მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გვაქვს ექსკლუზიური პროდუქცია, წარმოებაში წამყვანია ქართული ორნამენტების თემა - „ძველი სუფრა“

news image
mbc image

კომპანიის საქმიანობას 2024 წელს დადებითად ვაფასებთ, სწრაფად ვიზრდებით და ვითარდებით. სუფრების გარდა, უკვე გვაქვს გვაქვს ჭურჭლისა და ტექსტილის ხაზი, სადაც ნაწარმის საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ძველი სუფრას“ მენეჯერმა ირმა ჯაფარიძემ განუცხადა.

„ჩვენ წარმოებაში წამყვანია ქართული ორნამენტების თემა. კომპანია არის მზარდი, რადგან გვაქვს ექსკლუზიური პროდუქცია, რომელზეც მოთხოვნა მაღალია. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელი სტუმრები. ხშირად ჩვენს ნაწარმს ყიდულობენ სასაჩუქრედ, რადგან ეს არის გამორჩეული ნივთი. ჩვენი სუფრების ფასი სტანდარტული ზომების მიხედვით 50-დან 205 ლარამდეა“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

კომპანიის მენეჯერის ინფორმაციით „ძველი სუფრას“ კოლექცია მუდმივად ახლდება.

„კოლექციაში შედის ასევე ჭურჭლის ხაზი. კერძოდ, მინისა და ფაიფურის ჭურჭელი, რომელიც სხვადასხვა დიზაინის ქართული ორნამენტით არის გაფორმებული. რაც შეეხება მინის ჭურჭელს, ეს ხაზი მხოლოდ ჩვენს კომპანიას აქვს, რომელზეც დატანილია ექსკლუზიური ორნამენტები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და კმაყოფილი მომხმარებელი “, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ამასთან, კომპანია ტექსტილის ხაზისთვის იყენებს 100%-ით ბამბის ქსოვილს.

„ძველი სუფრა“ ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს 2020 წლიდან და წარმოდგენილია 5 ფილიალით, 4-ით თბილისის დიდ მოლებში, ხოლო ერთი წარმოდგენილია ბათუმის „გრანდმოლში“. კომპანია მაღაზიებსა და წარმოებაში 20-მდე ადამიანს ასაქმებს. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა