„გურმე“ მომხმარებელს ჯანსაღი კვების ახალ ხაზს შესთავაზებს
„გურმე“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და უახლოეს პერიოდში მომხმარებელს ე.წ. „მწვანე ხაზს“ - ჯანსაღი კვების ახალ მიმართულებას შესთავაზებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანი იაშვილმა, განუცხადა.
„მწვანე ხაზის“ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს - დაახლოებით 15 ივლისიდან გაყიდვაში ჩვენი ახალი, ჯანსაღი კვების ხაზი ჩაეშვება.
ჩვენი მთავარი უპირატესობა მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა იქნება. მათ შეეძლებათ როგორც ინდივიდუალური ბოულების შეძენა, ისე მათ საჭიროებებსა და მიზნებზე მორგებული თვიური კვების რაციონების არჩევა.
ამჟამად ვნერგავთ სპეციალურ პროგრამას, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი მიუთითებს საკუთარ მიზანს - სურს წონის დაკლება თუ მომატება, კუნთოვანი მასის ზრდა, ფიტნესთან დაკავშირებული კვების რეჟიმი თუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სპეციფიკური კვების გეგმა.
ამ მონაცემების საფუძველზე, ნუტრიციოლოგებთან თანამშრომლობით, თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად შედგება კვების მენიუ, ხოლო კერძებიც სწორედ ამ პერსონალიზებული გეგმის შესაბამისად მომზადდება“, - აღნიშნავს ანი იაშვილი.
ინფორმაციისთვის, „გურმე“ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.