მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7255.4
0.0031
flag
AZN 1.5711
-0.0004
flag
CNY 39.39
-0.0007
flag
EUR 3.1003
-0.0092
flag
GBP 3.5762
-0.0147
flag
KZT 55.17
-0.0047
flag
TRY 0.0582
0
flag
USD 2.6708
-0.0008
news banner

Green Energy სახლებისთვის უფასო ელექტროენერგიის მისაწოდებლად დეველოპერებთან ითანამშრომლებს

news image

კომპანია Green Energy სამშენებლო კომპანიებთან და დეველოპერებთან აქტიურ თანამშრომლობას იწყებს, რათა საცხოვრებელი სახლების სახურავებზე გაჩნდეს მზის პანელები და მოსახლეობამ უფასო ელექტროენერგია მიიღოს. როგორც ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიასთან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა გადელიამ განაცხადა, დეველოპერებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თავად დეველოპერები არიან  დაინტერესებული საკუთარ პროექტები მზის პანელებით აღჭურვოს.

მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ წამყვან დეველოპერებთან, ვინაიდან ეს ჯერჯერობითკონფიდენციალური ინფორმაციაა, მათ სახელებს ვერ დაგიკონკრეტებთ. ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ შენობების სახურავებზე მზის სადგურები დამონტაჟდეს. მათ თავად აქვთ ამის დაინტერესება და ჩვენ რესურსის ჩადება ამაში არ გვიწევს.

დამატებით გეტყვით იმასაც, რომ შენდება ბევრი პატარა აპარტამენტები ბევრ რეგიონში, თითქმის ყველა არის დაინტერესებული დაამონტაჟონ მზის სადგურები. 2 სართულიანი სახლის შემთხვევაში ეს არის 5-8 კვტ-იანი მზის სადგური, რომელიც მათთვის სრულიად საკმარისია. მათ აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ ნეტო აღრიცხვის სისტემაში და რაც იქნება ჭარბად გამომუშავებული ენერგია გაუშვან ქსელში, ან რაც დააკლდებათ მიიღონ ქსელიდან, - აღნიშნა კომპანია Green Energy- აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა გადელიამ.

მისი თქმით, სხვადასხვა პროექტებში მზის პანელების მონტაჟი ყველა მხარისთვის სასარგებლოა, მაცხოვრებელს აქვს უფასო ენერგია, ხოლო დეველოპერს უადვილდება ასეთი ქონების რეალიზება. 

როდესაც თქვენ ბინას ან კერძო სახლს ყიდულობთ და დეველოპერი გეუბნება, რომ თუ თქვენ ჩემს სახლს შეიძენთ ელექტროენერგია გექნებათ უფასო, ამის სანაცვლოდ კი, კვადრატულზე შესაძლოა X დოლარის ფასნამატი გაგიკეთოს, ორივე მხარისთვის სარგებლიანია.  თქვენ მთელი ცხოვრება გექნებათ უფასო ელექტროენერგია. ეს კი მომხმარებლისთვის ძალიან საინტერესო წინადადებაა. გარდა იმისა, რომ თქვენ ელექტროენერგიას უფასოდ იღებთ, თავად დეველოპერსაც უადვილდება ბინის გაყიდვა. მარკეტინგულ ნაწილში ეს თემა ძალიან აქტიურად ერთვება. 

დამატებით ვგეგმავთ მუნიციპალიტეტებთან შეხვედრებს, რადგანაც მოგვმართავენ ძალიან ბევრი პატარა სასტუმროს მფლობელები ან უბრალოდ კერძო პირები სხვადასხვა რეგიონებიდან, რომელთაც ხშირად აქვთ წყვეტები და ეთიშებათ ელექტროენერგია. მიუხედავად იმისა, რომ გრინ ენერჯი პატარა მზის სადგურებზე არ მუშაობს, ძალიან გვინდა, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი უფრო მეტად გავაძლიეროთ და დავეხმაროთ ამ ადამიანებსაც, ჰქონდეთ უფასო ელექტროენერგია და გახდნენ ენერგოდამოუკიდებლები.  

ნინა გადელია ბიზნეს ინსაიდერთან განმარტავს, რომ Green Energy- 2023  წლიდანვე გეგმაში აქვს, გააძლეროს სამომხმარებლო მიმართულებაც, როგორც დეველოპერების ნაწილში(B2B პარტნიორობა) ისე კერძო ინდივიდებთან და მუნიციპალიტეტებთან.

