მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკის Fan Card-თან ერთად

news image
mbc image

გულშემატკივრობა მხოლოდ მატჩის დღეებით არ შემოიფარგლება - საყვარელი გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა ფეხბურთის ქომაგებისთვის Fan Card-ის განახლებული დიზაინები წარადგინა.

საქართველოს ბანკის მიზანია, საგულშემატკივრო ბარათი ქომაგებისთვის განუყოფელ ნაწილად აქციოს - ნივთად, რომელიც მომხმარებლებს ნაკრებისადმი მხარდაჭერის გამოხატვაში დაეხმარება, როგორც მატჩის დროს, ისე ყოველდღიურად.

Fan Card სადებეტო ტიპის ბარათია, რომელიც 2023 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ბარათი ბარათი ეროვნული დროშითა და ნაკრების სიმბოლიკით 23 განსხვავებული დიზაინით არის წარმოდგენილი, რომელთაგან თითოეული ნაკრების ფეხბურთელების ნომრებს უკავშირდება. 14-17 ნოემბრის თამაშების ფარგლებში კი ბარათების დიზაინი განახლდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - არ გაჩერდე, მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად და აიღე Fan Card.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ნიმბიმ წინანდლის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმზე ქართული ღვინის საფერავის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა

13.11.2026.17:30

წინანდლის მამულმა ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ასოციაციის, Grand Jury du Vin-ის დაარსებიდან 30 წლის იუბილეც აღინიშნა.

ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ღვინის ექსპერტები, კრიტიკოსები და სომელიეები ესწრებოდნენ, მთავარი ყურადღება ქართული ღვინის უნიკალურ მრავალფეროვნებასა და საფერავის გლობალურ პოტენციალს დაეთმო.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო საფერავის კატეგორიაში ოქროს მედალი სწორედ ნიმბის საფერავს ერგო - ღვინოს, რომლის მთავარი მეღვინეც ცნობილი იტალიელი ენოლოგი რიკარდო კოტარელაა. ეს აღიარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბრენდის მიზნისკენ, ახლებურად წარმოაჩინოს ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე.

„ნიმბის შექმნის მთავარი იდეა 8000-წლიანი ქართული ტრადიციის თანამედროვე მსოფლიო სტანდარტზე აყვანა იყო. Grand Jury du Vin-ის მსგავსი ავტორიტეტული ჟიურის შეფასება და ოქროს მედალი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქართული ტერუარისა და საერთაშორისო გამოცდილების სინთეზი სწორი გზაა“, - აღნიშნავს ნიმბის თანადამფუძნებელი ბაჩო ბუღდიაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა