მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.2
-0.0036
flag
AZN 1.555
-0.0008
flag
CNY 38.902
-0.0065
flag
EUR 3.0123
-0.0018
flag
GBP 3.5029
0.0033
flag
KZT 55.17
-0.0014
flag
TRY 0.0566
-0.0001
flag
USD 2.6431
-0.0013
news banner

„გურმემ“ ისთ ფოინთში მეხუთე, განსხვავებული კონცეფციის ფილიალი გახსნა

news image
mbc image

„გურმემ“ ისთ ფოინთის ახალ სივრცეში მეხუთე ფილიალი გახსნა , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანი იაშვილმა განუცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ბაზარზე 2012 წლიდან ვოპერირებთ და ჩვენი მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციისა და სიახლეების შეთავაზებაა.
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე „გურმეს“ ფილიალი არ არსებობდა და მომხმარებლების მხრიდან მაღალი მოთხოვნა ფიქსირდებოდა, გადავწყვიტეთ ისთ ფოინთში რიგით მეხუთე ფილიალის გახსნა.

მოლის ბიზნესკონცეფციიდან გამომდინარე, საჭირო გახდა განსხვავებული ფორმატის დანერგვაც, რომელიც მომხმარებლებს ახალ და მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს.

ახალი ფილიალი არსებული სივრცეებისგან განსხვავებული კონცეფციით გამოირჩევა, სადაც სტუმრებს ახალი გამოცდილება ელით “, - აცხადებს ანი იაშვილი.

„გურმე“ სამომავლოდ ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.

„ჩვენი ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს: სხვადასხვა ტკბილეულს, ქეითერინგის მომსახურებას, კვებას, ლანჩებსა და B2B კვების მიმართულებას.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახალი მიმართულების დამატებაზე, რაც ე.წ. „მწვანე ხაზის“ შექმნას გულისხმობს. ეს მიმართულება მომხმარებელს სრულიად ახალ და განსხვავებულ გამოცდილებას შესთავაზებს, ისეთი კონცეფციით, რომელიც ქართულ ბაზარზე ჯერ არ ყოფილა წარმოდგენილი “, - აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

„გურმეს“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი 2026 წელს რეგიონული გაფართოება და ახალი ფილიალების გახსნაა.

„კომპანიის 2026 წლის ერთ-ერთ მიზანს რეგიონული გაფართოება და ახალი ფილიალების გახსნა წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ამ მიზნის წარმატებით განხორციელებას შევძლებთ და რეგიონებშიც გავახარებთ ჩვენს მომხმარებლებს “, - ამბობს ანი იაშვილი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ზაფხულის ბოლოსთვის თანამედროვე, ავტომატურ სორტირების ცენტრს გავხსნით - Inex Group

01.07.2026.18:00

ვაგრძელებთ მუშაობას როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით, - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განუცხადა.

„ვაგრძელებთ მუშაობას როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით. მიმდინარე წლის განმავლობაში მომხმარებლებს რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს შევთავაზებთ.

ერთ-ერთი მთავარი პროექტი თანამედროვე, ავტომატური სორტირების ცენტრის ამოქმედებაა, რომლის გახსნას ზაფხულის ბოლოსთვის ვგეგმავთ. ახალი ცენტრი ამანათების დახარისხების პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას გავზარდოთ ოპერაციული ეფექტიანობა, გავაფართოოთ გაცემის წერტილების ქსელი და პრაქტიკულად ნულამდე დავიყვანოთ დახარისხების პროცესში დაშვებული შეცდომების რისკი.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება მომხმარებლის გამოცდილებაზე - მიწოდებისა და დამუშავების ვადები კიდევ უფრო შემცირდება, ხოლო მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - აღნიშნავს გიორგი კაპანაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა