ლოლუს წყლის დისპენსერი - წყალი ოფისისთვის და სახლისთვის
ლოლუ მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: საქართველოს ბანკი, კრედო ბანკი, კრისტალი, ინტელექსპრესი, ევექსის კლინიკები და სხვა. ყოველდღიურად ლოლუს წყლის დისპენსერი გაფილტრულ წყალს ოფისებში და ასეულობით სერვისცენტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამას უკვე 3 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა.
„ჩვენი კომპანია სრულად ქართული წამოწყებაა და თავიდანვე გათვლილი იყო საქართველოში, წყლის ინდუსტრიაში შექმნილი მიდგომები მასშტაბურად შეეცვალა.
როდესაც „ლოლუ“ იწყებდა პარტნიორობას უმსხვილეს ორგანიზაციებთან, ვაცნობიერებდით რომ დიდ წარმატებასთან ერთად, პასუხისმგებლობაც, ანალოგიურად მასშტაბური გახლდათ. „ლოლუს“ წყლის დისპენსერებს ყოველდღიურად 270 000-ზე მეტი ადამიანი მოიხმარს, 550-ზე მეტი კომპანიის, 2 000-ზე მეტ ფილიალში.
ჩვენი წარმატებისთვის შემდგომი ფაქტორები გახდა ხელშემწყობი:
"ლოლუმ" ბოლო წელიწადის განმავლობაში რამდენიმე ასეული მინი წყლის დისპენსერი დაამონტაჟა კერძო მომხმარებლების სახლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. დისპენსერების განთავსება განსაკუთრებით აქტუალური გახდა ოჯახებისთვის, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ და მნიშვნელოვანია სუფთა, გაფილტრული წყლის მიღება.
დამატებით, აგარაკებთან მიმართებაში, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ მომხმარებელი შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში არ საჭიროებდეს წყლის დისპენსერს. აქედან გამომდინარე, მათი სურვილის შესაბამისად, სეზონურად ვუმართავთ, რაც მათთვის დამატებით კომფორტს ქმნის.

ის ძირითად მამოძრავებელი ძალა, რომელიც ყოველივე ზემოთ თქმულს აერთიანებს, გახლავთ თავად ლოლუს გუნდი, საერთო აზრის ირგვლივ შეკრებილი ენთუზიასტები, სადაც მომხმარებელი გრძნობს რომ ლოლუს ყველა რგოლი, დაწყებული ტექნიკური დეპარტამენტით, ფინანსურის ჩათვლით, მუდმივად ზრუნავს მათზე და ფიქრობს გაუმარტივოს არამხოლოდ გაფილტრული წყლის მიწოდება, არამედ ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა ასპექტი.
ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა პარტნიორის მასშტაბსა თუ საქმიანობას, ლოლუ თანაბარი ყურადღებითა და სიზუსტით ემსახურება, როგორც ასეულობით ფილიალის მქონე კომპანიებს, ასევე რამოდენიმე ან თუნდაც ერთი ოფისის მქონე პარტნიორებს, რომელთაც ანალოგიურად უმარტივებს ყოველდღიურ რუტინულ პროცესებს. თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი პარტნიორი.
"ლოლუს" აქვს ამბიცია, სულ მალე გახდეს რეგიონალური ლიდერი ამიერკავკასიაში და ის ქართული სტანდარტი, რომელიც დანერგა საქართველოში, მეზობელ სახელმწიფოებშიც დაამკვიდროს ", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ პირს ან კომპანიას შეუძლია „ლოლუს“ მიმართოს შემდეგ მეილზე : info@lolu.ge ან დარეკოს მითითებულ ნომერზე 577 57 46 77.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.