მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გვახარებს ევროკავშირის ქვეყანაში ,,საქკაბელის’’ პროდუქციის შესვლა, ვიმედოვნებ, საექსპორტო წილი მეტად გაიზრდება - დავით კაპანაძე

news image
mbc image

საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია “საქკაბელი” იმ წარმატებული კომპანიების მოწინავე სიაშია, რომლებსაც საერთაშორისო სტანდარტის საწარმო აქვთ და ექსპორტზე საკუთარი ნიშა იპოვეს.

ევროპული სტანდარტებისა და რეკომენდაციების დაცვით შექმნილი ,,საქკაბელის’’ პროდუქციის ექსპორტი ბულგარეთშიც განხორციელდა.

სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს’’ ფარგლებში საწარმოს გადაიარაღებამ ხელი შეუწყო ქარხნის ტექნიკური ციკლის დახვეწას, ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებასა და ახალი ტიპის საკაბელო პროდუქციის წარმოების ათვისებას - რის შედეგადაც გაზარდეს წარმოებული პროდუქციის მოცულობა და ახალ ბაზრებზე შესვლის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცათ.

„ჩვენი წარმადობის გაზრდით ექსპორტს მომზადებული შევხვდით. ინვესტიცია განვახორციელეთ,სიმძლავრეები გავზარდეთ და საწარმო უახლესი მანქანა-დანადგარებით აღვჭურვეთ. საბოლოო ჯამში კი პროდუქციის უმაღლესი ხარისხით, კონკურენტუნარიანი საფასო პოლიტიკით, ეფექტურობის შენარჩუნებით, ევროპული სტანდარტებისა და რეკომენდაციებით შექმნილი ელექტრო კაბელებით შევძელით ბულგარეთის ბაზრისთვის მიმზიდველი კომპანია გავმხდარიყავით. მოთხოვნა საკმაოდ მზარდია საერთაშორისო ბაზარზე.

პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ავიღეთ, რისი საშუალებითაც გაიგზავნა ტვირთი. ჩვენი საექსპორტო მიმართულების გეგმები კი სხვა ქვეყნებსაც უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტს აქამდეც ვახორციელებდით, გვახარებს ევროკავშირის ქვეყანაში ,,საქკაბელის’’ პროდუქციის შესვლა და ვიმედოვნებ საექსპორტო წილი სამომავლოდ მეტად გაიზრდება,რადგან ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს ამ თემაზე: ვითვალისწინებთ ქვეყნების მოთხოვნას, ვიღებთ მათ სტანდარტებს ელექტრო სადენების მიმართულებით, დამზადებული ნიმუშების შემდეგ კი დაკონტრაქტების ეტაპებს გავდივართ’’. - აცხადებს ,,საქკაბელის’’ მმართველი დირექტორი დავით კაპანაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ,,საქკაბელის’’ პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადის, რომლის განახლებაც ევრო რეგულაციების შესაბამისად მოხდა, კერძოდ ევრო დირექტივა LVD და CPR. ,,საქკაბელის’’ პროდუქციას მინიჭებული აქვს CE მარკირება, რაც ადასტურებს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპის კანონმდებლობას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის შესაბამისობის შესახებ და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას იძლევა.

,,საერთაშორისო კომპანია ,,ანთას’’ როლი საკმაოდ დიდია მოცემულ ნაწილში, რისთვისაც აქტიურად ვაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას. კომპანიის ძირითად საქმიანობას სამშენებლო მასალების განვითარება და გლობალური დისტრიბუცია წარმოადგენს, სათავო ოფისი ბულგარეთში აქვთ და პრიორიტეტს საერთაშორისო სტანდარტის ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ანიჭებენ, ამიტომაც მოხდა ჩვენი ეფექტური კოლაბორაცია. არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბაზრების დივერსიფიკაციისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის, ექსპორტის კომპონენტის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები - რაც ახალი ბაზრების მოძიებისთვის მნიშვნელოვანია. ელექტრო კაბელების გამოფენით სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად ვიღებთ მონაწილეობას, რომელიც ქართული პროდუქციის მწარმოებლებს საერთაშორისო ბაზრების ათვისებაში გვიწყობს ხელს. ჩვენ ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტს და უახლოეს მომავალში გეოგრაფიული არეალის გაფართოებას ვაპირებთ.’’ - აცხადებს დავით კაპანაძე.

სს საქკაბელი 1958 წელს დაარსდა და დღემდე საქართველოში საუკეთესო კაბელს და ელექტროფიკაციასთან  დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს,რომლის ექსპლუატაციის ვადაც 70-100 წელია. 2006 წლიდან ახალი გუნდი შეუდგა საქკაბელის განვითარებას და ქარხანა გადააიარაღა ტექნოლოგიებით.

2013 წელს მოხდა რებრედინგი, რის შედეგადაც კონტრაქტი გაფორმდა ფრანგულ კომპანია შნაიდერ ელექტრიკთან. 2016 წელს ქარხანა აღიჭურვა თანამედროვე ფრანგული პროგრამული და ელექტრონული დანადგარებით,რომელსაც  შნაიდერის სერთიფიცირებული ქართველი ოპერატორები მართავენ. საქკაბელს მინიჭებული აქვს ISO 9001:2015  სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი მაღალი ხარისხის მენეჯმენტის დარგში, 2018 წელს კი, მიენიჭა ISO 45001:2018 სერთიფიკატი ჯანმრთელობისთვის არასაზიანო და უსაფრთხოების სისტემის მქონე პროდუქტის წარმოებისთვის და  მიწოდებისთვის. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია და ფლობს ხარისხის ნიშანს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა