ტენდეციას?
ბოლო წლებში თბილისში ნამდვილად მზარდია მოთხოვნა ეკოლოგიურ და ენერგოეფექტურ საცხოვრებელ პროექტებზე, რასაც ადასტურებს ჩვენს მიერ 2024-2025 წელს შესრულებულ პროექტზე, “გრინოქსი აბაშიძეზე” , მომხმარებლების ინტერესი. ეს განპირობებულია როგორც ცხოვრების ხარისხის მიმართ გაზრდილი მოლოდინებით, ისე გრძელვადიანი ეკონომიური სარგებლისადმი ინტერესით.
Greenox Development ამ ტენდენციას პასუხობს პროექტების დაგეგმარების პროცესიდანვე - აქცენტი კეთდება გარემოსთან ჰარმონიულ ინტეგრაციაზე, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და საცხოვრებელი სივრცეების მაქსიმალურ კომფორტზე.
კომპანია ცდილობს ისეთი ურბანული გარემოს შექმნას, სადაც ენერგოეფექტურობა და თანამედროვე ცხოვრების სტანდარტები ერთიანდება ერთ მთლიან, გააზრებულ არქიტექტურულ გადაწყვეტაში, რაც მომხმარებელს აძლევს როგორც კომფორტს, ისე მდგრად საინვესტიციო ღირებულებას მომავალში.

რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც Greenox-ის პროექტებს კონკურენტებისგან განასხვავებს, განსაკუთრებით პრემიუმ სეგმენტში?
Greenox Development-ის პროექტების კონკურენტული უპირატესობები პრემიუმ სეგმენტში რამდენიმე ძირითად ფაქტორზეა დაფუძნებული, რომლებიც მას ბაზარზე გამორჩეულ პოზიციას აძლევს. პირველ რიგში, ეს არის ლოკაციის სტრატეგიული შერჩევა. გრინოქსის ძირითადი სამიზნე ტერიტორია დედაქალაქის ისტორიულ და პრესტიჟულ უბნებშია, როგორებიცაა ვერა, ვაკე, მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია, ლისი და სხვა.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბუტიკური მასშტაბის განაშენიანება - შედარებით მცირე, დაბალი განაშენიანების პროექტები ქმნის უფრო მეტ პრივატულობას, ნაკლებ დატვირთვასა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს, რაც პრემიუმ სეგმენტში განსაკუთრებით მოთხოვნადია. მესამე მიმართულებაა არქიტექტურული და ფუნქციური გადაწყვეტა - თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინი შერწყმულია გონივრულ გეგმარებასთან, რაც მაქსიმალურად იყენებს სივრცეს და უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებასა და კომფორტს.
ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ეკოლოგიური და ენერგოეფექტური მიდგომა - პროექტებში გამოყენებულია თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები, რაც მიმართულია ენერგიის მოხმარების შემცირებისა და უფრო მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნისკენ.
და ბოლოს, კომპანიას გამოარჩევს ხარისხსა და ვადებზე ორიენტირებული შესრულება, რაც ზრდის ბრენდის სანდოობას პრემიუმ ბაზარზე.

რა მიმართულებით გეგმავთ კომპანიის განვითარებას - იგეგმება თუ არა ახალი პროექტების დაწყება, ლოკაციების გაფართოება ან ახალი კონცეფციების დანერგვა ბაზარზე?
როგორც უკვე ავღნიშნე, კომპანიის განვითარების მთავარი მიმართულებაა ისტორიულ უბნებში ძველი თბილისის კულტურის შენარჩუნება თანამედროვე არქიტექტურის ინტეგრირებით.
უახლოეს მომავალში „გრინოქსი“ გეგმავს ვაკის ტერიტორიაზე ბუტიკური, მცირე განაშენიანების პროექტის დაწყებას, სადაც ყურადღება გამახვილდება თანამედროვე არქიტექტურაზე, ენერგოეფექტურობასა და მობინადრეთა კომფორტზე.
ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ლოკაციების გაფართოება - პრესტიჟული ცენტრალური უბნების გარდა, კომპანია განიხილავს ახალ, სწრაფად განვითარებად არეალებს. გარდა ამისა, გრინოქსის მაღალკვალიფიციური გუნდი მუშაობს ახალი კონცეფციების დანერგვაზე, რაც მოიცავს:
● ეკოლოგიურად მეგობრულ (მწვანე) პროექტებს ისტორიულ უბნებში;
● თანამედროვე, ფუნქციურ დაგეგმარებებს თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
● საცხოვრებელ კომპლექსებში დამატებითი სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ინტეგრაციას.

გრინოქს დეველოპმენტის მთავარი მიზანია არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცეების შექმნა, არამედ ისეთი გარემოს განვითარება, რომელიც პასუხობს თანამედროვე ცხოვრების სტილს, მაგრამ, ამავდროულად არ კარგავს დედაქალაქის ისტორიის ავთენტურობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ბრენდის ვებგვერდს ეწვიონ.
სხვა სიახლეები
ინფრასტრუქტურის გაფართოება და ახალი პროექტები - რა გეგმები აქვს „ედის დაჩას“
05.10.2026.12:00
წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ედის დაჩა“ სტუმრებს ისტორიულ სახლში დასვენებისა და თანამედროვე კომფორტის შეთავსების შესაძლებლობას სთავაზობს. ობიექტი კანიონის პირას განთავსებული ეკო-კოტეჯებით, ღია თერმული აუზითა და კლდეში გამოკვეთილი საუნებით გამოირჩევა. Business Insider Georgia-სთან სასტუმროს დამფუძნებელი ედვარდ მკრტიჩიანი ობიექტის განვითარების მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით ზაფხულის სეზონს და როგორი იყო ობიექტის დატვირთვა?
ზაფხულის სეზონს საკმაოდ დადებითად შევაფასებდით - ობიექტის დატვირთვა მაღალი იყო. ამ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ინფრასტრუქტურის გაფართოებამ: დავამატეთ სრულიად ახალი კონცეფციის ეკო-კოტეჯები კანიონის პირას, freestanding აბაზანებითა და პანორამული ხედებით, რამაც ახალი, პრემიუმ სეგმენტი მოგვიზიდა.

თუმცა, მოლოდინი კიდევ უფრო მაღალი იყო. რეგიონში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ (ისრაელ-ირანის კონფლიქტმა) გარკვეული გავლენა იქონია და ისრაელიდან შემოსული ჯავშნების ნაწილის გაუქმება გამოიწვია.
როგორი იყო ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების წილი და რომელი ქვეყნებიდან იყო ყველაზე მეტი ვიზიტორი?
გასულ წელს თუ სტუმრების 95%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენდნენ და მხოლოდ 5% იყო ადგილობრივი, წელს ეს თანაფარდობა შეიცვალა - 80% უცხოელი და 20% ადგილობრივი მომხმარებელი.
ადგილობრივი სეგმენტის ზრდა განაპირობა ჩვენმა უნიკალურმა ინფრასტრუქტურამ: 24/7-ზე მომუშავე ღია თერმულმა აუზმა (36–38°C), კლდეში გამოკვეთილმა საუნებმა და ახალმა ლუქს-კოტეჯებმა.

როგორია შემოდგომის სეზონის ჯავშნები, რა ტენდენციას ხედავთ ამ სეზონზე და რა მოლოდინები გაქვთ?
მთავარი ტენდენცია: დღეს ტურიზმი დიდ ტრანსფორმაციას განიცდის. თუ ადრე მოგზაურები სტანდარტულ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს ირჩევდნენ, ახლა უპირატესობას ანიჭებენ ავთენტურ, ემოციურ ტურიზმს - სურთ ადგილობრივი ისტორიის შეგრძნება, ბუნებასთან სიახლოვე და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. ჩვენი სტუმრების 95% ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს და სწორედ ასეთ შთაბეჭდილებებს ეძებს.

ჩვენი კონცეფციის სისწორეს Booking.com-ის შეფასებებიც ადასტურებს - 317 რევიუს საფუძველზე გვაქვს უმაღლესი რეიტინგი: 9.5.
რა მიმართულებით ვითარდება „ედის დაჩა“ (ინფრასტრუქტურის, სერვისების ან კონცეფციის კუთხით) და რა არის სამომავლო გეგმები?
„ედის დაჩა“ ვითარდება როგორც აუტენტურობისა და თანამედროვე კომფორტის სინთეზი. ჩვენ შევინარჩუნეთ 1936 წლის ისტორიული სახლი და მასთან ერთად შევქმენით 4 განსხვავებული კატეგორიის დასასვენებელი სივრცე. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეკო-გასტრონომიას - გვაქვს საკუთარი სათბური, სადაც მოგვყავს ორგანული ბოსტნეული და სტუმრებს ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ საუზმესა და ვახშამს ვთავაზობთ.

სამომავლოდ ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაფართოებას. უახლოეს პერიოდში აშენდება ახალი, 2-საძინებლიანი კოტეჯი, რომელიც ჰაერში, უშუალოდ კანიონის თავზე იქნება გამოშვერილი, რაც სტუმრებს კიდევ უფრო შთამბეჭდავ და ექსკლუზიურ გამოცდილებას შეუთავაზებს.
სასტუმრო „ედის დაჩა“ (წალკა, დაშბაშის კანიონი): 2026 წლის სეზონი 2025 წელთან შედარებით:
შესადარებული პერიოდი: 17 მაისი – 29 სექტემბერი (ორივე წელს, 136 დღე). მონაცემთა წყარო: Booking.com-ის დაჯავშნები.

რა შეიცვალა
ზრდა ყველა თვეში. ყველაზე მეტად გაიზარდა „მშვიდი“ თვეები: ივნისში ნომერ-ღამეები 68%-ით მოიმატა, სექტემბერში 54%-ით. ივლისში ზრდა 20%-ია, აგვისტოში 18%.
კვირის დღეები. 2025 წელს ღამეების 21% შაბათზე მოდიოდა. 2026 წელს დატვირთვა თანაბრად გადანაწილდა: შაბათის წილი 16%-მდე შემცირდა, ხოლო ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას ზრდა 40–60%-ია. წალკა უკვე არა მხოლოდ შაბათ-კვირის მიმართულებაა.
სტუმრები უფრო ადრე გეგმავენ. დაჯავშნიდან ჩამოსვლამდე დრო (მედიანა) 11 დღიდან 24 დღემდე გაიზარდა. „ბოლო წუთის“ დაჯავშნები (ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე ან ნაკლები) 40%-დან 30%-მდე შემცირდა.
დარჩენის ხანგრძლივობა. 2 ან მეტი ღამით დარჩენილი სტუმრების წილი 14%-დან 18%-მდე გაიზარდა. თუმცა 82% ჯერ კიდევ ერთ ღამეს რჩება, ანუ წალკა ბევრისთვის ჯერ კიდევ გზად გაჩერებაა. ეს ზრდის პოტენციალია.
გეოგრაფია. სტუმრების დაახლოებით 90% უცხოელია, და ორივე წელს ისინი 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.
2026 წელს ჩამოვიდნენ სტუმრები ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, პორტუგალიიდან, არგენტინიდან, ავსტრალია ამერიკა პერუ იაპონია.

ადგილობრივი ტურისტები - სტუმრების რაოდენობა საქართველოდან გაორმაგდა (31-დან 63-მდე), დაჯავშნები 14-დან 27-მდე გაიზარდა.
ოჯახები - დაჯავშნების დაახლოებით მეოთხედში ბავშვებიც არიან. ბავშვების საშუალო ასაკი 10 წელია. 6–12 წლის ბავშვები 41-დან 60-მდე გაიზარდა.
სრული პერიოდი - ბოლო 12 თვეში სასტუმრომ 932 სტუმარი მიიღო 37 ქვეყნიდან. პირველი სტუმრიდან (2025 წლის მაისი) დღემდე ეს რიცხვი 1414 სტუმარია 43 ქვეყნიდან.
სიახლე - 2026 წლის მარტიდან სასტუმროში ორი ახალი კატეგორიის ნომერია: „Black“ და „White“- კოტეჯები შავი და თეთრი.
შენიშვნა: მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ Booking.com-ის დაჯავშნებს. პირდაპირი დაჯავშნები არ შედის, ამიტომ რეალური დატვირთვა უფრო მაღალია. ქვეყანა ნიშნავს დამჯავშნელის ქვეყანას და არა მოქალაქეობას.