მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

Grossmann-ი მეხუთე ფილიალის გახსნისთვის ემზადება - რა სიახლეებს გეგმავს კომპანია

news image
mbc image

სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაღაზიათა ქსელი Grossmann-ი 2027 წლიდან საკუთარი იმპორტისა და საბითუმო სადისტრიბუციო ქსელის განვითარებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში Grossmann-ის დამფუძნებელმა ვახტანგ კაჭარავამ განაცხადა, წლის ბოლომდე კომპანია მეხუთე ფილიალს მარტყოფში გახსნის, ხოლო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ქსელის დამატებით 30-40 მაღაზიით გაფართოებას გეგმავს.

რა სიახლეები აქვს ამ ეტაპზე Grossmann-ს? რა შეიცვალა კომპანიის საქმიანობაში ჩვენი ბოლო ინტერვიუს შემდეგ და რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით განვითარების მიმართულებით?

ამ ეტაპზე უკვე მეხუთე ფილიალს ვხსნით. თავდაპირველად ორი ახალი ფილიალის გახსნა გვქონდა დაგეგმილი, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო დასახული გეგმის სრულად განხორციელება ვერ შევძელით.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უძრავი ქონების ბაზარზე საიჯარო ფასების მნიშვნელოვანი ზრდაა. შესაბამისად, იმ ლოკაციებზე, რომლებსაც განვიხილავდით, ჩვენთვის ხელსაყრელი პირობების მოძიება ვერ მოხერხდა.

ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპანიისთვის ჯერ მხოლოდ მეორე საოპერაციო წელია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად უფრო სწრაფ ზრდას ველოდით, ვფიქრობ, განვითარების საკმაოდ კარგი ტემპი გვაქვს.

ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული მიმართულებებით თავდაპირველად განსაზღვრული გეგმები დავაჩქაროთ. ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებდა, რომ პირველი სამი-ოთხი წლის განმავლობაში ძირითადი აქცენტი ქსელის გაფართოებაზე გაგვეკეთებინა და საინვესტიციო რესურსებიც სწორედ ამ მიმართულებით მიგვემართა.

თუმცა, უკვე მომავალი წლიდან ვგეგმავთ საკუთარი იმპორტის დაწყებას, მათ შორის ჩინეთიდან, თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

აქამდე საქართველოში სხვადასხვა ბრენდის პროდუქციას ადგილობრივი მომწოდებლებისგან ვიღებდით და სწორედ მათი მეშვეობით ვმარაგდებოდით. ახლა კი ვაპირებთ, რომ ჩვენს ასორტიმენტში ახალი ბრენდებიც გამოჩნდეს, მათ შორის როგორც შედარებით ნაკლებად ცნობილი, ისე უკვე დამკვიდრებული საერთაშორისო ბრენდები.

გარდა ამისა, ვგეგმავთ საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის შექმნასაც. შესაბამისად, საცალო ვაჭრობასთან ერთად, 2027 წლის იანვრიდან საბითუმო ვაჭრობის მიმართულებითაც დავიწყებთ საქმიანობას. ეს კომპანიის განვითარების ახალი ეტაპი იქნება.

რა როლი აქვს ონლაინ გაყიდვებსა და ციფრული სერვისების განვითარებას კომპანიის სტრატეგიაში? გეგმავთ თუ არა ამ მიმართულებით დამატებით ინვესტიციებს?

კომპანიის საქმიანობის დაწყებისთანავე ავამუშავეთ ჩვენი ელექტრონული კომერციის პლატფორმა, სადაც მომხმარებელს პროდუქციის ონლაინ შეძენის შესაძლებლობა აქვთ. ამჟამად პლატფორმაზე 10 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაა განთავსებული.

მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ მიტანის სხვადასხვა სერვისით. გვაქვს როგორც საკუთარი მიწოდების სერვისი, ისე ინტეგრირებული გვაქვს შვიდი სხვადასხვა საკურიერო მომსახურება, მათ შორის Glovo, Wolt, საქართველოს ფოსტა და სხვა.

რაც შეეხება ონლაინ გაყიდვებს, ამ მიმართულებით განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს. ამ ეტაპზე ელექტრონული კომერციის წილი კომპანიის მთლიან გაყიდვებში საკმაოდ მცირეა, თუმცა ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ეს მაჩვენებელი გაიზრდება.

გასათვალისწინებელია ჩვენი სექტორის სპეციფიკაც. მომხმარებლები ჯერ კიდევ უპირატესობას ანიჭებენ მაღაზიაში უშუალოდ მისვლას, პროდუქციის ადგილზე დათვალიერებასა და შემოწმებას. მათთვის მნიშვნელოვანია ე.წ. touch and feel გამოცდილება, რაც გულისხმობს პროდუქციასთან უშუალო შეხებას, იქნება ეს სამუშაო ინსტრუმენტები, სამშენებლო მასალები თუ სხვა ინვენტარი.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ონლაინ გაყიდვების წილი შედარებით მცირეა, ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ელექტრონული კომერციის მიმართულება მნიშვნელოვნად განვითარდება და კომპანიის მთლიან გაყიდვებში მისი წილი გაიზრდება.

რამდენი ადამიანია ამჟამად დასაქმებული კომპანიაში და როგორ იზრდება გუნდი ქსელის გაფართოებასთან ერთად?

ბუნებრივია, კომპანიის განვითარებასა და ქსელის გაფართოებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება.

ამ ეტაპზე კომპანიაში 25 თანამშრომელია დასაქმებული. 2027 წლის იანვრიდან კი მათი რაოდენობა მინიმუმ ხუთი ადამიანით გაიზრდება, რადგან, როგორც აღვნიშნე, ვიწყებთ იმპორტის მიმართულების განვითარებასა და საკუთარი საბითუმო სადისტრიბუციო ქსელის შექმნას.

თუ კომპანიის საქმიანობის პირველ და მეორე წლებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობას შევადარებთ, დავინახავთ, რომ ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად გაორმაგებულია.

შესაბამისად, ქსელის გაფართოებასა და ახალი ბიზნესმიმართულებების დამატებას დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც ბუნებრივად მოჰყვება.

რა იქნება კომპანიის მთავარი პრიორიტეტები წლის დარჩენილ პერიოდში და რა სიახლეებს უნდა ელოდონ მომხმარებლები Grossmann-ისგან 2027 წელს?

ამჟამად საკმაოდ აქტიურ პერიოდში ვართ. ჩვენი სექტორისთვის ზაფხულიდან იწყება გაყიდვების მაღალი სეზონი, რომელიც დეკემბრის ბოლომდე გრძელდება.

ამ პერიოდში მომხმარებლების დიდი ნაწილი ცდილობს, მშენებლობა ან სარემონტო სამუშაოები ახალი წლის დადგომამდე დაასრულოს. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი მოთხოვნის პირობებში მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურება ვუზრუნველვყოთ და რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მოვემსახუროთ.

წლის ბოლომდე ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ახალი ფილიალის გახსნაა. ვფიქრობ, დეკემბრის პირველ რიცხვებში უკვე შევძლებთ მის ამოქმედებას და Grossmann-ის ქსელს მარტყოფში ახალი ფილიალი დაემატება.

რაც შეეხება 2027 წელს, ახალი წლიდან განვითარების ახალ ეტაპზე გადავალთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ვიწყებთ ჩვენთვის თვისებრივად ახალ მიმართულებებს - საკუთარი იმპორტის განვითარებასა და საბითუმო სადისტრიბუციო ქსელის შექმნას.

თავდაპირველად ამ მიმართულებების განვითარებას კომპანიის საქმიანობის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ ვგეგმავდით, თუმცა გადავწყვიტეთ, პროცესი დაგვეჩქარებინა და მათი განხორციელება უფრო ადრე დაგვეწყო.

ამასთან, ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზანი უცვლელი რჩება - გვინდა, Grossmann-ი ფართოდ იყოს წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი ქსელი მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლებოდეს.

სწორედ ამიტომ, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, რომ არსებულ ქსელს დამატებით 30-40 მაღაზია შევმატოთ. ეს ჩვენი გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Pegasus Airlines-მა Czech Airlines-ისა და Smartwings Group-ის შეძენის ტრანზაქცია დაასრულა

24.11.2026.09:00

თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა Czech Airlines-ისა და Smartwings Group-ის შეძენის ტრანზაქცია დაასრულა. აღნიშნული გარიგება მნიშვნელოვანი ეტაპია Pegasus Airlines-ის საერთაშორისო გაფართოებისა და Czech Airlines-ისა და Smartwings Group-ის სამომავლო განვითარებისთვის.

სტრატეგიული პარტნიორობა აერთიანებს საავიაციო სექტორში დამკვიდრებულ ორ ბიზნესს, რომლებსაც ურთიერთშემავსებელი ძლიერი მხარეები და გრძელვადიანი ზრდის საერთო მიზანი აქვთ.

გაერთიანებული ავიაპარკი 175-ზე მეტ საჰაერო ხომალდს მოიცავს. ამასთან, ორივე ავიაკომპანიის მიერ უკვე გაფორმებული მყარი შეკვეთები დამატებით 140 თვითმფრინავს ითვალისწინებს, რაც შემდგომი ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის.

Pegasus Airlines, რომელიც 1990 წელს დაარსდა, 2005 წლიდან დაბალბიუჯეტიანი ბიზნესმოდელით ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპია, რომ საჰაერო მოგზაურობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამჟამად ავიაკომპანია 57 ქვეყანაში, 161 მიმართულებით ასრულებს ფრენებს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა და საწვავის მოხმარების თვალსაზრისით ეფექტიან ავიაპარკს ფლობს.

Smartwings Group დასასვენებელ მოგზაურობებზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ავიაგადამყვანია. Czech Airlines-ის (CSA) ბრენდთან ერთად ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საავიაციო ჯგუფს წარმოადგენს. კომპანიის ქსელი 20 ქვეყანაში 80 მიმართულებას მოიცავს. ჯგუფს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს წამყვან ტუროპერატორებთან და მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია რეგიონის საავიაციო ბაზარზე.

კომპანიების გაერთიანების მიზანია არსებული ძლიერი მხარეების შენარჩუნება და განვითარება, კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და სამომავლო ზრდისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

Pegasus Airlines-ის ფართო საერთაშორისო ქსელის, ოპერაციული გამოცდილებისა და ინოვაციური დაბალბიუჯეტიანი ბიზნესმოდელის გაერთიანება Smartwings-ის ძლიერ პოზიციებთან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტურისტულ ავიაბაზარზე გრძელვადიანი წარმატებისთვის უფრო მყარ საფუძველს შექმნის და დამატებით ღირებულებას მოუტანს მომხმარებლებს, თანამშრომლებსა და ბიზნესპარტნიორებს.

Smartwings საქმიანობას კვლავ ორი ბრენდით Smartwings-ითა და Czech Airlines-ით გააგრძელებს. შენარჩუნდება კომპანიის ყოველდღიური ოპერაციები, მომხმარებლებთან ურთიერთობები და მომსახურების მიწოდების არსებული სისტემა. ამასთან, გაჩნდება ინოვაციების, განვითარების და თანამშრომელთა პროფესიული ზრდის ახალი შესაძლებლობები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა