მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

გვინდა, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს უფრო მაღალ დონეზე - ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე

news image
mbc image

ჩვენ გვსურს ვიყოთ ასოციაცია, რომელთანაც ხელისუფლების ნებისმიერი რგოლი პირველ რიგში მოვა კონსულტაციისთვის, თუკი გადაწყვეტს ისეთი რეგულაციებისა თუ ცვლილებების შემოღებას, რომლებიც ტექნოლოგიურ სექტორზე იქონიებს გავლენას, - აცხადებს ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე .

თორნიკე სულაბერიძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, ასოციაციის გაფართოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ტექნოლოგიური სექტორის ინტერესების უფრო მაღალ დონეზე წარმოჩენა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური ჩართულობაა.

„რა თქმა უნდა, ასოციაციის გაფართოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ ჩვენი ხმა უფრო მაღალ დონეზე ისმოდეს. გვსურს ვიყოთ ორგანიზაცია, რომელთანაც ხელისუფლების ნებისმიერი რგოლი პირველ რიგში მოვა კონსულტაციისთვის, თუკი გადაწყვეტს ისეთი რეგულაციებისა თუ ცვლილებების შემოღებას, რომლებიც ტექნოლოგიურ სექტორზე იქონიებს გავლენას.

გვჯერა, რომ შეგვიძლია სახელმწიფო და ბიზნესის ინტერესების თანხვედრის უზრუნველყოფა, რათა საკანონმდებლო თუ სხვა სახის ცვლილებები იმგვარად იქნეს მიღებული, რომ საერთო ჯამში ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის აღმოჩნდეს სასარგებლო და, პირიქით, ზიანი არ მიაყენოს ამ მიმართულებას“, - აცხადებს სულაბერიძე.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია საქართველოში შემოიტანა

07.09.2026.18:04

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან მაღალი ხარისხის ბენზინის პირველი პარტია საქართველოში შემოიტანა. 5,000 ტონა მოცულობის საწვავი EN 228 ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს და საქართველოში SOCAR-ის გემით იქნა ტრანსპორტირებული.

აღნიშნული მიწოდება სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა და Italiana Petroli-ს შორის პირველი კომერციული ტრანზაქციაა და SOCAR-ის მიერ API Holding-ისგან იტალიური კომპანიის აქციების 99.82%-ის შეძენას უკავშირდება. ტრანზაქცია SOCAR Group-ის კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი მაგალითია.

„SOCAR Group-ის შემადგენლობაში ყოფნა რეალურ ღირებულებას ქმნის და ეს ტრანზაქცია ამის მაგალითია, რადგან იტალიის ბაზარზე არსებული გამოცდილება და შესაძლებლობები საქართველოს ბაზარზე ხელშესახებ სარგებელს მოგვიტანს. Italiana Petroli-ს ნავთობგადამუშავებისა და ხარისხის კონტროლის გამოცდილების SOCAR-ის საერთაშორისო ინფრასტრუქტურასთან გაერთიანებით, ჩვენ საქართველოში საწვავის მომარაგების პორტფელს კიდევ უფრო ვამრავალფეროვნებთ. ჩვენი ადგილობრივი მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს ჩვენ მიერ დანერგილი მაღალი, ევროპული სტანდარტების შესაბამის ხარისხიან საწვავზე უწყვეტ და საიმედო წვდომას.“, - განაცხადა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა.

საქართველოს ბაზრისთვის აღნიშნული მიწოდება საწვავის მომარაგების დამატებით დივერსიფიკაციასა და მიწოდების საიმედოობის გაძლიერებას ნიშნავს. SOCAR-ის საქმიანობა ენერგეტიკული სექტორის მთელ ღირებულებათა ჯაჭვს მოიცავს - ენერგორესურსების მოძიებასა და მოპოვებას, გადამუშავებას, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას.

იტალია SOCAR-ისთვის პირველი ევროპული ბაზარი არ არის. კომპანია უკვე ოპერირებს შვეიცარიაში, ავსტრიასა და რუმინეთში, ხოლო მისი ფართო რეგიონული წარმომადგენლობა ასევე მოიცავს თურქეთსა და უკრაინას. Italiana Petroli-ს შეძენამ, რომელიც 2026 წლის 8 მაისს დასრულდა, ევროპაში SOCAR-ის საქმიანობა ნავთობგადამუშავებისა და საწვავის რეალიზაციის მიმართულებით კიდევ უფრო გააფართოვა.

ამასთან, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია SOCAR-ის საერთაშორისო განვითარების ისტორიაში. SOCAR Energy Georgia 2006 წელს დაფუძნდა და ის SOCAR-ის პირველი შვილობილი კომპანია იყო აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ. აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ SOCAR-ის პირველი ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურიც საქართველოში, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიხსნა.

ამრიგად, ახალი თანამშრომლობა SOCAR-ის პირველ უცხოურ ბაზარს ჯგუფის ერთ-ერთ უახლეს ევროპულ ინვესტიციასთან აკავშირებს.

SOCAR Georgia Petroleum-ის შესახებ

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი საქართველოში საწვავის რეალიზაციის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების ქსელს მართავს და საკუთარ სადგურებზე ყოველდღიურად 30,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

კომპანია მომხმარებლებს ბენზინით, დიზელის საწვავითა და თხევადი გაზით ამარაგებს. ამასთან, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მართავს WayMart-ის მაღაზიების ქსელს და უზრუნველყოფს ელექტრომობილების დამუხტვის მომსახურებას.

საწვავის ხარისხის მონიტორინგი მიწოდებისა და დისტრიბუციის მთელი ჯაჭვის განმავლობაში ხორციელდება, მათ შორის საწვავის მიღების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და ავტოგასამართ სადგურებზე მიწოდების ეტაპებზე.

2012 წლიდან SOCAR Georgia Petroleum-ში ფუნქციონირებს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ბენზინისა და დიზელის საწვავის ტესტირების ლაბორატორია. ლაბორატორია ISO 17025-ის მოთხოვნების შესაბამისად მუშაობს და ევროპული და ამერიკული წარმოების სატესტო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. აქ მუდმივად მოწმდება საწვავის ის პარამეტრები, რომლებიც მის ეფექტიანობას, უსაფრთხოებასა და გარემოზე ზემოქმედებას უკავშირდება.

SOCAR ასევე განაგრძობს საქართველოში დაბალი ემისიების მქონე ტრანსპორტის ხელშეწყობასა და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის განვითარებას. 2026 წელს SOCAR-მა თბილისში სამხრეთ კავკასიაში ელექტრომობილებისთვის პირველი სრულად ელექტრო დამტენი სადგური გახსნა. ობიექტი ნაწილობრივ მზის ენერგიაზე მუშაობს, ისევე როგორც SOCAR-ის არაერთი სხვა ავტოგასამართი სადგური.

Italiana Petroli-ს შესახებ

SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli იტალიაში საწვავისა და ენერგეტიკის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.

90 წელზე მეტი ისტორიის მქონე კომპანია წარმოადგენს ინტეგრირებულ სამრეწველო და ლოგისტიკურ სისტემას, რომელიც მოიცავს ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, დაახლოებით 5 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის სასაწყობე ინფრასტრუქტურასა და იტალიის მასშტაბით 4,575 ავტოგასამართ სადგურს. კომპანიის ქსელში ყოველდღიურად საწვავის ჩასხმის 680,000-ზე მეტი ოპერაცია ხორციელდება.

ყველა საჭირო მარეგულირებელი თანხმობის მიღების შემდეგ, SOCAR-მა Italiana Petroli-ს აქციების 99.82%-ის შეძენა 2026 წლის 8 მაისს დაასრულა.

SOCAR-ის შესახებ

SOCAR, რომლის სათავო ოფისი აზერბაიჯანში მდებარეობს, გლობალური ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ენერგორესურსების მოპოვებაში, გადამუშავებასა და დისტრიბუციაშია სპეციალიზებული.

SOCAR სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაფარვით გამოირჩევა. კომპანიის საქმიანობა სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებს მოიცავს და მის საერთაშორისო მასშტაბსა და ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან როლს უსვამს ხაზს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა