„გუდვილი“ საკუთარ მომხმარებლებს აღდგომისთვის 13 სახეობის პასკას სთავაზობს
ჰიპერმარკეტების ქსელი Goodwill • გუდვილი საკუთარ მომხმარებლებს სააღდგომოდ 13 სახეობის პასკას სთავაზობს. ამის შეახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „გუდვილში“ განუცხადეს.
„ტრადიციული ქართული პასკა, რომელსაც ყოველ წელს მოუთმენლად ელით უკვე გაყიდვაშია.
ჩვენ ყოველ წელს ვანებივრებთ მომხმარებელს ახალი, ორიგინალური პასკებით, როგორიცაა, ხაჭოს პასკა, ფსტის კრემით, ცუკატებით და სხვა უნიკალური ინგრედიენტებით“ რა თქა უნდა ამ ტრადიციას წელსაც ვაგრძელებთ და მომხმარებელს შევთავაზებთ სიახლეებს, - განმარტავენ „გუდვილში“.
აღსანიშნავია, რომ „გუდვილის“ მიერ წარმოებულ პასკებზე ბაზარზე წლების განმავლობაში დიდი მოთხოვნა და რა თქმა უნდა ამას, მის გემოვნურ თვისებებთან ერთად ხშირად მისი განსაკუთრებული ვიზუალიც იწვევს.
„ჩვენი პასკა მზადდება უმაღლესი ხარისხის კარაქითა და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით, რაც მას მდიდარ და ნაზ გემოს სძენს. ჩვენ შევინარჩუნეთ ტრადიციული რეცეპტი და გარდა ამისა მომხმარებელს შევთავაზეთ ახალი გემოებიც, რათა მათთვის გამორჩეული გემოვნური გამოცდილება შეგვექმნა“, - განმარტავენ „გუდვილში“.
„გუდვილი“, რომელიც უკვე მაღალ ხარისხთან ასოცირდება, ბაზარზე ბევრი კონკურენტული უპირატესობებითაც სარგებლობს. კომპანია მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული და მუდმივად ცდილობს, რომ ახალი საწარმოო ხაზები დაამატოს და ასორტიმენტი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს.
„ვმუშაობთ წლიდან წლამდე განვავითაროთ და გავაფართოოთ ჩვენი წარმოება, რათა მომხმარებლის მოთხოვნები სწრაფად და ეფექტურად დავაკმაყოფილოთ. ჩვენი წარმოების განვითარება გამოიხატება, ახალი ხაზების შექმნით, როგორც კულინარიის, საკონდიტროს, პურ-ფუნთუშეულისა და ნახევარფაბრიკატების მიმართულებების დამატებაში, სადაც გათვალისწინებულია თანამედროვე ტრენდები რათა თქვენთვის მრავალფეროვანი არჩევანი შევქმნათ“, - აცხადებენ „გუდვილში“.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
06.10.2026.14:00
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორის პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში არჩილ გაჩეჩილაძე ახალგაზრდებს ბანკის საქმიანობის, განვითარების შესაძლებლობებისა და პროფესიული ზრდის შესახებ ესაუბრა.
საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და მათთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნას. რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები. პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.
„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში კი, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-მდე დეპარტამენტი ჩაერთო.