მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Guest House Ardoti სერვისების განვითარებას და გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

საოჯახო სასტუმრო Guest House Ardoti ისტორია 2019 წლიდან იწყება. სასტუმრო პირიქითა ხევსურეთში, სოფელ არდოტში, შატილიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia სასტუმროს დამფუძნებელს, ლევან არდოტელს ესაუბრა. მისი თქმით, სტუმრებს სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობენ, რომლის გამრავალფეროვნებასაც აქტიურად გეგმავენ.
„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 2019 წელს და მეექვსე სეზონია ვმუშაობთ. თავიდან გვქონდა მხოლოდ განთავსება და კვება. ახლა გარდა ამისა, ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ,  საცხენოსნო ტურებს, საფეხმავლო გამყოლს, მანქანით ტრანსპორტირებას, ტრადიციული კერძების მასტერკლასებს და სამომავლოდ ვგეგმავთ ველო ტურების დამატებას “, - აცხადებს სასტუმროს დამფუძნებელი ლევან არდოტელი.
სასტუმროს ძირითადად უცხოელი სტუმრები სტუმრობენ, თუმცა არიან ადგილობრივი ვიზიტორებიც.
„70-80% უცხოელი ტურისტები გვყავს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კი ამოდიან, თუმცა არ ინტერესდებიან სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით. ძირითადად, ამოსვლა განთავსება და მეორე დღეს უკან დაბრუნება. ჩვენი სერვისები უფრო უცხოელებზეა გათვლილი. ახლა ვითარდებით. ამ საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებზე მაინცდამაინც დიდი დაინტერესება არ გვაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ ბევრი სერვისი შევთავაზოთ. ჩვენ სეზონურად ვმუშაობთ. გზა ხევსურეთში მაისის დასაწყისში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე ამინდი როგორც საშუალებას მოგვცემს, ოქტომბრის ბოლომდე ვმუშაობთ. გამოგვდის ნახევარი წელი “, - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი ლევან არდოტელი.

ამ ეტაპზე სასტუმრო განთავსების ადგილების ზრდას არ გეგმავს და ფოკუსირებას სერვისის გაუმჯობესებასა და მეტი კომფორტის შექმნაზე გეგმავს.

„როგორც წესი ყოველ წელს ვამატებთ ოთახებს. ჯერ არ ჩაგვიგდია წელი. სამი ოთახი გვქონდა თავიდან და ახლა გვაქვს 14. ამ ეტაპზე,  განთავსების ადგილების გაზრდა აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ სხვა სამთო კურორტებთან შედარებით ხევსურეთში ტურიზმი მაინცდამაინც ვერ არის განვითარებული  ახლა ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი კომფორტი შევქმნათ. ჩვენთან ელექტრო ენერგია პანელებზე გვაქვს, წყალსაც მზის საშუალებით ვაცხელებთ და გვინდა რომ ეს მზის სისტემები მოვამარაგოთ უფრო. გაფართოებას არ ვგეგმავთ ჯერ-ჯერობით. სერვისებში გვინდა უფრო განვითარება. ახლა პირობითად, ხუთი ცხენი გვყავს, ველოების ყიდვასაც ვაპირებთ და უფრო აი ეს სერვისების განვითარება და დახვეწა გვინდა. ძირითადად, ბუქინგით ვმუშაობთ და კერძო გიდებით. ამიტომ ვგეგმავთ, ტურისტულ კომპანიებთან უფრო მეტ თანამშრომლობას “, - აღნიშნავს სასტუმროს დამფუძნებელი ლევან არდოტელი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა