Grossmann-ი უახლოესი 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში მინიმუმ 15 ფილიალის გახსნას გეგმავს - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან
ქართულ სამშენებლო მასალების, ელექტრონული საქონლის, სანტექნიკის და აგრარული პროდუქციის სარეალიზაციო ბაზარს რამდენიმე თვეა ახალი მოთამაშე შეემატა. Grossmann-ი უახლოესი 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში 15 ფილიალის გახსნას გეგმავს. გარდა ფილიალების რაოდენობის ზრდისა, Grossmann-ი საკუთარ მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქციის იმპორტის დაწყებასაც განიხილავს.
კიდევ რა გეგმები აქვს Grossmann-ს და როგორია მისი განვითარების სტრატეგია, დეტალებზე Business Insider Georgia-ს Grossmann-ის დამფუძნებელი ვახტანგ კაჭარავა ესაუბრა.
Grossmann-ი ბაზარზე 2024 წელს შევიდა, როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე, რომ ამ მიმართულების ბიზნესში შესულიყავი და დაგეწყოთ ოპერირება?
წლების განმავლობაში „თეგატაში“ ვმუშაობდი. 5 წლის განმავლობაში კომპანიის ტოპ-მენეჯმენტში და ბოლოს მთლიანი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი. ჩემი „თეგეტაში“ მისვლიდან 12 წლიანი ციკლი გავიდა და გადავწყვიტე, რომ ცვლილებების დრო იყო. გუნდთან ერთად „თეგეტაში“ ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ და მინდოდა, რომ უკვე პროფილი შემეცვალა.
თუ რატომ ეს სფერო, ალბათ ორი მთავარი მიზეზია: პირველი, ჰობი მაქვს, რომ ძალიან მომწონს მსგავსი ფორმატის მაღაზიებში სიარული და დათვალიერება, რადგანაც ბევრი რამის აღმოჩენის საშუალებას იძლევა. მეორეს მხრივ ეს სექტორიც, როდესაც ჩვენი ქვეყნის ბაზარს ვაკვირდებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია და საკმაოდ ფრაგმენტულიც არის. ვგულისხმობ იმას, რომ ბაზარზე არიან დიდი, ძლიერი კომპანიები, თუმცა ერთობლიობაში ორგანიზებული ბაზარი ჯერ კიდევ პატარა ნაწილს იკავებს, მთლიანი პოტენციალიდან. მე ვგულისხმობ იმას, რომ სექტორში ყოველწლიური ბრუნვა დაახლოებით 15 მლრდ-ია და თუ ამ ტოპ-მოთამაშეების პირველ ოცდაათეულს ავიღებთ, მათ მთლიანი ბაზრის 15-20%-ი უკავიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზებული მოთამაშისთვის, ქსელური მარკეტებისთვის კიდევ არსებობს პოტენციალი. ალბათ ამ ორის სინერგიამ გადამაწყვეტინა, რომ ამ სექტორში შემოვსულიყავით.
თვიდან თვემდე გაყიდვები მზარდია? რას აკეთეს კომპანია ცნობადობის გასაზრდელად?
რეალურად ჩვენ ოპერირება 1 ნოემბრიდან დავიწყეთ, თუმცა პირველი ფილიალის ტექნიკური გახსნა გვქონდა 15 ოქტომბერს. მას შემდეგ, 30 დეკემბერს მარშალ გელოვანზე უკვე გავხსენით მეორე ფილიალი და შესაბამისად, ეს პერიოდი მშენებლობისთვის ცოტა არასეზონური იყო, ჯერ კიდევ არ დაგვინახავს ჯამური პოტენციალი თითოეული მარკეტისგან. თუმცა, მეორეს მხრივ ეს კარგი პერიოდი იყო იმისთვის, რომ გუნდი ახალია, ჩვენც შედარებით გამოუცდელები ვართ და ასეთ პერიოდში საქმის დაწყება შესაძლოა პლუსადაც კი მივიჩნიოთ. თუმცა ტრენდი კარგი გვაქვს. ნოემბრიდან მოყოლებული იანვრის ჩათვლით ყოველთვიურად ვიზრდებით. გაყიდვების ტრენდი აღმავალია და ვფიქრობ, რომ როდესაც მშენებლობის სეზონი აქტიურ ფაზაში შევა, რაც ძირითადად მარტიდან იწყება, უფრო კარგი შედეგები უნდა დავდოთ.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.