მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7171
-0.0014
flag
AZN 1.5342
-0.0002
flag
CNY 38.872
-0.0007
flag
EUR 2.9927
-0.0157
flag
GBP 3.495
-0.0176
flag
KZT 58.54
-0.0009
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6076
-0.0005
news banner

„გურმანიას“ მოცვის საწებელი SIAL Innovation 2026-ისთვის შეირჩა

news image
mbc image

„გურმანიას“ ბრენდით წარმოებული მოცვის საწებელი საფრანგეთში SIAL 2026-ის ინოვაციების კონკურსისთვის შეარჩიეს ”, - ამის შესახებ, Buisness Insider Georgia-ს „ფრუტ ლოჯისტიკის“ წარმომადგენელმა განუცხადა.

„გურმანიას“ ბრენდით წარმოებული მოცვის საწებელი საფრანგეთში SIAL 2026-ის ინოვაციების კონკურსისთვის შეარჩიეს. გადაწყვეტილება SIAL Innovation-ის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჟიურიმ მიიღო.

SIAL Innovation მსოფლიოში კვების პროდუქტებისა და სასმელების უდიდეს და გავლენიან საერთაშორისო გამოფენის SIAL-ის (Salon International de l’Alimentation) ფარგლებში ტარდება, რომელიც სასურსათო ინდუსტრიის მთავარი გლობალური პლატფორმაა.

ჟიური ამ კონკურსზე კვების ინდუსტრიაში ინოვაციურ პროდუქტებს გამოავლენს და მათ საერთაშორისო პროფესიონალური აუდიტორიის წინაშე წარადგენს.

მოცვის საწებელი არტიზანული პროდუქტია, რომელიც 2026 წელს შეიქმნა. პროდუქტი ქართული ტრადიციული საწებლების რეცეპტითაა დამზადებული და არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს. მის შემადგენლობაში 95% ქართული მოცვია.

SIAL Innovation -ის გზავნილი კომპანია „ფრუტ ლოჯისტიკისთვის“ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო ბაზრებზე ბრენდისა და ქართული პროდუქტის ცნობადობის გასაზრდელად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი კომპანია, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს მხარდაჭერით, 17-21 ოქტომბერს, საფრანგეთში, SIAL Paris 2026-ის გამოფენაშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც „გურმანიას“ ბრენდით წარმოებულ სხვა ქართულ პროდუქციასაც წარადგენს“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთან ტურიზმის ინფრასტრუქტურა და ზოგადად ეს სექტორი ძალიან დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით ბოლო წლებში, და მას მნიშვნელოვანი როლი უკავია ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში - სოსო ფხაკაძე

18.09.2026.16:04

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივანი, შაიხა ალ ნუვაისი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი უძღვებოდა, მხარეებმა ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები, სექტორის განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ტურისტული პროდუქტების პოზიციონირების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ სტუმრებსა და მონაწილეებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და BAG ინდექსის მონაცემები გააცნო. მისი შეფასებით, ტურიზმის ინდუსტრიის დინამიური განვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი საფუძველია:

„ასეთი რანგის სტუმრის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. მით უმეტეს, ჩვენთან ტურიზმის ინფრასტრუქტურა და ზოგადად ეს სექტორი ძალიან დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით ბოლო წლებში, და მას მნიშვნელოვანი როლი უკავია ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში. BAG ინდექსის კვლევა წარგვადგინეთ , რაც მოიცავს ბიზნესის კლიმატს, დასაქმების ბარომეტრებსა და საინვესტიციო გარემოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიკა სამივე მაჩვენებლის პოზიტიურია და გვაქვს ზრდა.” - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

სამუშაო შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი, საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა