გრუმინგ სალონი „ცუგრუმელა“ ძაღლებისთვის ჯანსაღი ორცხობილების წარმოებას იწყებს
„ცუგრუმელაში“ ყველაზე მსუნაგ ცუგებს სახლში დამზადებული, უგემრიელესი და ჯანსაღი ორცხობილები დახვდებათ“, - ამბობს Business Insider Georgia-თან გრუმინგ სალონის დამფუძნებელი მერი ლორთქიფანიძე.
გრუმინგ სალონი „ცუგრუმელა“ ორი თვის წინ გაიხსნა, ახლა კი გრუმინგის სრულ სერვისთან ერთად, ცუგებს ჯანსაღ ორცხობილებს შესთავაზებს.
„ჩვენი ორცხობილები მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან და არ შეიცავს საღებავებსა და კონსერვანტებს“, - ამბობს მერი ლორთქიფანიძე.
ცუგებისთვის განკუთვნილ მენიუშია სხვადასხვა ტიპის ორცხობილები. კერძოდ, თევზის, ხორცისა და ბოსტნეულის შემადგენლობით.
„ორცხობილები მზადდება ნედლი პროდუქტებით. მათ შორის ბოსტნეულითაც და ჰიპერალერგიული ძაღლებისთვისაა გათვალისწინებული. ასევე წარმოებაში იქნება სპეციალური ლეკვების ხაზი.
ორცხობილის შენახვის ვადა შემადგენლობის მიხედვით ერთიდან - სამ კვირამდეა. პროდუქტი დაბალანსებულია პროტეინით, ნახშირწყლებითა და ცხიმებით. ფასები შეფუთვის მიხედვით განისაზღვრება - მინიმალური შეფუთვა 5 ლარი- მაქსიმალური 25 ლარი ეღირება“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
„ცუგრუმელას“ ორცხობილები გრუმინგ სალონსა და ონლაინ გაიყიდება. როგორც მერი ლორთქიფანიძე ამბობს, ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი სერვისი არცერთ კმპანიას არ აქვს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.