„გურმე“ მომხმარებელს პასკების განახლებულ და მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს
„გურმე“ მომხმარებელს პასკების განახლებულ ასორტიმენტს სთავაზობს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის წარმომადგენელმა, რუსა მუზაშვილმა განუცხადა.
„წელს, წინა წლის მსგავსად, მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც კლასიკურ პასკებს, ასევე პასკებს ცუკატებით, ნუთელით, ნუშის ფანტელებითა და შოკოლადის მარცვლებით. გარდა ამისა, ასორტიმენტი გავაფართოვეთ და დავამატეთ იტალიური პანეტონე ფისტის კრემით, ასევე კლასიკური იტალიური პანეტონეები „გურმეს“ წარმოებით.

კლასიკური პასკების ფასი 20 ლარიდან იწყება და 35 ლარამდე მერყეობს, ხოლო იტალიური ტექნოლოგიით მომზადებული პანეტონეების ღირებულება 75 ლარია.
თითოეული პასკა უმაღლესი ხარისხის ნედლეულით მზადდება - ვიყენებთ Valio-ს კარაქს და იმპორტულ, ბელორუსული რძეს.
შეკვეთების მიღება დაწყებულია როგორც საცალო, ისე კორპორატიული მიმართულებით. პროდუქციის შეძენა ადგილზეაც არის შესაძლებელი. ამასთან, წელსაც წარმოდგენილი ვიქნებით „ბაზარი ორბელიანზე“, სადაც მომხმარებლებს ჩვენი სტენდი დახვდებათ “, - აცხადებს რუსა მუზაშვილი.

ცნობისთვის, „გურმეს“ მისამართებია:
• მირიან მეფის ქ. #70;
• გივი კარტოზიას ქ. #10;
• ლუი პასტერის ქ. #2;
• აკაკი ბაქრაძის ქ. #5;
• ისთ ფოინთი, განახლებული სივრცე.
სხვა სიახლეები
ზაფხულის ბოლოსთვის თანამედროვე, ავტომატურ სორტირების ცენტრს გავხსნით - Inex Group
01.07.2026.18:00
ვაგრძელებთ მუშაობას როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით, - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განუცხადა.
„ვაგრძელებთ მუშაობას როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით. მიმდინარე წლის განმავლობაში მომხმარებლებს რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს შევთავაზებთ.
ერთ-ერთი მთავარი პროექტი თანამედროვე, ავტომატური სორტირების ცენტრის ამოქმედებაა, რომლის გახსნას ზაფხულის ბოლოსთვის ვგეგმავთ. ახალი ცენტრი ამანათების დახარისხების პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას გავზარდოთ ოპერაციული ეფექტიანობა, გავაფართოოთ გაცემის წერტილების ქსელი და პრაქტიკულად ნულამდე დავიყვანოთ დახარისხების პროცესში დაშვებული შეცდომების რისკი.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება მომხმარებლის გამოცდილებაზე - მიწოდებისა და დამუშავების ვადები კიდევ უფრო შემცირდება, ხოლო მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - აღნიშნავს გიორგი კაპანაძე.