,, ჩვენ მზად ვართ,  ჩავდოთ უფრო მეტი რესურსი, რადგანაც ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ვფიქრობთ, რომ ვალდებულებიც კი ვართ ეს გავაკეთოთ ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის.  ‘’

დამატებით,  ჩვენ გავაძლიერეთ საგანმანათლებლო მიმართულებაც. სკოლებსა და უნივერსიტეტებში ლექციებს ვატარებთ, რომელსაც ახალი სემესტრიდან (სექტემბრიდან) კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ამ ნაწილში, ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიების მიმართულებით ცნობიერება ავამაღლოთ, ახალგაზრდებმა უფრო მეტი გაიგონ განახლებად ენერგიებზე და ამ დარგში დასაქმდნენ კიდეც. ძალიან დიდი სექტორია და ასათვისებელია,- ამბობს ნინა გადელია.

Green Energy- აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისათვის მზის პანელების ფასი საკმაოდ დაკლებულია.  

მზის პანელების ფასი ბოლო 2 კვირის განმავლობაში საკმაოდ დაკლებულია. ასეთი დაბალი ფასი, ბოლო 6 წლის განმავლობაში, რაც ეს დარგი საქართველოში ვითარდება, არასოდეს არ ყოფილა. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩინეთში და ზოგადად მსოფლიოში ტექნოლოგიები საკმაოდ სწრაფად ვითარდება.

 კომპანია Green Energy-იმ აქტიური საქმიანობა დაიწყო 2017 წელს და დღეს უკვე არის ყველაზე მსხვილი კომპანია საქართველოში, რომელიც მზის ენერგეტიკის სექტორში ოპერირებს.


კომპანიის გამოცდილი გუნდი შედგება ენერგეტიკოსების, ინჟინრების

რკო

ახალი კოლექცია

--> news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოში საკმაოდ კარგი ბიზნესგარემო და საბაჟო პროცედურებია - მიხეილ ნამადოვი

28.05.2026.19:00

პირველ რიგში, საქართველო ბუნებრივად არის კონკურენტუნარიანი, რადგან ჩვენ აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე ვართ, მეორე მხრივ, ქვეყანაში საკმაოდ კარგი ბიზნესგარემო და საბაჟო პროცედურებია, რაც პროცესების აქსელერაციას ახდენს,- ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ადრე საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი იყო, დღეს უკვე ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი საკმაოდ რთულია, თუმცა დღეს პრაქტიკაში ვხედავთ  და ამას ხედავს როგორც ბიზნესი, ისე სახელმწიფო, რომ თუ ადრე საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი და მარშრუტი იყო, დღეს უკვე ყალიბდება ლოგისტიკური ჰაბი. ამ პროცესზე, ბუნებრივია, გლობალური გეოპოლიტიკაც ახდენს გავლენას, ვინაიდან დღეს ბიზნესისთვის მხოლოდ ერთი მარშრუტის იმედად ყოფნა უკვე აღარ არის სანდო. გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ცალსახად და მთლიანად შეცვალა რეალობა. დღეს ჩვენ ვხედავთ მძიმე სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში, ამავდროულად, საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს ჩრდილოეთის დერეფანსაც და, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ბოლო ჯერ არ უჩანს“, - აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.

Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით შორს ვერ წავალთ, საქართველოს სჭირდება ახალი პორტები, რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდა, თანამედროვე საბაჟო და A კლასის ლოგისტიკური ცენტრები.

„პირველ რიგში, უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, კერძოდ, რკინიგზის გამტარუნარიანობა. გვჭირდება ახალი პორტები, ახალი საბაჟოები და A კლასის ლოგისტიკური ცენტრები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით შორს ვერ წავალთ. რეალობამ, სამწუხაროდ, ისეთი სურათი მოიტანა, რომელსაც ვეღარ შევცვლით, ამიტომ ამ მოცემულობას უნდა ავყვეთ - კარგია თუ ცუდი, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ჩვენი განვითარების გზა უნდა ვიპოვოთ.

ამ სექტორს ეკონომიკაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა და მრავალი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია. ბოლო წლებში ვხედავთ, რომ შუა დერეფნით ტვირთბრუნვა თითქმის გასამმაგდა. თუ ადრე ეს ევრაზიის კონტინენტზე ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხოლოდ პოლიტიკური იდეა იყო, დღეს შუა დერეფანი უკვე რეალობაა და ამ რეალობამ ცალსახად გვაჩვენა, რომ ეს პროცესი დროებითი არ არის“, - ამბობს Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა