მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
0.0011
flag
AZN 1.5293
-0.0005
flag
CNY 38.834
-0.0021
flag
EUR 2.9066
-0.0088
flag
GBP 3.4395
-0.002
flag
KZT 57.77
0.0047
flag
TRY 0.0527
0
flag
USD 2.5994
-0.0011
news banner

გვაქვს დატვირთულობის რეკორდული მაჩვენებლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სასტუმრო ბიზნესისთვის - HSC Group Hospitality-ის დირექტორი

news image
mbc image

2026 წლის პირველი ნახევარი HSC Group Hospitality-ისთვის მაღალი დატვირთულობით, ახალი პროექტებითა და საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის გაფართოებით გამოირჩეოდა. თბილისში სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ 80%-ს მიაღწია, ბათუმში კი კომპანიამ წლის პირველ ნახევარში 40 000-მდე ტურისტს უმასპინძლა. კომპანიის დირექტორი გიორგი დოლიძე Business Insider Georgia-სთან 2026 წლის პირველი 6 თვის შედეგებზე, ბაზრის ძირითად ტენდენციებსა და წლის მეორე ნახევრის გეგმებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით კომპანიის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ნახევარი ჩვენთვის იყო საამაყო შედეგებისა და სამომავლო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის პერიოდი. თბილისში 6 თვის საშუალო დატვირთულობამ ჩვენს შემთხვევაში 80% - ს მიაღწია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიკური სეზონის მაჩვენებლები, რომელიც ფაქტიურად მაისიდან დაიწყო და მას შემდეგ 90%-95% დატვირთულობით ვმუშაობთ. საერთო ჯამში, წლის პირველ ნახევარში, ვუმასპინძლეთ 12 000 მდე ტურიტს, რაც ნამდვილად საამაყოა ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ თავიანთი სასტუმროსა და ქვეყნის შესაბამისი დონით პოზიციონირებისა და სტუმრის კმაყოფილებისთვის.

2026 წლის გაზაფხულიდან, ფაქტიურად სრული მზადყოფნის რეჟიმში გაეშვა ჩვენი პროექტი ბათუმში, რომელიც 795 მაღალი კლასის სასტუმროს ნომრის ტიპის აპარტამენტს აერთიანებს და მაღალი სეზონის დადგომისთანავე, გუნდის სწორი სტრატეგიების შედეგად, აქტიური წინასწარი გაყიდვებისა და მარკეტინგის წარმოებით, მივიღეთ მოლოდინს გადაჭარბებული შედეგები, რომელიც საშუალოდ 80%-90% დატვირთულობით გამოიხატება. ჯამში, დღემდე ბათუმში ვუმასპინძლეთ 40 000 მდე ტურისტს.

2026 წლის დასაწყისში აქტიურად დავიწყეთ მუშაობა კახეთში, გურჯაანის რაიონ სოფელ ვაჩნაძიანში მაღალი კატეგორიის რეზორტული ტიპის სასტუმროს პროექტის საკონსულტაციო მომსახურება და მისი გახსნისთვის მომზადება. გამომდინარე იქიდან, რომ დღითიდღე ჩვენი ქვეყანა ვითარდება, იზრდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, იზრდება ტურისტული ვიზიტების რაოდენობები, ემატება ახალ-ახალი ფრენები, იზრდება ქვეყნის დამაჯერებლობა, მიმზიდველობა და ბრენდის პრესტიჟი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე და ყოველწლიურად გვემატება ათეული ახალი სასტუმროს საერთაშორისო ბრენდი, პროცესში გადავწყვიტეთ, რომ კახეთს სჭირდებოდა კიდევ მეტი ბრენდული სასტუმრო ინფრასტრუქტურა, სტანდარტების შეტანა და ჯანსაღი კონკურენციის განვითარება. შესაბამისად, ჩვენი და Capitol HPS - ის (BWH - ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში) აქტიური პარტნიორობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეფორმებინა საფრანჩიზო შეთანხმება მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბრენდთან - Best Western Hotels & Resort - თან, რის შედეგადაც ჩვენს პროექტს შეემატა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფასეულობა, რაც Best Western Premier - ის ბრენდის ჩვენს პროექტში შემოსვლას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ კახეთში ჩვენი სასტუმრო იქნება რიგით მესამე საერთაშორისო ბრენდი რეგიონში, ხოლო გურჯაანის რაიონში კი - პირველი. ობიექტი წარმოადგენს რეზორტული ტიპის, მაღალი კლასის, 51 ნომრიან საერთაშორისო სასტუმრო ბრენდს, რომელშიც განთავსებულია სხვადასხვა სარეკრეაციო და გასართობი ზონები, ჩოგბურთის კორტები, ივენთების ღია და დახურული სივრცეები, ტერასა, რესტორანი, ლაუნჯი, ღია აუზი და ა.შ. პროექტის გახსნა 2026 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

კახეთისთვის ბრენდული სასტუმრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონის ტურიზმის მეტი პოპულარიზაციის, მეტი საერთაშორისო სტუმრის მოზიდვის, რაიონის განვითარების, მომსახურების დონის ამაღლებისა და დასაქმების კუთხით.

აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას Lagoon Resort – ის პროექზე, სადაც Hilton - ის ბრენდში შემავალი ერთ-ერთი მაღალი კატეგორიის სასტუმრო კეთდება, ასევე, BlueSky Tower - ში Holiday Inn - ის ბრენდის სასტუმროს პროექტზე. პარალელურად გვაქვს სხვადასხვა მიმდინარე პროექტები, სადაც ასევე საერთაშორისო ბრენდებთან ვაწარმოებთ საფრანჩიზო შეთანხმებების მოლაპარაკებს, სტანდარტების დანერგვას და ა.შ.

როგორია ძირითადი ტენდენციები ბაზარზე?

ბაზარზე ტენდენციები საკმაოდ დამაიმედებელი და პოზიტიურია. გაზრდილია როგორც ტურისტული ნაკადები, ასევე შემოსავლები. მოთხოვნა-მიწოდების პრინციპების შესაბამისად, იზრდება სასტუმროს გამოცხადებული ფასებიც მიუხედავად კონკურენციისა. 2025 და 2026 წლებში სტრატეგიულად მნიშვნელოვანმა ნაბიჯებმა, როგორიცაა ახალი ფრენები ახალი მიმართულებებიდან, ქვეყნის ბრენდინგმა, მარკეტინგულმა კამპაიებმა, სხვადასხვა გამოფენებში სწორმა პოზიციონირებამ სწრაფი შედეგები მოიტანა. გვაქვს დატვირთულობის რეკორდული მაჩვენებლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სასტუმრო ბიზნესისთვის. უამრავმა საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე გამომცემლობამ თუ პლატფორმამ საქართველო დაასახელა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად სასურველი მიმართულობა სამოგზაუროდ ევროპაში, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მრავალფეროვან ლოკაციად არაერთხელ მოინიშნა მსოფლიო რუკაზე, არაერთი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა საერთაშორისო დონის არტისტების მონაწილეობით, რაც ერთ მთლიანობაში ჩვენი ქყვეყნისთვის ქმნის დამაჯერებელ იმიჯს და აპოზიციონირებს, როგორც პრესტიჟულ და მიმზიდველ დესტინაციად. მნიშვნელოვნად გაზრდილია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადები ევროპიდან, ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ამერიკიდან, მეზობელი ქვეყებიდან, ისრაელიდან, ემირატებიდან და სხვადასხვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი წერტილებიდან. ყოველწლიურად გვემატება საერთაშორისო ბრენდული ახალი ობიექტები, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს, ქმნის ერთგვარ სტანდარტს და ხელს უწყობს რეგიონებისა და ქალაქების განვითარებას.

რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?

ჩვენთვის 2026 წლის მეორე ნახევრისთვის, მთავარი ფოკუსია, შევინარჩუნოთ აღნიშნული მაღალი, რეკორდული დატვირთულობა სექტემბრის ბოლომდე, რომელიც უტოლდება 90% - ს, ხოლო ოქტომბრიდან წლის დასრულებამდე ვპროგნოზირებთ საშუალოდ 70% - ს. მთავარი ფოკუსია, თითოეული ჩვენთან მოსული სტუმარი გავუშვათ ძალიან კმაყოფილი, ბედნიერი და თან გავატანოთ პოზიტიური ემოციები, რომელიც, თავისმხრივ, პირდაპირ გავლენას იქონიებს სამომავლოდ უკან დაბრუნებული ტურისტების რიცხვსა და მათი მხრიდან სამეგობროში რეკომენდაციების შეგედად ჩამოსულ სხვა უამრავი დამსვენებლის რაოდენობაზე. ამასთანავე, პარალელურ რეჟიმში, ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას არსებული პროექტების დასრულების, ახალი ობიექტების მოძიებისა და სხვადასხვა ბრენდების შემოყვანის კუთხით. ვაგრძელებთ სტაბილურ ზრდას, ვზრუნავთ ჩვენს გუნდსა და თითოეულ თანამშრომელზე, რომ მუდმივ რეჟიმში ჰქონდეთ მოტივაცია, კარგი სამუშაო გარემო, პირობები და მზარდი ანაზღაურება სხვა ბენეფიტებთან ერთად.

⁠საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და თქვენი ხედვით, რა უნდა იყოს წლის მთავარი შედეგი კომპანიისთვის?

ვფიქრობ, 2026 წელს დავხურავთ საშუალო 80% - იანი დატვირთულობით, რაც იქნება ჩვენთვის ისტორიული მაქსიმუმი. უკვე დაწყებული გვაქვს 2027 წლის წინასწარ ჯავშნებზე მუშაობა და მინდა ვთქვა, რომ ტენდენციები ძალიან კარგია. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მცირე ჩავარდნის, რომელიც ეხებოდა 2026 წლის გაზაფხულს (მარტი თვიდან აპრილის ნახევრამდე), რაც იყო ახლო აღმოსავლეთში შექმნილი გამწვავებული სიტუაცების შედეგი, მაქსიმალურად ვეცადეთ სწრაფად მოგვეხდინა ადაპტირება ამ გამოწვევისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზარი, გვაქვს სხვადასხვა ახალი მიმართულებიდან პირდაპირი ფრენები, გახსნილია ძალიან ბევრი სიანტერესო ლოკაციიდან წვდომა პირდაპირ ჩვენს ქვეყანაზე, მაინც შევძელით ლავირება და ვფიქრობ, 2026 წელი გასულ 2025 წელს შემოსავლებისა და ნაკადების კუთხით საშუალოდ 8%-10% - ით გადააჭარბებს. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ ისრაელი და ემირატები არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტერია, საიდანაც შემოდის ტურისტული უმნიშვნელოვანი მასა და მოგეხსენებათ, ძალიან რთულია, როდესაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, პერიოდულად იყო ჩავარდნები სეზონის წინ, თუმცა, როგორც აღვნიშნე, საბედნიეროდ ეს შეფერხებები იყო კონკრეტულ პერიოდებზე და ძალიან დიდხანს არ გაგრძელდა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო

13.10.2026.12:56

განათლება ადამიანის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ის ახალი ცოდნის მიღებასთან ერთად, საკუთარი ინტერესების აღმოჩენისა და მომავლის შესაძლებლობების დანახვის გზაცაა. საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა სწორედ ადამიანებისთვის ამ შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.

ამ მიზნით, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ინიციატივები მოიცავს როგორც აკადემიურ და საერთაშორისო განათლებას, ისე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და პროფესიული უნარების განვითარებას.

ბანკის საგანმანათლებლო პროგრამები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

აღმოაჩინე მიმდინარე შესაძლებლობები - შეავსე განაცხადი და გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი:

საქართველოს ბანკის სტიპენდიები ადგილობრივ უნივერსიტეტებში

საქართველოს ბანკი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 23 პარტნიორ უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება

პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის პირობების გასაცნობად ეწვიეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიების გვერდს.

გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის

საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია არქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების სტუდენტებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღება შეუძლიათ.

პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ  ვებგვერდს.

AI სტიპენდია გოგოებისთვის

ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისთვის სპეციალური  AI სტიპენდია შექმნა. პროგრამა მონაწილეებს მომავლის ტექნოლოგიების შესწავლას და ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნას სთავაზობს. პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში - ახალი უნარებისა და შესაძლებლობებისთვის

იმ ადამიანებისთვის კი, რომლებსაც პროფესიის შეცვლა, ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი  პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ახალი პროფესიები 20-მდე პარტნიორ აკადემიაში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია მალე დაიწყება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ  პროგრამის გვერდს.

საქართველოს ბანკის სტიპენდია მოსწავლეებისთვის პროფესიულ აკადემიებში - შეისწავლეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება უფასოდ

პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებსაც აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებსა და ახალ უნარებს. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი ბანკის პარტნიორ აკადემიებში და მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსება. მიმართულებები მოიცავს ვებპროგრამირებას, გრაფიკულ და UI/UX დიზაინს, IT პროექტების მართვას, პროგრამირების საფუძვლებს, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა საინტერესო სფეროებს. დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.

TUMO ქუთაისი - ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში TUMO-ს ცენტრი გაიხსნა, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ცოდნა ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით, 11 კურსიდან ერთ-ერთზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა. TUMO ქუთაისში უკვე 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო სწავლა.

თბილისის წიგნის დღეები - ცოდნა წიგნებიდანაც იწყება

განათლება მხოლოდ ფორმალურ სწავლებას არ გულისხმობს. ახალი იდეების აღმოჩენა, განსხვავებული პერსპექტივების გაცნობა და ახალი სამყაროების აღმოჩენა წიგნებითაც შეიძლება.

სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Expo Georgia-ში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ღონისძიება მკითხველებს წიგნებისა და ახალი იდეების გარშემო გაერთიანების შესაძლებლობას აძლევს. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის წიგნის დღეების გვერდს.

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი სხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობები:

UWC-ის სტიპენდია მოსწავლეებისთვის - ისწავლეთ მსოფლიოს 18 სკოლაში

საქართველოს ბანკი გაერთიანებული მსოფლიო სკოლებთან (UWC) თანამშრომლობის ფარგლებში 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და შესაძლებლობას აძლევს მათ, მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა. პროგრამის გამარჯვებულები სულ მალე გახდება ცნობილი.

STEM განათლების ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით

საქართველოს ბანკისა და კომაროვის  STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს. ახალ ნაკადზე სწავლის წურვილი 1500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა.

ფოთის საჭადრაკო კლუბი - შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის

საქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ლეგენდარული საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 10 ნიჭიერ მოსწავლეს ერთი წლის განმავლობაში სწავლას სრულად დაუფინანსებს.  სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები მალე გახდებიან ცნობილი.

Code IT - პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში

პროგრამირებით დაინტერესებული 14-18 წლის მოზარდებისთვის  Code IT-ის  პროგრამა ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტექნოპარკში პროგრამირების საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის მონაწილეები HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს შეისწავლიან და ტექნოლოგიურ სფეროში პირველ ნაბიჯებს გადადგამენ. ახალ ნაკადზე რეგისტრაცია გაზაფხულის სემესტრში დაიწყება.

CHEVENING - დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობა

CHEVENING -ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებს დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს და სხვადასხვა მიმართულების სამაგისტრო პროგრამის არჩევის შესაძლებლობას იძლევა. 2027 სასწავლო წლისთვის განაცხადების მიღება დასრულდა. 2028 წლის კონკურსი კი 2027 წლის ზაფხულში გამოცხადდება.

Fulbright - აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ისწავლონ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში  სრული დაფინანსებით, ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე. 2026-27 სასწავლო წლის კონკურსზე განაცხადების მიღება 1 ივლისს დასრულდა. ახალი კონკურსი, გაზაფხულზე გამოცხადდება.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია - სწავლის შესაძლებლობა ესპანეთში

კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, საქართველოს ბანკი აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია და ისწავლონ მადრიდში, Miami Ad School Europe-ში, 100%-იანი დაფინანსებით. 2027 წლის პროგრამაზე განაცხადების მიღება 8 ივნისს დასრულდა. კონკურსი გაზაფხულზე ცხადდება.

ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა