გვსურს ჩვენი დესერტები ქსელურ მარკეტებშიც იყოს ხელმისაწვდომი - Sugar Free
ქართული ტკბილეულის ბრენდი Sugar Free • უშაქრო საკუთარ მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს სიახლეებით და არც ზაფხულის სეზონი აღმოჩნდა გამონაკლისი. კომპანიამ ასორტიმენტი გააფართოვა და მენიუს დაამატა კეტო მეგობრული ნაყინი. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა რუსუდან კვანტალიანმა განუცხადა. მისივე თქმით, „უშაქრო“ ამ ეტაპზე მომხმარებელს სამი სახეობის ნაყინს სთავაზობს.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
ზაფხულის სეზონზე ბევრი სიახლე შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს და სულ მალე, რამდენიმე ახალი დესერტი კიდევ დაემატება მენიუს. სიახლეებს შორის გამოვყოფდი კეტო მეგობრულ ნაყინს, რომელზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ამ ეტაპზე, მომხმარებლებს ვთავაზობთ სამი სახეობის კეტო მეგობრულ ნაყინს: ვანილის, კენკრის და შოკოლადის.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
Sugar Free-ს მენიუ 50-მდე დასახელების პროდუქტისგან შედგება, ამაში არ შედის სასმელები. ჩვენს მენიუში აღმოაჩენთ კეტო მეგობრულ, უგლუტენო, ულაქტოზო, ვეგანურ და სამარხვო პროდუქციას, რაც მთავარია ყველაფერი არის უშაქრო. მენიუს ძირითად ნაწილს ნამცხვრები მოიცავს, თუმცა ასორტიმენტში ასევე შეგხვდებათ ბონბონები, კრეკერები, ნაყინი და სხვა.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
გამორჩეული პროდუქტი, მისი მაღალი ხარისხი, ჩვენი ურთიერთობა მომხმარებელთან და გუნდი, რომელიც ერთი მიზნისთვის ყოველდღიურად მუშაობს ხდის Sugar Free-ს განსაკუთრებულ ბრენდად.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ?
სამომავლოდ, გვინდა ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი - გვსურს, Sugar Free ქსელური მარკეტების დახლებზე ვიხილოთ.
ცნობისთვის, პირადი ინვესტიციით შექმნილი Sugar Free თითქმის ოთხი წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. კომპანია ორ ფილიალს ფლობს თბილისში, ვაკეში და საბურთალოზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.